Feedback

დედამ 14-წლის მოზარდი მამაკაცს 12000-ად მიჰყიდა.!

  /   ნანახია 880 ჯერ

დედამ 14-წლის მოზარდი მამაკაცს 12000-ად მიჰყიდა.!

რუსეთის ქალაქ პერმში შემზარავი შემთხვევა დაფიქსირდა. დედამ , საკუთარი 14 წლის გოგონა 12 ათას რუბლად გაყიდა.

როგორც აღმოჩნდა, გოგონა ცოლის მაძიებელმა მამაკაცმა „იყიდა“ და მასზე დაქორწინდა. ახალ ოჯახში კი დამცირებისა და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

ქორწილიდან ცოტა ხანში გოგონა სახლიდან გაიქცა. რამდენიმე დღის შემდეგ, შიმშილისგან დასუსტებული გოგონა ქუჩაში გამვლელებმა იპოვეს. მას შემდეგ რაც მისი ისტორია მოისმინეს, პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცავებმა გოგონა ბავშვთა თავშესაფარში გადაიყვანეს და გამოძიება.

როგორც გაირკვა ამალიას (სახელი შეცვლილია) დედა ბოშაა, რომელმაც შვილი რუსი მამაკაცისგან გააჩინა.

როგორც გაირკვა, გოგონა მე-5 კლასში იყო, როდესაც მისი ცოლად მოყვანა მდიდარი ბოშების ოჯახის 15 წლის წევრმა ჯანკომ მოისურვა. ამალიას წინააღმდეგობის მიუხედავად, დედამ ის გაყიდა.

როგორც გოგონამ გამოძიებას განუცხადა, მისი ქმარი , მთელი დღე ტელევიზორ უყურებდა ან ვიდეოთამაშებით ერთობა, ამალია კი მხოლოდ ღამე ახსენდებოდა. მისი ოჯახი კი გოგონას აიძულებდა საშინაო საქმეებით დაკავებულიყო - დაელაგებინა სახლი, მოემზადებინა საჭმელი.

მისი თქმით, ზოგჯერ დედას ურეკავდა , ტიროდა და წაყვანას სთხოვდა. ქალი კი პასუხობდა, რომ ის უკვე გათხოვილი იყო და ვერსად წაიყვანდა.

ამალია კი ბავშვთა თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც 18 წლამდე შეუძლია ცხოვრება. რაც შეეხება მისი ყოფილი ქმრის ოჯახს, რეპორტაჟის გადასაღებად მისულ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ჯანკოს მეორე ცოლის პოვნა არ გაუჭირდება, ამალიას დედას კი ფულის დაბრუნება მოუწევს.