Feedback

ქართველმა ჟურნალისტებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი მოგლიჯეს და ხევში გადააგდეს

  /   ნანახია 399 ჯერ

ქართველმა ჟურნალისტებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი მოგლიჯეს და ხევში გადააგდეს

ქართველმა ჟურნალისტებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი, რომელიც ხურვალეთში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ იყო დადგმული, მოგლიჯეს და ხევში გადააგდეს. ქართველი ჟურნალისტები, რომლებიც გორის რაიონში აქციის ჩასატარებლად დღეს გაემგზავრნენ, ამბობენ, რომ მათ ამ ქმედებას რაიმე სახის ექსცესი არ მოჰყოლია, თუმცა ისინი ვარაუდობენ, მომხდარს საოკუპაციო ჯარი შორიდან ადევნებდა თვალს და არ არის გამორიცხული, რუსულ საინფორმაციო საშუალებებსაც ყველაფერი გადაღებული ჰქონდეთ. ქართველი ჟურნალისტების განცხადებით, არ არის გამორიცხული, ყოველივე ამის შემდეგ, ე.წ. საზღვრის აღმნიშნვნელი ბანერის გადაგდება საოკუპაციო რეჟიმმა პროვოკაციად შეაფასოს.