Feedback

''სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და მისი მეუღლე ირმა მამასახლისი - ''სექტანტები'' არიან?"

  /   ნანახია 953 ჯერ

 ''სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და მისი მეუღლე ირმა მამასახლისი - ''სექტანტები'' არიან?

       ჟურნალისტი იამზე კიკნაძე

გზა, საქართველოში სახელმწიფო რელიგიიდან - რელიგიის თავისუფლებასა თუ სამოქალაქო რელიგიამდე ?!

 ისტორიულად, საქართველოში, ქრისტიანული მართლმადიდებლობა - სახელმწიფო რელიგია იყო. მართლმადიდებლობა- ქრისტეს მოძღვრების მართალი აღმსარებლობაა. დასაბამს, მოციქულთა ხანიდან იღებს და დღემდე შეურყვნელად და მართლად ინახავს მას. ქრისტიანული სწავლების მთავარი წყარო ქრისტიანებისთვის წმინდა წიგნი — ბიბლია, განსაკუთრებით, მისი მეორე ნაწილი — ახალი აღთქმა. ქრისტიანობა ისლამთან და იუდაიზმთან ერთად მიეკუთვნება ე.წ. აბრაამისეულ რელიგიებს“.

2015 წლის მონაცემებით, საქართველოში  - 3 666 233 (83,9%) მართლმადიდებელი ქრისტიანია, მუსლიმი - 433 784 (9,9%), სომხური სამოციქულო ეკლესის წევრი - 171 139 (3,9),

კათოლიკე - 34 727 (0,8%), იუდეველი - 3 541 (0,1%),

სხვა - 33 468 (0,8%)

 ეს,  ''სხვა'', გახლავთ  სწორედ ის ''რელიგიური'' გაერთიანებები თუ  დაჯგუფებები,   (ანუ, ''სექტები და სექტანტები''-ი.კ.)რომელთაც არ აღიარებს - საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.

ესენია:

იეზიდი - 30 000 (0,7%), იეჰოვას მოწმე - 15 000 (0,3%), ბაპტისტი - 6 000 (0,1%), ორმოცდაათიანელი  - 5 000 (0,1%),

მალაკანი - 2 000 (0,04%), დუხობორი - 1 500 (0,03%),

„ხსნის არმიის“ წევრი - 800 (0,02%), ლუთერელი - 700 (0,01%),

„ახალსამოციქულო ეკლესიის“ წევრი - 700 (0.01%),

ბაჰაიტი - 500 (0,01%), მე–7 დღის ადვენტისტი  - 400 (0,0%),

კრიშნაიტი - 200 (0,0%)

''საქართველოში,  ოფიციალურად რეგისტრირებულია რამდენიმე ათეული რელიგიური გაერთიანება. გაერთიანებათა ნაწილი რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირად (სსიპ), (სულ 36 გაერთიანება, საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის ჩათვლით), ნაწილი - არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად (ა(ა)იპ), (ზუსტი რიცხვის დადგენა რთულია, რადგან ა(ა)იპ-ად რეგისტრირებულია როგორც რელიგიური გაერთანებები, ასევე რელიგიური არასამთავრობო ორგანიზაციები). ამონარიდი -რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ვებ -გვერდიდან. (https://religion.geo.gov.ge/geo/)

გვიხაროდენ!?...

ხელისუფლებას, ''ნებსით, თუ უნებლიეთ'' არ გააჩნია,  დღეს, საქართველოში მოქმედი ( მართლმადიდებლობის ''ძირგამომთხრელი''-ი.კ. )  ''რელიგიური'' არასამთავრობო  დაჯგუფებებისა და ორგანიზაციების'' -ზუსტი სტატისტიკური მონაცემები?!

ყურადსაღებია:

''...თუ თვალს გადავავლებთ რელიგიური გაერთიანებების სამართლებრივი სტატუსის მიმართ საქართველოს კანონმდებლობის დამოკიდებულების დინამიკას, შემდეგ სურათს მივიღებთ: თავდაპირველად (1997 წ.) რელიგიური გაერთიანებები მიჩნეული იყო საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად, შემდეგ (2005 წ.) – კერძო სამართლის იურიდიულ პირებად, ხოლო ამჟამად (2011 წ.) – საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებად (მათი შეხედულებით). ასეთი ცვალებადობა, ჩვენი აზრით, გამოწვეულია იმით, რომ კანონმდებელს მთლიანობაში არ ჰქონდა გააზრებული, საქართველოს თავისებურებების გათვალისწინებით, სახელმწიფოსა და რელიგიური გაერთიანებების ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების ძირითადი საკითხები. სწორედ კანონმა უნდა განსაზღვროს, რა ჩაითვლება რელიგიურ გაერთიანებად, რა არის რელიგიური საქმიანობა და რა უფლებამოსილებები შეიძლება გააჩნდეს ასეთ გაერთიანებას მისი საქმიანობის განხორციელებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 15091’მუხლის მე-4 ნაწილში მითითებული კრიტერიუმები, სამწუხაროდ, ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად არ გამოდგება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ, ჯერ ერთი, ეს კრიტერიუმები ძალზე პირობითია და, მეორე, იმ „რელიგიურ“ გაერთიანებებს, რომლებსაც საქართველოსთან არ ჰქონიათ რაიმე ისტორიული კავშირი და არც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში მიიჩნევიან რელიგიად, უპრობლემოდ შეუძლიათ დარეგისტრირდნენ კერძო სამართლის იურიდიულ პირებად და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან შედარებით, უფრო ფართო უფლებამოსილებებიც მოიპოვონ. სწორედ ამიტომ არის საჭირო რელიგიური გაერთიანებების შესახებ სპეციალური კანონის მიღება, რომელიც სიცხადეს, გარკვეულობასა და წესრიგს შეიტანდა ამ სფეროში. ყოველივე ზემოაღნიშნული მოწმობს, რომ ჯერ კიდევ არ დასრულებულა როგორც სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობის სამართლებრივი საფუძვლების, ისე სხვა რელიგიური გაერთიანებების საქმიანობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტების შექმნის პროცესი. ვფიქრობთ, ამ სფეროში სამართალშემოქმედების გააქტიურება უნდა იქცეს ჩვენი საკანონმდებლო ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად.''-  ჯონი ხეცურიანი. ''სახელმწიფო და ეკლესია'' თბილისი 2013 წელი.

გეკითხებით, მაშ, რა საჭიროა - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რომლის მისია და ხედვა: -'' მრავალ ეთნიკურ და მრავალ რელიგიურ გარემოში  ისტორიულ გამოცდილებისა და საერთაშორისოდ   აღიარებული ნორმების  გათვალისწინებით  თანასწორობასა და შემწყნარებლობაზე დაფუძნებული მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფისათვის ხელშეწყობა''-ა. გამოდის, რომ  სახელმწიფო სააგენტოს ძირითადი ვალდებულება არ არის, რელიგიის  საკითხებზე  კანონ-პროექტების მომზადება და საკანონმდებლო ორგანოსთან -მუდმივი თანამშრომლობა. აღნიშნული სააგენტოს, დღევანდელ ''მისიას, ხედვას, თუ ფუნქციას'' - უკეთ არეგულირებს, საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა.

გვიხაროდენ!?..

დავიწყებას მიეცა, დაკარგულია და აღარ არსებობს მცნება - სახელმწიფო  რელიგია -ქრისტიანული მართლმადიდებლობა;

გვიხაროდენ!?...

წმიდა ნინო კაბადოკიელის, მირიან მეფის, დედოფალი ნანას,  აღურიცხავი მორწმუნე ქრისტიანთა, შეწირული სიცოცხლისა და სისხლის  ფასად მოტანილს, ''ჩაენაცვლა'' - რელიგიის თავისუფლება,   ანუ, სამოქალაქო რელიგია?!

დრო, აღარ ითმენს - კანონშემოქმედნნო!

 ჩატარდეს, საყოველთაო - სახალხო კენჭისყრა, რეფერენდუმი -მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე!!!

 

ხალხი ''ჰყეფს''- ომბუტსმენის ''ქარავანი  უბერავს''?!

დღეს, როდესაც, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, დიდი სჯა-ბაასი და მსჯელობა მიდის, - ''სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით,''ხომ არ აჯობებდა, საქართველოს სახალხო დამცველი, საყოველთაო-სახალხო კენჭისყრის, (გამოკითხვის) რეფერენდუმის სახით  იყოს შერჩეული!?

  ან, კიდევ, დღევანდელი კანონმდებლობით, რატომ უნდა ჰქონდეს სახალხო დამცველს: ხელშეუხებლობის, მის საქმიანობაში ჩაურევლობის, - განსაკუთრებული გარანტიები!?

მეტი სიცხადისათვის:

კანონი-''საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ''

თავი 1.

ზოგადი დებულებანი

მუხლი 4.

საქართველოს სახალხო დამცველი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას

დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. რაიმე  ზემოქმედება საქართველოს სახალხო დამცველზე ან ჩარევა მის საქმიანობაში აკრძალულია და ისჯება კანონით .

მუხლი 5.

1. -''საქართველოს სახალხო დამცველის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ვალდებულია შუქმნას მას მოღვაწეობისა და ცხოვრების სათანადო პირობები;''

2. -'' საქართველოს სახალხო დამცველი ხელშეუხებელია დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა დაკავება ან დაპატიმრება მისი ბინის მანქანის

სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა''..

5.-'' საქართველოს სახალხო დამცველი პასუხისგებაში არ მიეცემა თავისი მოვალეობის შესრულებისას გამოთქმული აზრებისა და შეხედულებებისათვის''

წყარო: https://www.ilo.org/dyn/natlex/docs/ELECTRONIC/88312/100929/F175475565/GEO88312_georgian.pdf

  რა გასაკვირია, სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, კარგად მოერგო ზემო აღნიშნულ ''იმპერატიულ'' ნორმებსა და ''თანამდებობრივ ავტონომიას''!? და ,თუ,  იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მარტო  2016 წელს, უჩა ნანუაშვილის სახელფასო შემოსავალი 95 300 ლარს შეადგენდა... ექნება პრეტენზიები, მეორე ვადაზე -არჩევასთან დაკავშირებით. : -''ომბუდსმენისთვის მიუღებელია საკონსტიტუციო კომისიისთვის წარდგენილი წინადადება, ომბუდსმენის მხოლოდ ერთი ვადით არჩევისა და მის არჩევაში საპარლამენტო უმცირესობის სავალდებულო მონაწილეობის შესახებ'' -ეს განცხადება, სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანმა,  ეკა ფოფხაძემ,  პარლამენტში ''ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის'' შეხვედრის დროს, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

ბატონო, სახალხო დამცველო და არა მარტო თქვენ!

''გამეორება ცოდნის დედაა!'',ხოდა, თვალი გადაავლეთ,სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის და მისი მეუღლის ირმა მამასახლისის მიერ მიღებულ  შემოსავლებს. აქ შეგნებულად, არ შევიყვანე, ''დეკლარანტების''  საბანკო  ანგარიშებზე  არსებული ''მოკრძალებული დანაზოგები'' და უძრავი ქონება. (თანამდებობის პირის დეკლარაცია შევსებულია: 25.02.2017)

უჩა ნანუაშვილი საქართველოს სახალხო დამცველი  - 95 300,00 GEL (ოთხმოცდა თხუთმეტი ათასს სამასი ლარი)...ირმა მამასახლისი- ააიპ ადამიანის უფლებათა ცენტრი საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერი - 8 152,83 GEL

წყარო: https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/32040

ნიშანდობლივია, 2013წლის  5 თებერვლით, დათარიღებული  ქონებრივი დეკლარაცია:

უჩა ნანუაშვილი - საქართველოს სახალხო დამცველი სახალხო დამცველი - 4 573.81 GEL

უჩა ნანუაშვილი - ააიპ ადამიანის უფლებათა ცენტრი აღმ. დირექტორი - 41 949.39 GEL

უჩა ნანუაშვილი - თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი პროექტის კოორდინატორი - 15 007.85 GEL

უჩა ნანუაშვილი - კავშირი "განიარაღება და არაძალადობა" ექსპერტი -1 388.00 GEL

ირმა მამასახლისი- ააიპ ადამიანის უფლებათა ცენტრი საინფორმაციო ტექნოლოგიების

მენეჯერი - 17 453.77 GEL

წყარო: https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/9032

2014 წლის 8 თებერვლის დეკლარაციის მიხედვით, სახალხო დამცველს უკვე მადა ჭამაში მოსვლია და მისი ანაზღაურება ასე გამოიყურება :

 უჩა ნანუაშვილი - საქართველოს დამცველი სახალხო - 81 181.25 GEL

ირმა მამასახლისი ააიპ ადამიანის უფლებათა ცენტრი საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერი-16964.46 GEL

უჩა ნანუაშვიოლს, მეუღლესთან ერთად ''რეკორდი'' აქვს მოხსნილი სამუშაო სარგოს მიღებით:  თანამდებობის პირის დეკლარაცია შევსებულია: 09/02/2016

უჩა ნანუაშვილი - საქართველოს სახალხო დამცველი -  101 300.00 GEL (ას ერთი ათასს სამასი ლარი-ი.კ)

ირმა მამასახლისი - ააიპ ადამიანის უფლებათა ცენტრი საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერი -11 589.80 GEL

ირმა მამასახლისი  -თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ვებ-რედაქტორი 3 781.02 GEL

წყარო: https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/25666 

ეს -მიღებული ფორმაა!? დღეს, ქვეყანაში არსებული  უმძიმესი სოციალურ - ეკონომიკური ვითარების ფონზე, საყოველთაო გაჭირვების,  სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები, ასი ათასობით (ზუსტი სტატისტიკა უცნობია-ი.კ) ოჯახების ფონზე?!

აი, ''მესმის'', სახალხო დამცველის  - ოპტიმიზაცია და  ''ქამრის შემოჭერის'' პრინციპები?!

 სახალხო  დამცველი უჩა ნანუაშვილი და მისი მეუღლე ირმა მამასახლისი - ''სექტანტები'' არიან?

დიდი ხანია, საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით, საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ უჩა ნანუაშვილი და მისი მეუღლე ირმა მამასახლისი, გარკვეული ''რელიგიური'' ორგანიზაციის (სექტის)  წევრები და დამფუძნებლები არიან. ამ თემაზე არა ერთი პრეს-კონფერენცია მოაწყო, ''უფლებადამცველთა გაერთიანების'' თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ. https://medianews.ge/ge/ucha-nanuashvili-misi-meughle-da-megobrebi-qristianuli-kavshiris-seqtis-tsevrebia-nikoloz-mjavanadze/17847

კერძოდ, ლაპარაკია: '' ქრისტიანთა კავშირი'' -ზე.

შორს წაგვიყვანს, საუბარი იმაზე თუ რა არის ''სექტა'', ვინ არიან ''სექტანტები'' რა ''მზაკვრულ'' მიზნებს ემსახურება მათი ''ქადაგება'' - დედა-ეკლესიის წინააღმდეგ.

და, მაინც! (ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით)

''საქართველოს ქრისტიანთა კავშირი''

''საქართველოს ქრისტიანთა კავშირი მიზნად ისახავს ქრისტიანული ტოლერანტობის  ნიადაგზე სხვადასხვა დენიმენაცისს ქრისტიანული მიმდევრობის განვითარებას საქათველოში , დაეხმაროს მათ დაარსონ სამლოცველო სახლები, ჩაატარონ შეკრებები , კონფერენციები თუ ეკლესიის დასაფუძნებელი ღონისძიებები.

საქართველოს ქრისტიანთა კავშირი ღიაა თანამშრომლობისათვის სხავასხვა ქრისტიანულ ორგანიზაციასთან რათა უფრო ნაყოფიერი გახდეს მხსნელი იესო ქრისტეს ქადაგება მთელს რეგიონში.

საქართველოს ქრისტიანთა კავშირი ხელს შეუწყობს ქრისტიანული სმის განვითარებას საქართველოში და მთელს რეგიონში.

კავშირი ხელს შეუწყობს ქრისტიანული განათლების  გავრცელებას

საქართველოს ქრისტიანთა კავშირი ხელს შეუწყობს ქრისტიანთა იურიდიულ დახმარებას .

საქართველოს ქრისტიანთა კავშირი ერთ ფოკუსში განიხილავს მთელს მსოფლიოში მცხოვრებ ქართველობას, როგორც ერთ მთლიან ერს და იზიარებს პასუხისმგებლობას მხსნელი იესოს ქადაგებისა  რათა მრავალი გადარჩეს.

ამ საიტის შექმნის მიზანი არის ხელი შეუწოს იესო ქრისტეს ქადაგებას, ხელი შეუწყოს ადამიანებს შეცვალონ თავისი ცხოვრება''.

წყარო: https://christianunofgeorgia.jimdo.com/, ასევე იხილეთ: https://didgori.wordpress.com/2010/03/25/bapt-evang-seqta/

დიახ! ეს გახლავთ, ტიპიური ''ფსევდორელიგიური'' - სექტა!ოფიციალური ამონარიდი საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ- გვერდიდან:

''გადახდის ნომერი: EN15394

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს

განმცხადებელი: ქრისტიანთა კავშირი

პირადი ნომერი / საიდენტიფიკაციო კოდი: 200255650

საცხოვრებელი / იურიდიული მისამართი: ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონში, არბოს,კორპ 'ბ' ბინა 58

წარმომადგენელი: მიხეილ მათითაიშვილი

პირადი ნომერი: 01023002061

მისამართი: თბილისი არბოს ქ. კორ. 'ბ' ბ. 58

ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო

(არაკომერციულ) იურიდიულ პირთა

რეესტრიდან

განაცხადის ნომერი: 15394

განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B10009604

ამონაწერის მომზადების თარიღი: 29/01/2010 09:41:48

სუბიექტი

საფირმო სახელწოდება: ქრისტიანთა კავშირი 

იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონში, არბოს

კორპ "ბ" ბინა 58 

ფაქტორბრივი მისამართი:

საიდენტიფიკაციო კოდი: 200255650 

სამართლებრივი ფორმა: არასამეწარემო იურიდიული პირი 

სახელმწიფო რეგისტრაციის

თარიღი: 08/02/2008 

მარეგისტრირებელი ორგანო: თბილისის საგადასახადო ინსპექცია 

საგადასახადო ინსპექცია: თბილისის რეგ.ცენტრი გლდანი-ნაძალადევის გ-ბა 

პროკურისტები

სუბიექტი, ტიპი, შენიშვნა

დირექტორები

სუბიექტი, თანამდებობა, მმართველობის ტიპი, შენიშვნა

01004001003, ეკა მათითაიშვილი,

წარმომადგენელი, , გამგეობის წევრი

17001000755, ირმა მამასახლისი,

წარმომადგენელი, , გამგეობის წევრი

01023002061, მიხეილ მათითაიშვილი,

წარმომადგენელი, ერთპიროვნულად, გამგეობის წევრი/თავმჯდომარე

დამფუძნებლები

სუბიექტი, თანამონაწილეობის ტიპი, შენიშვნა

01004001003, ეკა მათითაიშვილი,

01023002061, მიხეილ მათითაიშვილი,

17001000755, ირმა მამასახლისი,

01009003185, იური სოროკინი,

01015008934, ნინო ღვედაშვილი,

ÓÀãÀÒÏ ÒÄÄÓÔÒÉÓ ÄÒÏÅÍÖËÉ ÓÀÀÂÄÍÔÏ. https://public.reestri.gov.ge ÂÅÄÒÃÉ: 1(2)''.....

დიახ!

ირმა მამასახლისი, - ააიპ (არასამთავრობო ორგანიზაცია-იკ.) ადამიანის უფლებათა ცენტრი საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერი - არის ''ქრისტიანთა კავშირის'' ერთერთი დამფუძნებელი და წევრი.

სახალხო  დამცველი უჩა ნანუაშვილი და მისი მეუღლე ირმა მამასახლისი - ''სექტანტები'' არიან, თუ ''მისიონერები'' ამ საკითხის შესწავლას განსაკუთრებული ნება სჭირდება, არა მარტო საზოგადოების, არამედ - ოფიციოზის მხრიდანაც.

მისმენთ, ხელისუფალნო!

რადგან, ''საქართველოს კონსტიტუციაზე'' დადებულმა  ფიცმა, ამ გადასახედიდან, ''ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს''  დატვირთვა შეიძინა.....

 სამომავლოდ, სახალხო დამცველისა თუ სხვა უმაღლესი საპასუხისმგებლო თანამდებობაზე კანდიდადურების შერჩევის დროს,  იქნებ წესად შემოგეღოთ -

 ''საუფლო ლოცვა -მამაო ჩვენო''!

ერის, ბერის, მომავალი თაობების და სრულიად საქართველოს გადასარჩენად!