Feedback

sos! მოცეკვავე გოგონა, წლებია საწოლსაა მიჯაჭვული. მას სპეცსაწოლი სჭირდება... მაია ბარამია შველას ითხოვს - PKTV, "სოც.ექსპრესი"

  /   ნანახია 349 ჯერ

 sos! მოცეკვავე  გოგონა, წლებია საწოლსაა მიჯაჭვული. მას სპეცსაწოლი სჭირდება... მაია ბარამია შველას ითხოვს -  PKTV,

● გვესტუმრეთ: https://pktv.ge

დაგვიკავშირდით: (+995) 597 20 64 71 (მაია ბარამია); 592 777 311; 577 408 382 (PKTV -ს ცხელი ხაზი)
ტელეკომპანია PKTV წარმოგიდგენთ ქეთი სესიაშვილის საავტორო გადაცემას 'სოც.ექსპრესი'. ვსაუბრობთ სოციალურ პრობლემებზე. კერძოდ:
დღევანდელი გადაცემა სახელწოდებით: "ერთ დროს მოცეკვავე, ულამაზესი თბილისელი გოგონა, წლებია, საწოლს მიჯაჭვულია. მას სპეცსაწოლი სჭირდება, რომელიც სულ მხოლოდ 2000 ლარამდე ჯდება... მაია ბარამია შველას ითხოვს!!'' - ტელეკომპანია PKTV-ს პირდაპირ ეთერში გასულია 13.12.2018 წ.
ტელეკომპანია PKTV-ის "სოცექსპრესის" დღევანდელ გადაცემაში საუბარია იმ პრობლემებსა და რეალურ მიზეზებზე, რამაც ერთ დროს ხალისითა და სიცოცხლით სავსე გოგონა, მაია ბარამია ამ მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანა... ექიმების დაუდევრობის მიზეზით, იგი დღემდე საწოლს არის მიჯაჭვული. მას ის სპეცსაწოლი სჭირდება, რომლის მეშვეობით, მაია ჯერ წამოჯდომას შეძლებს, შემდეგ კი, იმედია, გავლასაც მოახერხებს... ეს საწოლი, სულ მხოლოდ 2000 (2 ათას) ლარამდე ჯდება...გადაცემაში მითითებულია ანგარიშის ნომერი და ვისაც სურვილი გაქვთ, გამოჩინოთ კეთილი ნება, გთხოვთ, ჩარიცხოთ თანხა აღნიშნულ ანგარიშზე, რითიც შეეწევით უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფ მაია ბარამიას. მაია ბარამიას არავინ ჰყავს ამქვეყნად. ცხოვრობდა ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე. ამ ავადმყოფობიდან გამომდინარე, მან დაკარგა ყოველივე, სახლიდან დაწყებული, თუ რამ გააჩნდა. გარდაეცვალნენ მშობლები, გაცილდა მეუღლე... არის მარტოხელა და - ყველას გარეშე...
უყურეთ ამ გადაცემას და ვფიქრობ, საკმაოდ დაგაინტერესებთ, გულთან მიიტანთ ამ გადაცემაში მონათხრობსა და ნანახს. ველით თქვენს გამოხმაურებას
გადაცემის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი
ოპერატორი ზურაბ გულვერდაშვილი
მონტაჟი: თამარ ლაშხი

● შემოგვიერთდით: https://www.facebook.com/pktv.ge/

● © PK TV მაუწყებლობა და მედია ᴴᴰ ● #PKTV