Feedback

ტელეკომპანია PKTV-ის ხელმძღვანელები ტელეკომპანია TV12-ის რუბრიკაში: ჟურნალისტი იცვლის პროფესიას, ჯემალ მეგრელიძესთან

  /   ნანახია 257 ჯერ

ტელეკომპანია PKTV-ის ხელმძღვანელები ტელეკომპანია TV12-ის რუბრიკაში: ჟურნალისტი იცვლის პროფესიას, ჯემალ მეგრელიძესთან

თბილისსა და ბათუმს შორის კიდევ ერთი ლამაზი ხიდი გაიდო - ორი დამოუკიდებელი ქართული ტელეკომპანია ერთად , ერთი ძალით წარმოუდგება მაყურებლებს: თბილისიდან - ტელეკომპანია  PKTV, იგივე pres-cavcasiatv და ბათუმიდან -  TV12.  აჭარაში ჩასული ტელეკომპანია PKTV-ის დამფუძნებლები  TV12-ის რუბრიკაში: ჟურნალისტი იცვლის პროფესიას, ავტორსა და წამყვან, TV12-ის დამფუძნებელ ჯემალ მეგრელიძესთან სტუმრად აღმოჩნდნენ. მანამდე ამ ორ ტელეკომპანიას შორის ხიდის გადება მწერალმა და სახალხო მკურნალმა,  TV12-ის საავტორო რუბრიკის "მითი თუ რეალობა" წამყვანმა ნანული ყურშუბაძე-გვარიშვილმა ითავა. ტელეკომპანია  PKTV-ის წარმომადგენლები თავის გადაცემაში მიიწვია, ხოლო PKTV-მა თავის საავტორო რუბრიკაში "კვირის ფერები", ქალბატონ ნანულის უმასპინძლა.

თუ რას აპირებს ერთად ეს ორი ტელევიზია , ნახეთ დღევანდელ გადაცემაში, ტელეკომპანია TV12-ის რუბრიკაში: ჟურნალისტი იცვლის პროფესიას, სტუმრად ჯემალ მეგრელიძესთან