Feedback

ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე არ შევიდა.!

  /   ნანახია 748 ჯერ

ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე არ შევიდა.!

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე არ შევიდა. ჟურნალისტებთან საიბრისას მიხეილ სააკაშვილმა განმარტა, რომ უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაგზავნილ უწყებაში ორი საგამოძიებო მოქმედების შესახებ არის მითითებული, რაც სააკაშვილის თქმით, კანონდარღვევაა.

"ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერმა უსაფრთხოების სამსახურს მოთხოვნით მიმართა, ორივე საგამოძიებო მოქმედების შესახებ მას სხვადასხვა უწყება გაუგზავნონ. შესაბამისი მოთხოვნა სააკაშვილმა ადვოკატებთან ერთად კანცელარიას ჩააბარა.

სააკაშვილი აცხადებს, რომ უსაფრთხოების სამსახურს სურს, დაკითხვასთან ერთად მისი ხმის ნიმუშიც აიღოს, რომელსაც საქმეში მტკიცებულების სახით არსებულ მასალებს დაურთავენ