Feedback

ესპანეთის პოლიციამ სამი ქართველი დააკავა.!

  /   ნანახია 343 ჯერ

ესპანეთის პოლიციამ სამი ქართველი დააკავა.!

ესპანეთის პოლიციამ ძარცვაში ეჭვმიტანილი საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. სამივე დაკავებულს ქვეყნის მასშტაბით მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფებას ედავებიან.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულები 6 საცხოვრებელი ბინის ძარცვისთვის გასამართლდებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი დანაშაული ეჭვმიტანილებმა ქალაქ ალიკანტეში ჩაიდინეს, ხოლო 4 მადრიდში.

ესპანური მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების დაკავება 28 დეკემბერს ჩატარებული ანალოგიური ოპერაციის შემდეგ დაიგეგმა.

მაშინ სამართალდამცველებმა მძარცველების ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავეს და დიდი რაოდენობით თანხმა და ძვირფასეულობა ამოიღეს.