'საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეებით მხოლოდ ჩინოვნიკებისა და უცხოური ფირმების ბანდა მდიდრდება. იმის მაგივრად, რომ ეს მილიარდები მოხმარდეს საქართველოს მშიერ და გაღატაკებულ მოსახლეობას, გადის საზღვარგარეთ ერთი მუჭა ხალხის გასამდიდრებლად ! ვისაც ინვესტიციები ქველმოქმედებაში ერევა, იმათ საყურადღებოდ: 2011-2014 წლებში 'არემჯიმ' საქართველოში 300 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა'(მწვანე ალტერნატივა), სამაგიეროდ, ახლა ყოველწლიურად მილიარდზე მეტი გააქვთ. ამ კომპანიან , ბიძინა ივანიშვილის უშუალო დახმარებით, ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღარო ააფეთქა . დაბა კაზრეთში იზრდება დაავადებულთა რაოდენობა, კომპანიის მხრიდან გარემოს დაბინძურების შესახებ არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია! საქართველოს სტრატეგიული ობიექტები და ბუნებრივი რესურსები უნდა დაუბრუნდეს საქართველოს მშიერ მოსახლეობას ! უნდა მოხდეს ამ ობიექტების ნაციონალიზაცია', - წერს ფეისბუქ-გვერდზე ქ-ნი მზია ჯღარკავა,