Feedback

დევნილი მაია ჟორჟოლიანი ქიზიყის ქუჩელთა პრობლემებზე PKTV-ს სოც.ექსპრესში

  /   ნანახია 1075 ჯერ

დევნილი მაია ჟორჟოლიანი ქიზიყის ქუჩელთა პრობლემებზე PKTV-ს სოც.ექსპრესში

ტელეკომპანია PKTV განაგრძობს თავის საავტორო რუბრიკას სოც.ექსპრესი და დღევანდელ გადაცემაში წარმოგიდგენთ აფხაზთიდან დევნილ ქალბატონს, რომელიც საუბრობს თბილისში, ქიზიყის ქუჩაზე დასახლებულ დევნილებსა და იქაურ ადგილობრივ მცხოვრებლებთა გასაჭირისა და პრობლემების თაობაზე, ხელისუფლებისგან უპატრონოდ მიტოვებულებზე, - ამ დასახლებაში მცხოვრებნი მართლაც რომ უსაშინლეს, არაადამიანურ სიტუაციაში იმყოფებიან, ათეულობით წელია. მათზე არავინ ზრუნავს. მოსახლეობას ელემენტარული სოციალური პირობებიც კი არ გააჩნიათ, აღარაა საუბარი ე.წ. ფუფუნების დაწესებულებებსა , როგორიცაა კინო, თეატრი, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ატრაქციონები, სათამაშო მოედნები, სილამაზის სალონები, არამედ საუბარია აფთიაქზე, მაღაზიაზე, სკოლასა და ბაღზე... ბავშვებს კილომეტრების გავლა უწევთ, რომ იარონ სკოლასა თუ საბავშვო ბაღში.... ეკალ-ბარდებში გახვეული დასახლება ქვეწარმავლებით სავსეა, რომლებიც პირდაპირ სახლებში ''სტუმრობენ'' მოსახლეობას...
ტელეკომპანია PKTV-მა არაერთგზის გააშუქა აქაური მძიმე სურათი, მაგრამ... ერთადერთი, რასაც მივაღწიეთ, გვირაბის ქვეშ არსებული ჭუჭყიანი, ბინძური გუბეების ამოტუმბვაა, რომლის სამუშაოებიც ივლისის თვის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, ახლა კი აგვისტო მთავრდება და ... ჯერ არ დასრულებულა... არაერთგზის ვთქვით და გავახმაურეთ ჩვენი სიუჟეტებით ქიზიყის ქუჩის სავალალო ამბავი - დანგრეული, დაქცეული... მოკლედ, პატრონმა ''ჩაილურის წყალი დალია'', როგორც ჩანს და მოსახლეობაც უპატრონობას მისტირის...
უყურეთ ტელეკომპანია PKTV-ს, ჩვენ არ მოგატყუებთ!
პროექტის ავტორი - ქეთი სესიაშვილი
გადაცემის წამყვანი - ციცო გერლიანი
ოპერატორი - თამაზ გოგინაშვილი
მონტაჟი: ლუკა მაჭარაშვილი, გიორგი მანასიანი
სტუმარი - მაია ჟორჟოლიანი
აგვისტო, 2016