Feedback

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის იუსტიციის სამინისტროს უჩივლა.!

  /   ნანახია 564 ჯერ

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის იუსტიციის სამინისტროს უჩივლა.!

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის იუსტიციის სამინისტროს უჩივლა.

მისი თქმით, მის წინააღმდეგ დაწყებული საექსტრადიციო შემოწმება უკანონოა.

უკრაინული მედიის ცნობით, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სააკაშვილის ადვოკატმა, რუსლამ ჩერნოლუცკიმ განაცხადა, რომ კიევის საოლქო სასამართლოს შესაბამისი სარჩელით გუშინ მიმართეს

„მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი, გუშინ შეიტანა, რომლითაც მისი საექსტრადიციო შემოწმების უკანონოდ ცნობას ითხოვს.

ვიმედოვნებ, კიევის საოლქო სასამართლოს მოსამართლეებზე ხელისუფლების ზეწოლის მიუხედავად, სასამართლო მაინც იქნება მიუკერძოებელი და სამართლიანი იქნება, განიხილავს ჩვენს სარჩელს, შეწყვეტს ამ საექსტრადიციო შემოწმებას და უკრაინის პროკურატურას აღარ ექნება სააკაშვილის ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საშუალება“ – განაცხადა ჩერნოლუცკიმ.

მისივე ქმით სააკაშვილის ექსტრადიცია, ასევე მისი შესაძლო დეპორტაცია, იქნება უკანონო და უკრაინის კანონმდებლობის დარღვევა.