Feedback

ყაჩაღობისას საქართველოს 1-მოქალაქე დაიღუპა 1- დაიჭრა 2-ს კი ეძებენ!- შემთხვევა სტამბულში!

  /   ნანახია 385 ჯერ

ყაჩაღობისას საქართველოს 1-მოქალაქე დაიღუპა 1- დაიჭრა 2-ს კი ეძებენ!- შემთხვევა სტამბულში!

სტამბოლში, საიუველირო მაღაზიის დაყაჩაღებისას საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა, ერთი დაიჭრა, ორს კი ეძებენ. გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები მაღაზიაში შეიჭრნენ და იარაღი ამოიღეს, მაგრამ იუველირმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია და მათი მისამართით ცეცხლი გახსნა.

„მილიეტის“ ინფორმაციით, „ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა 40 წლის იუველირი ეიუფ სედათ ქოჩერი და ერთ-ერთი თავდამსხმელი რაიბული აბრალავა, ეჭვმიტანილი ლევან ბელთახოძე კი დაიჭრა. მოგვიანებით ბელთახოძე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მკურნალობის დასრულების შემდეგ კი დააკავეს და პატიმრობა მიუსაჯეს.

გამოძიებით დადგინდა,რომ ეჭვმიტანილებმა თურქეთის ტერიტორიაზე უკანონოდ შეაღწიეს, მაღაზიის მახლობლად სახლი იქირავეს და რამდენიმეჯერ მაღაზიას ინფორმაციის შეგროვების მიზნით ეწვივნენ. პოლიცია საქართველოს ორი მოქალაქის ძებნას აგრძელებს.