Feedback

ეკა ბესელია: "ოპოზიციას 2016 წლის არჩევნებში გარანტირებული მარცხი ელოდება"

  /   ნანახია 245 ჯერ

ეკა ბესელია:

 

პოლიტიკურმა გაერთიანებებმა დღეს მოახლოებული არჩევნებისადმი საკუთარი დამოკიდებულება  განმარტეს - ოპოზიცია ერთიანი საპროტესტო პლატფორმის შექმნაზე მუშაობს.

მომავალ კვირაში ოპოზიციური პარტიები გაერთიანებული შეხვედრას გამართავენ, სადაც საარჩევნოდ ბოიკოტირების ერთიან პლატფორმაზე შეთანხმდებიან.

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ისევ მაჟორიტარების სისტემის გაუქმებას ითხოვენ.

ახალი მემარჯვენეების ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძე, აცხადებს, რომ მაჟორიტარულმა სისტემამ ვერ გაამართლა და ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

„მაჟორიტარები მაფიოზურ კლანად ჩამოყალიბდნენ. ისინი უმეტეს წილად არ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებას და ვალდებულები არიან მხოლოდ ხელისუფლების წინაშე. ამით ლობირებენ საკუთარ ბიზნესებს, საკუთარ ინტერესებს და წლიდან წლამდე, არჩევნებიდან არჩევნებამდე ეს ვითარება არ იცვლება,“ - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შუალედური არჩევნები მათ ხელისუფლებაზე ზეწოლისათვის უნდა გამოიყენონ და აიძულონ, რომ დღევანდელი საარჩევნო სისტემა შეცვალონ.

ნაციონალური მოძრაობა, დაანონსებული ბოიკოტირების მიუხედავად, ცეესკოში დარეგისტრირდა.

როგორც პარტიაში განმარტავენ, ისინი არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას, რეგისტრაციის მიზეზი კი უფასო საარჩევნო დროით სარგებლობაა.

მმართველი გუნდი კი მაჟორიტარების სისტემის გაუქმებას 2020 წლის არჩევნებისთვის გეგმავს.

როგორც დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, "ოპოზიციის ბოიკოტი გამომდინარეობს იქიდან, რომ ოპოზიციას 2016 წლის არჩევნებში გარანტირებული მარცხი ელოდება".

 

წყარო: https://rustavi2.com/