Feedback

არსებული ინფორმაციით ენმ-ის მესტიის საკრებულოს წევრი მისმა ახლობელმა მოკლა.!

  /   ნანახია 495 ჯერ

არსებული ინფორმაციით ენმ-ის მესტიის საკრებულოს წევრი მისმა ახლობელმა მოკლა.!

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლომარ ნიგურიანი საკუთარმა ახლობელმა ჩაცხრილა. ნიგურიანს მაშინ ესროლეს, როცა ის კუთვნილი სახლის სახურავიდან თოვლს წმენდდა. მას ორი ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი გარდაცვლილის ნათესავია. მათ შორის დავის საგანი კუთვნილი სახლი და მიწის ნაკვეთი გახდა, სადაც მესტიის ბაზარია განთავსებული.

 მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით სამართალდამცავებისთვის დამნაშავის ვინაობა ცნობილია.