Feedback

„რაც პრემიერ-მინისტრმა ჩაიდინა, ასეთი რამ არც მინახავს და არც გამიგონია“

  /   ნანახია 509 ჯერ

„რაც პრემიერ-მინისტრმა ჩაიდინა, ასეთი რამ არც მინახავს და არც გამიგონია“

„გადაკეტილი ქუჩა, პრემიერი და დემოკრატიული სახელმწიფოს მოდელი… იკითხავთ, რა კავშირი არსებობს მათ შორის?!

დილით, (საუბარია 28 აპრილის დილაზე _ რედ.) 09:00 საათზე, ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლებს გადაკეტიკილი ქუჩა დაგვხვდა, თურმე ნუ იტყვით და პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან საქართველოს უზენაეს სასამართლოში 15:00 საათზე. ქუჩა კი დილის 09:00 საათზე უკვე დაკეტილი იყო. შეფერხდა მოძრაობა, შეუძლებელი გახდა გადაადგილება. ძალიან არ მინდა, ჩემი ქვეყნის პრემიერი შევადარო ლიდერებს, რომელებიც ისტორიაში შევიდნენ დიქტატორის ან უზურპატორის სახელით. ჩვენ, დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, დემოკრატიული ქვეყნების ლიდერებს ვბაძავთ, გამოვდივართ ფორუმებზე და ვამტკიცებთ, რომ დემოკრატიული ღირებულებები ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
პირდაპირ გეტყვით, ნახევარი დღით გადაკეტილი ქუჩა, ჩემთვის დემოკრატიის მაჩვენებელი არ არის, მეტიც, ეს მიანიშნებს ძალიან საშიში ტენდენციების დასაწყისს სახელმწიფო მმართველობაში, რასაც შემდგომ მოყვება უსამართლობა, უკანონობა და ათასი სხვა უბედურება. უზენაეს სასამართლოში იმყოფებოდა ბატონი პრეზიდენტი, ყოფილი პრემიერი, მაგრამ არავის არ მოსვლია აზრად ნახევარი დღით ქუჩის გადაკეტვა , რაც დღეს ჩაიდინეს, ასეთი რამ არც მინახავს და არც გამიგონია.
ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, განცხადებებით ვბაძავთ ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკურ ელიტას, რეალურად კი დილის 9 საათიდან -15 საათამდე ძმები ზუბალაშვილების გადაკეტილმა ქუჩამ დამანახვა  ფეოდალიზმისკენ მივექნებით“ _ წერს თავის ოფიციალურ გვერდზე. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.

https://www.postalioni.com