Feedback

გაინტერესებთ, როგორ გადაწეროთ “კასეტადან” ვიდეო კომპიუტერში? მაშინ, ეს უნდა იცოდეთ !

  /   ნანახია 806 ჯერ

გაინტერესებთ, როგორ გადაწეროთ “კასეტადან” ვიდეო კომპიუტერში? მაშინ, ეს უნდა იცოდეთ !

ტექნოლოგიები დღითიდღე ვითარდება. “კასეტები”, რომლებიც ჩვენც ბავშვობაში იყო, ახლა უკვე წარსულის გადმონაშთია.მათ აღარავინ იყენებს, მაგრამ რამდენი ბედნიერი წუთია მათზე აღბეჭდილი?!ვისწავლოთ, როგორ გადავწეროთ ისინი კომპიუტერში. ამ გზით შეიძლება, მხოლოდ საკუთარი ვიდეოს გადაწერა კომპიუტერში და არავითარ შემთხვევაში სატელევიზიო გადაცემებისა ან ფილმების.ასეთი ქმედება არალეგალურია და ისჯება კანონით !

ამ საქმის შესასრულებლად, დაგჭირდებათ VCR ფლეიერი, აუდიო და ვიდეო ფუნქციით, VHS ფერომაგნიტური “კასეტა” (ები), კომპიუტერი რომელსაც ექნება ადგილი მყარ დისკზე და შეთავსებადი ადაპტერი, რომელიც შეუერთდება კომპიუტერსა და ფლეიერს.ერთსაათიან ვიდეოს დასჭირდება დაახლოებით 750 მეგაბაიტი მყარ დისკზე, ამიტომ თუ გსურთ, რომ კომპიუტერში თავისუფალი ადგილი დარჩეს, გამოიყენეთ გარეშე მყარი დისკი.ასევე, ადაპტერი უნდა ერთდებოდეს იმ კომპიუტერზე, რომელსაც იყენებთ, სხვა შემთხვევაში არ იმუშავებს.
თავდაპირველად, შეართეთ ადაპტერის კოდირებული ფერადი ბოლოები მათ შესაბამის შესაერთებლებში, ფლეიერის უკანა მხარეს.ყვითელი შესაერთებელი არის ვიდეოსთვის, თეთრი – მონო აუდიოსთვის და თეთრი/წითელი სტერეო აუდიოსთვის.დააინსტალირეთ კომპიუტერული პროგრამა, რომელსაც შეიცავს ადაპტერი და მიყევით ინსტრუქციებს, სანამ არ დაინახავთ ვიდეოს და არ გაიგებთ ხმას, რაც იმის ნიშანია, რომ თქვენ უკვე დაკავშირებული ხართ კომპიუტერთან.უკვე შეგიძლიათ, დაარქვათ ფაილს სახელი და დაიწყოთ გადაწერა.დააჭირეთ ჩაწერის ღილაკს, (record) და ჩართეთ ჩანაწერი ფლეიერში და დააჭირეთ stop ღილაკს მაშინ, როდესაც ჩანაწერის გადატანა აღარ მოგინდებათ.ანუ, სასურველ დრომდე, სანამ გსურთ, რომ ჩანაწერი გადატანილ იქნას კომპიუტერში, არ დააჭიროთ შეწყვეტის ღილაკს.ახლა, შეგიძლიათ, ამოჭრათ ნებისმიერი არასასურველი მომენტი ვიდეოდან.საბოლოოდ, თქვენ დაინახავთ ფანჯარას, რომელიც გიჩვენებთ იმ ფაილის მდებარეობას, რომელიც ახლახან შექმენით.ასევე, პარამეტრები, რათა უყუროთ, ატვირთოთ ან შემდგომში შეასწოროთ ვიდეო. სულ ესაა :)