Feedback

SOS! სალომე ზურაბიშვილი, 1992 წ., გაზეთი 'ივერია': სალომე ზურაბიშვილი:'ზვიად გამსახურდია, როგორც დიქტატორი დაამხო დემოკრატიულმა ძალებმა,ამისთვის თენგიზ კიტოვანს, ჯაბა იოსელიანს,თენგიზ სიგუას და მთელს ოპოზიციას დიდი მადლობა'

  /   ნანახია 249 ჯერ

SOS! სალომე ზურაბიშვილი, 1992 წ., გაზეთი 'ივერია': სალომე ზურაბიშვილი:'ზვიად გამსახურდია, როგორც დიქტატორი დაამხო დემოკრატიულმა ძალებმა,ამისთვის თენგიზ კიტოვანს, ჯაბა იოსელიანს,თენგიზ სიგუას და მთელს ოპოზიციას დიდი მადლობა'

დიდი სირცხვილი!

სალომე ზურაბიშვილი, 07.01.1992 წ., გაზეთი 'ივერია': თენგიზ კიტოვანისა და ჯაბა იოსელიანის დაჯგუფებები კანონიერი იყო'!!! 

https://tvlazika.ge/akhali-ambebi/135--.html?fbclid=IwAR3pOLVWKQ7ZNnxoJndwHoEtfTyfVyS78WkFf95zAOfSj8i8Pg0tewnXkt0#.XbGpAYx9ihM.facebook

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახი სალომე ზურაბიშვილისგან განმარტებებს ითხოვს.
კონსტანტინე გამსახურდიას აინტერესებს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, რატომ ამართლებდა ის გამსახურდიას ხელისუფლების ძალისმიერ დამხობას და რატომ უწოდებდა პირველ პრეზიდენტს დიქტატორს.
საქმე ეხება სალომე ზურაბიშვილის მიერ 1992 წელს გაზეთ ,,ივერიაში” გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც ის პირველი პრეზიდენტის დამხობას ლეგიტიმურს უწოდებს.
მაშინ, ზურაბიშვილი ამ გამოცემაში სტატიებს რამდენიმე ფსევდონიმით აქვეყნებდა. სტატიაში „საქართველოს საკითხი“ –  პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლებას დამხობას ლეგიტიმურად მიიჩნევს, გამსახურდიას დიქტატორად მოიხსენიებს და მას სისხლიან მმართველობაში ადანაშაულებს. ზურაბიშვილი წერს, რომ თენგიზ კიტოვანისა და ჯაბა იოსელიანის დაჯგუფებები, რომლებმაც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება დაამხო, კანონიერი იყო.
კონსტანტინე გამსახურდია ამბობს, რომ პოლიტიკური გზავნილებით, რომლებიც პარიზში მცხოვრებ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა, ის საერთაშორისო ასპარეზზე ცდილობდა, გაემართლებინა და მხარი დაეჭირა კიტოვანი-იოსელიანის დაჯგუფებისთვის.
პირველი პრეზიდენტის შვილს ეს გზავნილები რუსული სპეცსამსახურების ხელწერას ახსენებს. ზურაბიშვილის რუსეთთან კავშირებზე მიანიშნა ზვიად გამსახურდიას მეორე შვილმა, ცოტნე გამსახურდიამაც, რომელმაც პრეზიდენტობის კანდიდატს საგანგებო წერილით მიმართა.
ზვიად გამსახურდიას ოჯახი ერთადერთი არ არის, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განმარტებებს ელოდება. გამსახურდიას მთავრობის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ნემო ბურჭულაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი 1992 წლის გზავნილებით არა ზვიად გამსახურდიას, არამედ საქართველოს და მის სახელმწიფოებრიობას ებრძოდა.
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა ფიქრობს, რომ 1992 წელს კანონიერ ხელისუფლების დამხობაზე და დღეს არსებული პოზიცია ომის დაწყებაზე, შემთხვევითი არ არის.
სალომე ზურაბიშვილს დღეს ამ ბრალდებებისთვის პასუხი არ გაუცია.

tvlazika.ge

**********************

სალომე ზურაბიშვილი:'ზვიად გამსახურდია, როგორც დიქტატორი დაამხო დემოკრატიულმა ძალებმა,ამისთვის თენგიზ კიტოვანს, ჯაბა იოსელიანს,თენგიზ სიგუას და მთელს ოპოზიციას დიდი მადლობა'

07.01.1992 წ., გაზეთი 'ივერია'

https://paqtebi.ge/?p=13589

'ზვიად გამსახურდია,როგორც დიქტატორი დაამხო დემოკრატიულმა ძალებმა,ამისთვის თენგიზ კიტოვანს,ჯაბა იოსელიანს,თენგიზ სიგუას და მთელს ოპოზიციას დიდი მადლობა' _ სალომე ზურაბიშვილი,1992 წწ

paqtebi.ge


ტელეკომპანია იბერია

'მადლობა კიტოვანს' და 'მადლობა ჯაბა იოსელიანს' ეს არ გაწუხებს?! თაკო ჩარკვიანის და ნელი კობიაშვილის მწვავე დებატები 
12 ოქტ. 2018