Feedback

ვანო პავლიაშვილი: გრიგოლ ვაშაძეს სახელმწიფოს პირველ პირად ამზადებენ?

  /   ნანახია 866 ჯერ

ვანო პავლიაშვილი: გრიგოლ ვაშაძეს სახელმწიფოს პირველ პირად ამზადებენ?

"versia" 2015-04-21 

როგორ გადააგდებინა სიგარეტი მეუღლეს და ჩაერთვება თუ არა ,,ივერიის' საქმიანობაში ნინო ანანიაშვილი

....მისაღებ ოთახში ხალხმრავლობაა... ,,ივერიის'წევრებს დაუპატიჟებელი სტუმარი ვგონივარ და გაოცებულნი მიყურებენ...სათათბირო მაგიდის თავში საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრიამჟამად კი, ,,ივერიისერთ-ერთი ლიდერი ზის...ჯიქურ ვეუბნებივანო ვარპავლიაშვილიშეხვედრა ორ საათზე დავთქვით-მეთქიდიახ,ბატონო ვანოკეთილი იყოს თქვენი ფეხი, - მპასუხობს გრიგოლ ვაშაძე და მთავაზობსკარგი ამინდიავერანდაზე დავსხდეთო... მაშასეგაზაფხულის მშვიდი შუადღე... სიგარა,სიგარეტი და... არააგრესიული საუბარი საქართველოს წარსულზეაწმყოსა და მომავალზე...    
ბატონო გრიგოლმშვენიერი ოფისი გაქვთვიღაცები პოლიტიკური დევნით აპელირებენ. ,,ივერიაყოფილ ხელისუფლებასთან ასოცირდებაჰოდაასეთი კარგი ოფისი როგორ იშოვეთ? 
- ეს ჩვეულებრივი საცხოვრებელი ბინაა, რომელიც ვიქირავეთ და ოფისად გადავაკეთეთ. 

ანუ ,,ივერიისთვისმუშაობაში ხელი არავის შეუშლია? 
- არა, არა... 

მაშასადამექვეყანაში პოლიტიკური დევნა არაა! 
- ამას ვერ ვიტყვი. ,,ივერიისთვის' ხელი არავის შეუშლია, თორემ ხელის შეშლისა და დევნის მაგალითები როგორ არ არის. 

- ,,ივერიაზეპოლიტიკურ კულუარებში უამრავი მოსაზრება არსებობსაღარ მივედმოვედები და პირდაპირ გკითხავთახლა საქართველოს მომავალ 

პრეზიდენტს ანსულაცპრემიერს ველაპარაკები? 
- არა! ბატონო ვანო, აბსოლუტურად გულახდილად გეუბნებით - ,,ივერია' სხვა დანარჩენისგან იმით განსხვავდება, რომ შეიქმნა, როგორც გაზეთი. პოლიტიკაში წასვლა არავის უნდოდა და, შესაბამისად, არც პირადი პოლიტიკური გეგმა მაქვს. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, ქართულ მედიასივრცეში ის რესურსი გაჩენილიყო, სადაც პროფესიონალები მკითხველს მოუყვებოდნენ, პერსპექტივაში რას ნიშნავს ახალი ამბავი, რომელიც მათ გაიგეს. 

მედია ახალ ამბებს ,,ივერიამდეცაშუქებდა და ,,ივერიისმერეც აშუქებს... 
- დააკვირდით მედიასივრცეს: ფაქტს მშრალად იტყობინება და ამას ანალიზი არასოდეს მოსდევს... 

ბატონო გრიგოლადამიანებმა დასკვნა თავად უნდა გააკეთონ... 
- კი, მაგრამ, ახალ ამბავთან ერთად, ანალიზიც უნდა მიაწოდო. მაგალითად, ყბადაღებულ ტერორისტულ და არაადამიანურ ,,აი-სი-სიზე' ,,ივერია' წელიწადნახევარია წერს... მოკლედ, ჩვენ პოლიტიკური ორგანიზაცია კი არა, საზოგადოებრივი მოძრაობა ვართ, ამიტომ კითხვაზე, რომელიც პირად ამბიციებს ეხებოდა, მარტივად გიპასუხებთ: ჩვენი საქმეა, ქვემოდან შეიქმნას ორგანიზაცია, რომლის წევრებიც წესდებას, პროგრამასა და მმართველ ორგანოებს განსაზღვრავენ და დაამტკიცებენ. საგარეო საქმეთა მინისტრს სიტყვას ტელეფონის ზარი აწყვეტინებს. მთხოვს, ფირჩამწერი გავთიშო... სატელეფონო დიალოგი რამდენიმე წამს გრძელდება, რომლის დასრულების შემდეგაც თანამოსაუბრე მეუბნება, ჩემი საყვარელი მეუღლე იყო და აუცილებლად უნდა დავლაპარაკებოდიო... 
ქალბატონი ნინო ხშირად გირეკავთ?
- კი. 
გაკონტროლებთ თუ თქვენთან შეუთანხმებლად არაფერს აკეთებს? 
- ჩემთან შეთანხმების გარეშე რომ არაფერს აკეთებდეს, მუშაობას ვერ შეძლებდა. ორივე ავტონომიურ რეჟიმში ვართ, მაგრამ დღის განმავლობაში საყვარელი ადამიანის ხმა ხომ უნდა გაიგო?! 

წლების განმავლობაშინინო ანანიაშვილის ჩრდილქვეშ იყავით... 
- მინდა გითხრათ, ძალიან ბედნიერი დრო იყო - დედაჩემისა და სიდედრის გარდა, ჩემი არსებობა არავინ იცოდა. ეს შეგნებული არჩევანი იყო. 

და ამ შეგნებულ არჩევანზე უარი რატომ თქვით? 
- უარი იმიტომ ვთქვი, რომ პრეზიდენტმა სახელმწიფო სამსახურში დაბრუნებაზე დამითანხმა. 

როგორ დაგითანხმათ დასაერთოდსააკაშვილმა ნინოსგან გაგიცნოთ? 
- ნინოსგან პირადად გამიცნო, თუმცა ჩვენი ოჯახები ერთმანეთს, დაახლოებით, 30 წელია იცნობენ... რაც შეეხება დათანხმებას, 2008 წლის თებერვალში მითხრა, საქართველო კატაკლიზმების წინაშე დგას და ამ დროს დივანზე ჯდომა, კარგი სპექტაკლების ყურება და ცხოვრებით ტკბობა სირცხვილიაო. ამ არგუმენტმა გამტეხა. 

ამ დროსთუ არ ვცდებირუსეთის საგარეო უწყების თანამშრომელი იყავითარა? 
- რუსეთის საგარეო უწყებაში არასოდეს მიმუშავია. 1981-დან 1988 წლის 1 ივლისამდე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში ვმუშაობდი. 

წითელი ბეგრაუნდი გაქვთ! 
- დიახ. 

საბჭოთა კავშირის საგარეო უწყებაში როგორ მოხვდით? 
- 1976 წელს, საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ანუ სახელგანთქმული ,,მგიმო'- ს სტუდენტი გავხდი, რომლის სამუდამოდ მადლობელი ვიქნები - თუკი ცხოვრებაში რამე ვიცი, იქ მასწავლეს. საერთოდ, ვისაც განათლება უნდოდა, ეს ინსტიტუტი ბრწყინვალე განათლებას იძლეოდა და რაც მასწავლეს, არაფერი დაკარგულა - ყველაფერი გამომადგა. 

უნდა ჩაგეკითხოთ: ,,მგიმო'- როგორც ამბობენსაბჭოთა სპეცსამსახურები აკონტროლებდნენ და მათ გარეშე იქ ვერავინ ხვდებოდა... 
- სრული სისულელეა... ეს ყოველთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი ინსტიტუტი იყო, საიდანაც 80%-ზე მეტი საგარეო საქმეთა სამინისტროში მიდიოდა, ნაწილი - აკადემიურ ინსტიტუტებში. 

სპეცსამსახური თქვენით არასოდეს დაინტერესებულა? 
- არა. არ დაგავიწყდეთ, რომ ჯერ ერთი, ქართველი ვარ. 

ეს რა შუაშიაარ გახსოვთსაბჭოთა ,,კაგებესწორედ ქართველმა ლავრენტი ბერიამ შექმნა... 
- საბჭოთა სპეცსამსახურები ბერიამ კი არა, იმპერატორის ყოფილმა ჩინოვნიკებმა და ებრაელმა რევოლუციონერებმა შექმნეს. მეორეც, სპეცსამსახურები მხოლოდ იმასთან მიდიან, ვისაც საამისოდ მკვეთრად გამოხატული სურვილი და მიდრეკილება აქვს. მთელი ცხოვრება მეზიზღებოდა ეს ორგანიზაციები, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ვემზადებოდით. 1981 წელს, განაწილებისას, არჩევანი მქონდა - რადგან პორტუგალიური ვიცოდი, ან ბრაზილიაში, საელჩოში უნდა წავსულიყავი, ან, იმის გამო, რომ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ვარ - საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტში. 

ბრაზილია არ სჯობდა? 
- არა. 

ბოლოს და ბოლოსნახავდით, ,,რკინის ფარდისმიღმა რა ხდებოდა... 
- ბატონო ვანო, ყველაზე მთავარი ინტერესი ხომ ისაა, რაც საქმეს მოაქვს. მრავალმხრივი დიპლომატია ძალიან მაინტერესებდა - გამიმართლა და 1982 წელს, ჟენევის განიარაღების კომიტეტში საბჭოთა კავშირის დელეგაციის წევრი გავხდი, სადაც ჩემს მასწავლებელს, თბილისელ ვიქტორ ისრაელიანს შევხვდი, რომელიც ამ კომიტეტში საბჭოთა კავშირის წარმომადგენელი იყო... 1988 წელს კი განცხადება დავწერე და საგარეო საქმეთა სამინისტროდან წავედი, რადგან ვიცოდი, საბჭოთა კავშირისგან აღარაფერი დარჩებოდა. 

წინდახედული ყოფილხართ... 
- დიახ. 

- 1988 წლამდე კლასიკური კომუნისტი და საბჭოთა ადამიანი იყავით? 
- არა... 

დისიდენტი იყავით? 
- ნამდვილად არა... თავისუფალი კი ყოველთვის ვიყავი. ერთ-ერთ კონფერენციაზე, სადაც ამბობდნენ, კოოპერატიული მოძრაობა საბჭოთა კავშირს დაანგრევსო, მაშინდელი სსრკსთვის ძალიან არაპოპულარული რამ ვთქვი: საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე 35-მდე მიძინებული ეთნოკონფლიქტია, რომელიც გაცილებით საშიშია- მეთქი. 

არ ჩაგქოლეს? 
- ჩამქოლეს და ,,რეკომენდაცია' მომცეს, საგარეო საქმეთა სამინისტროდან წავსულიყავი. 

ეს ,,მგლის ბილეთიიყო? 
- არა. დიპლომატიურ აკადემიაში გადავედი... 

ისევ საქართველოს უახლეს ისტორიას დავუბრუნდეთროცა სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლაზე დაგითანხმათრუსეთის მოქალაქე იყავით... 
- 2007 წლიდან - საქართველოსიც... 

როგორც კი ჩვენი მთავრობის წევრი გახდითრუსეთის მოქალაქეობაზე უარი რატომ არ თქვით?სხვათა შორისმაშინდელი ოპოზიცია ამას ხშირად გაძახებგახსენებდათ... 
- კარგია, რომ ქექვის მიუხედავად, წამოსაძახებელი სხვა ვერაფერი მოძებნეს. მეორეც, რუსეთის მოქალაქეობა არ მიმიღია. 

აბა? 
- 1991 წელს, როცა საბჭოთა კავშირი ოფიციალურად დაიშალა და რუსეთის ფედერაცია შეიქმნა, მე და ნინო ნიუ იორკში ვიყავით. რუსეთის ფედერაციამ გამოაცხადა - ყველა, ვინც რუსეთის ტერიტორიაზეა რეგისტრირებული, თუ საწინააღმდეგო არაფერი აქვთ და სამი თვის განმავლობაში განცხადებას არ დაწერს, ავტომატურად, ფედერაციის მოქალაქე გახდებაო, მაგრამ ჩვენ ნიუ იორკში ვიყავით და განცხადების დაწერის შესაძლებლობა არც გაგვიგია. 

ეს გავიგემაგრამ რუსეთის მოქალაქეობაზე უარითუნდაცაფხაზეთის ომის დროს ან შემდეგ,პროტესტის ნიშნადრატომ არ თქვით? 
- იმიტომ, რომ ყველას გვქონდა ილუზია, შეიძლება, ვითარება გამოსწორდეს, რუსეთში ქართული ხმა უნდა ისმოდესო, მაგრამ ეს ილუზია მე და ნინოს 2004 წელს, ე.წ. სამხრეთ ოსეთში მომხდარი მოვლენების შემდეგ, მოგვესპო. კიდევ ერთი მიზეზი დიდი თეატრი იყო, რომელიც ნინოს სახლი გახლდათ - იქ ის ხალხი მუშაობდა, ვინც ნინო გაზარდა და მეორე დედობა გაუწია. 

ანუერთგვარადროგორც იტყვიანვალში იყავით? 
- დიახ. რუსეთის მოქალაქეობაზე უარი რომ მეთქვა, პრობლემები ნინოსაც შეექმნებოდა, მისი გზა ვარდებით მოფენილი არც ისე ყოფილა - დიდ თეატრში ქართველი სუპერვარსკვლავი და პრიმაბალერინა ბევრს არ ახარებდა. 

ამ პრიმა ბალერინას საქართველოში დაბრუნებას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვაამისთვისაც მზად იყავით? 
- ჯერ წინა კითხვა დავამთავროთ: 2004 წელს, ერთმანეთს ვუთხარით, საქართველოსა და რუსეთს შორის ომი გარდუვალია, ამიტომ საქართველოში უნდა წავიდეთო. ყველაფერი გავყიდეთ და წამოვედით, თან პრეზიდენტმა ნინოს ოპერისა და ბალეტის თეატრის მიხედვა იგივე არგუმენტით სთხოვა, ყველაფერი კარგად რომ იქნება და მაშინ ჩამოხვალ, ეგ რა ჩამოსვლაა, ახლა ჩამოდი, როდესაც სამი მოცეკვავე ბალეტის ერთ წყვილ ფეხსაცმელს იყოფსო... 2004-ში დავბრუნდით და ვიცოდით, რომ რუსეთში ჩვენი ისტორია დამთავრდა. 

თუმცამოქალაქეობაზე უარი მაინც არ თქვით! 
- ძალიან ბევრი საქმე დაუმთავრებელი დაგვრჩა - ქვეყანაში 30-წლიანი ცხოვრების შემდეგ, ყველაფრის ერთ წამში მოთავება ადვილი არაა. 2009 წელს, მოქალაქეობაზე უარის თქმის განცხადება კონვერტში ჩავდე პასპორტთან ერთად და ბატონ მედვედევს გავუგზავნე, რომელიც მაშინ პრეზიდენტი იყო. წელიწადზე მეტი დასჭირდათ, რომ პასუხი გაეცათ. ბოლოს, ძალიან სასაცილო პასუხი გამომიგზავნეს, რომელიც ახლაც საგარეო საქმეთა სამინისტროში დევს - არაა ნახსენები, რომელი ორგანოს რომელი ბრძანების საფუძველზე გააუქმეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა. 

გამოდისრუსებს არ ეთმობოდით? 
- არ ვიცი... მერე, რამდენიმე რუსმა დიპლომატმა მითხრა, ადრე თუ გვიან, დალაპარაკება ისევ მოგვიწევს და იქნებ, რუსეთის მოქალაქეობა შეგენარჩუნებინაო. რაც შეეხება ,,პიონერთა სასახლის' გარშემო განვითარებულ ამბებს, ეს სასახლე, ნინოს კი არა, ქორეოგრაფიულ სასწავლებელს ჭირდებოდა. 

ალბათგახსოვთ მაშინდელი ხუმრობაყველას ბალეტს გვაცეკვებენო... 
- მაშინ ნინო ორსულად იყო და ყველაფერი ეს მტკივნეულად გადაიტანა. ვუთხარი, იმ ხალხს, ვინც ჭიჭყინებს, მაინც ვერაფერს აუხსნი და თავი დაანებე- მეთქი. გასაგებია, რომ ეს არც ნინოს წინააღმდეგ იყო მიმართული, არც - ბალეტის და არც - ქორეოგრაფიული სასწავლებლის. უბრალოდ, საკითხის გაპოლიტიკურება იყო, თორემ იმ ჭაობში რომ შესულიყო ქორეოგრაფიული სასწავლებელი... 

უკაცრავად, ,,პიონერთა სასახლეჭაობი რატომაა? 
- შებრძანდით, ბატონო ვანო და ნახეთ, იქ რა ხდება. ,,მზიურის' მერე, ვინმე გამოსული გინახავთ? მაშინდელი იდეა კი ის იყო, რომ სასახლე ნიუ იორკის ჯულიარდის მსგავს ხელოვნების სკოლად გადაკეთებულიყო... მოკლედ, ვერ გეტყვით, რომ ეს ამბები ჩვენთვის დიდი სიურპრიზი იყო... 

აგვისტოს ომის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრი ხდებით... 
- მანამდე, 5 კვირა, კულტურის მინისტრი ვიყავი... 

ჰოდაროცა ნაციონალების მთავრობის წევრი გახდითსხვა თუ არაფერიგირგვლიანი მოკლული იყოარ ფიქრობდითყველაფერზე 

პასუხისმგებლობის აღება თქვენც რომ მოგიწევდათ? 
- არა, რადგან ყველაფერი უკვე მომხდარი იყო. 

გასაგებიამაგრამროგორც ამბობენსისხლიანი რეჟიმის წევრი გახდით... 
- იცით, რა არის? მეუბნებით, ჩემს ეგოისტურ ინტერესებზე მეფიქრა მაშინ, როდესაც ქვეყანა რუსეთის კიდევ ერთი აგრესიიდან ახალი გამოსული იყო? მაშინ ვისაც რა შეეძლო, ის უნდა გაეკეთებინა, რომ საქართველო განვითარების რელსებზე სწრაფად დაბრუნებულიყო... 

- ...როგორც
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრიყველაზე დიდ წარმატებად და მიღწევად რას მიიჩნევთ? 
- ჩვენი.. 

მაპატიეთგუნდის კი არაკონკრეტულადთქვენი მიღწევები მაინტერესებს... 
- ადამიანს მარტო არაფრის გაკეთება შეუძლია და თუ რომელიმე უწყების ხელმძღვანელი იტყვის, ეს მარტო ჩემი გაკეთებულიაო, ან სულელია, ან მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. მთავარი ინსტიტუციონალიზაცია იყო. ჩვენ დროს დაიწყო პრაქტიკა - საგარეო საქმეთა სამინისტროში ადამიანი ვერ შემოვიდოდა, თუ ეროვნული საგამოცდო ცენტრის მიერ მოწყობილ კონკურსს არ გაივლიდა. ამით ერთი წუთითაც არ ჩნდებოდა ნეპოტიზმის ეჭვი. 

ნაციონალების დროს სახელისუფლებო ნეპოტიზმი ერთობ აქტუალური გახლდათ... 
- ჰეგელი ამბობდა, რომ ჭეშმარიტება კონკრეტულია. ჩვენ საგარეოზე ვილაპარაკოთ, სხვა უწყებაზე სხვას ჰკითხეთ. არ გვქონია შემთხვევა, დეპარტამენტის დირექტორის დონის ქვემოთ, ისეთი ადამიანი შემოსულიყო სამინისტროში, ვისაც ეს კონკურსი გავლილი არ ჰქონდა. კონკურსანტის ვინაობა გამოცდების დასრულებამდე და გასაუბრებამდე არავინ იცოდა... ჩვენს დროს დაწყებული ამბასადორიალები დღესაც წარმატებით გრძელდება. ელჩი 5 წლის განმავლობაში, გარედან თითქმის არ შემოგვსვლია, კარიერული კიბე სწრაფ მოძრაობაში მოვიდა, ნიჭიერი ახალგაზრდები, ვინც მრჩევლებად გავიცანი, 2 წელიწადში ელჩები გახდნენ, რამდენიმე კი დღეს მინისტრი და მინისტრის მოადგილეა. 

ვის გულისხმობთ?
 - გვარები ადვილი დასადგენია. 

თავშეკავებული რატომ ხართ? 
- ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც სიტყვა ,,მე' მოდური არ იყო... გავაგრძელოთ: მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველწლიურად სხვა სუვერენული სახელმწიფოების საგარეო უწყებებთან 70-ზე მეტ კონსულტაციას მართავდა, რაც ნიშნავდა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორები 70-80 კოლეგას პირადად იცნობდნენ... აუცილებლად მინდა, ამ ინტერვიუში ერთი რამ მოხვდეს: საქართველოს აქტიური, ახალგაზრდა, თვითმყოფადი დიპლომატიური კორპუსი ჰყავს. ეს ღვთითბოძებული სასწაული და იმის კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ამ ერის ნიჭიერებას, თუ ჩვენს ინტელექტუალურ შესაძლებლობას სრულად გამოვიყენებთ, საზღვარი არ აქვს... კონკრეტული მიღწევების ჩამოთვლა კი, შეიძლება, გაგრძელდეს 99% მზადდატოვებული ასოცირების ხელშეკრულებით, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივებით, ე.წ. აღიარებების ტალღის შეჩერებით, როდესაც რუსეთი ვენესუელას, ნიკარაგუას, ნაურუსა და ტუვალუს არცთუ სასიამოვნო კომპანიაში დავტოვეთ, ახალი მოკავშირეებით. ყველაფერი ეს მეამაყება. 

აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარებას რომელიმე სერიოზული სახელმწიფო აპირებდა? 
- რა თქმა უნდა. 

მაგალითად? 
- ბელორუსი. 

და როგორ მოახერხეთბელორუსს აღიარებაზე ხელი აეღო? 
- ამას ინტერვიუში ვერ მოგიყვებით.

ის მაინც მითხარითამ გადაფიქრებაში უშუალოდ მონაწილეობდით? 
- უშუალოდ... აღიარებაზე, ასევე, ფიქრობდნენ კუბა, ირანი, აფრიკის 7 ქვეყანა, ცენტრალური ამერიკისა და ოკეანეთის რიგი სახელმწიფოები...
 
როგორ მოხდარომ სააკაშვილის ხელისუფლებამ ეს არ გააპიარა? 
- სააკაშვილის ხელისუფლება, ბატონო ვანო, ძალიან ეფექტური იყო და იმას აპიარებდა, რისი გაპიარებაც საჭირო იყო. ამის გაპიარება კი საჭირო არ გახლდათ, რადგან დიპლომატიას სიჩუმე უყვარს. 

საგარეო უწყების დღევანდელი ხელმძღვანელი, ,,ემოციურ გაუგებრობაშიმოყოლილი თამარბერუჩაშვილი მოგწონთ? 
- კოლეგებზე კომენტარს არ ვაკეთებ. 

ბატონო გრიგოლისევ იმ კითხვას ვუბრუნდებირითიც საუბარი დავიწყეპოლიტიკურ კულუარებში ამბობენრომ მხოლოდ ამერიკელებისთვის 

კი არარუსებისთვისაც მისაღები ხართ და სწორედ ამიტომაც თქვენზეროგორც სახელმწიფოს პირველ ან მეორე პირზემომავალში

,,სტავკა გაკეთდება'... 
- ბატონო ვანო, პროფესიონალი ბრძანდებით, მაგრამ ეს აბსოლუტური სიყვითლეა... არავითარი პირადი პოლიტიკური გეგმა არ მაქვს... 

შეიძლებამაგრამთუ შეთავაზება გექნებათარ დათანხმდებით? 
- შეთავაზება რას ნიშნავს? პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმისას, ასეთ შემოთავაზებას არავინ გაგიკეთებს, თავად უნდა იბრძოლო და თავი მოიკლა, მაგრამ ახლა ჩემთვის მთავარი ამოცანაა, საზოგადოება ,,ივერიაში' ის ადამიანები გაერთიანდნენ, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ემსახურებოდნენ ქვეყანას და თვლიდნენ, რომ პოლიტიკა მათი საქმე არ იყო. ,,ივერიაში' ისინი უნდა გაერთიანდნენ, ვისაც ესმის, რომ ამ წუთს ზოგადეროვნული საკითხები გვაქვს გადასაწყვეტი და ერთმანეთთან კინკლაობის დრო არ არის. 

- ,,ივერიაში' ,,მწარე ქოცირომ მოვიდესმიიღებთ? 
- ჩემთვის არც ,,ქოცი' არსებობს და არც - ნაცი. ჩემთვის მხოლოდ ღირებულებების ადამიანები და ის პოლიტიკური ძალები არსებობენ, რომლებიც ემსახურებიან ოთხ მთავარ მიზანს - საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციას. 

ანუ ,,ივერიაშიმაგალითადნინო ბურჯანაძის ადგილი არაა? 
- არა! 

კატეგორიულად უარყოფთრომ ,,ივერიაპოლიტიკურ პარტიად გადაკეთდება? 
- არ გადაკეთდება. 

პოლიტიკური პარტია არც თქვენს ბაზაზე შეიქმნება? 
- საზოგადოებრივი მოძრაობა სრულიად საკმარისია. ჩემთვის პოლიტიკური პარტია მიუღებელია, რადგან იდეოლოგიის გამო ,,იჭრი' ხალხს და ამ დროს, იდეოლოგიის მიუხედავად, ყველა უნდა გაერთიანდეს ზოგადეროვნული საკითხების გადასაჭრელად. 

შეიძლებაეს კითხვაც ყვითლად მონათლოთმაგრამ რეგიონებში ხალხს მართლა ეძებთ? 
- დიახ, რეგიონებთან მუშაობა მიდის. 

რამდენი წევრი გყავთ? 
- გაწევრიანება ორი კვირაა დავიწყეთ, თუმცა ჩვენთან თანამშრომლობისთვის გაწევრიანება საჭირო არაა. გაწევრიანება აქტივს ნიშნავს, რომელიც მზადაა, თავისი დრო, ენერგია, ინტელექტი და ყველა შესაძლებლობა ორგანიზაციულ სამუშაოს დაუთმოს. 

- ,,ივერიაშიგაწევრიანება რომ მოვინდომო... 
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!.. 

რა დამევალება? 
- თქვენი განათლებისა და სურვილის შესაბამისად, ერთერთ იმ სამუშაო ჯგუფში ჩართვა, რომელიც პროგრამას აკეთებს. საგარეო პოლიტიკით დაწყებული, ჯანდაცვით, სოფლის მეურნეობითა და ეკოლოგიით დამთავრებული, სამუშაო ჯგუფები პროგრამის ყველა ნაწილზე მუშაობენ. 

ასეა თუ ისებატონო გრიგოლმგონიარომ ,,ივერიახელისუფლებაში მოსასვლელად ემზადება! 
- ხელისუფლებაში მოსვლა მისი უდიდებულესობა, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. თუ პოლიტიკური ორგანიზაციების უმრავლესობა ჩვენს პროგრამას ნაწილობრივ ან მთლიანად დაეთანხმება და ამ იდეების ,,მოპარვა' დაიწყება, ჩვენ ამის კი არ გვეშინია, პირიქით, გამარჯვებად ჩავთვლით. დღეს საქართველოსა და საქართველოს საზოგადოებისთვის, ჩემი აზრით, კატეგორიულად მიუღებელია დროის კარგვა იმაზე, რაზეც ვკარგავთ. ორწელიწადნახევარი ,,ქართული ოცნება' ამტკიცებდა, რომ წარსულში კარგი საერთოდ არაფერი მომხდარა, ახლა კი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ყველა პროექტი, რაც ამ დროის განმავლობაში უაზროდ იყო გაჩერებული, გასაგრძელებელია. 

ამ ,,გაჩერებაშიკონკრეტულადვთქვათყოფილ პრემიერს ადანაშაულებთ თუ მთელ კოალიციას? 
- მთელ კოალიციას... მოდი, იმაზეც ვილაპარაკოთ, რომ ერთი მხრივ, ჩვენთან პოლიტიკური კულტურა იმ დონეზე არ არის, როგორზეც უნდა იყოს; და მეორეც, ვთქვათ, რომ 1992 წლის და 2015 წლის საქართველოს მოქალაქეს შორის ფუნდამენტური განსხვავებაა. 

ვერ ვხვდებიამას რატომ ამბობთ... 
- ორწელიწადნახევარი მართლა კინკლაობაში დაიკარგა, მაგრამ საზოგადოება კატეგორიულად მოითხოვს, ყველაფერი ქუჩის დაპირისპირებასა და ურთიერთგარჩევებში არ გადაიზარდოს. საზოგადოების მოთხოვნა კონსტიტუციური განვითარებაა და ეს ძალიან საამაყოა! 

ბატონო გრიგოლ, ,,ივერიისადა ირაკლი ალასანიას თავისუფალი დემოკრატების თანხვედრა შესაძლებელია? 
- ამას დამფუძნებელი კონფერენციის დელეგატები გადაწყვეტენ. 

რის დაფუძნებას გეგმავთ? 
- ხომ ვილაპარაკეთ - საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ივერიის'. ჩათვალეთ, ჩვენ საორგანიზაციო ჯგუფი ვართ... 

ამას წინათერთი კონფერენცია უკვე გამართეთ... 
- ის კონფერენცია კი არა, საზოგადოებასთან შეხვედრა იყო. ჩვენი იდეები მოვსინჯეთ... 

ამ შეხვედრაზესხვათა შორისბევრი ისეთი დაპატიჟეთვინც ნაცმოძრაობასთან არ ასოცირდება.ეს თქვენი სტრატეგიაა? 
- სტრატეგია კი არა, სურვილი იყო, რომ მათთვის, ვინც დღემდე ამბობს, მოგვისმინეთ, პროფესიონალები ვართო, მაგრამ არავინ უსმენდა, მოგვესმინა... 

სააკაშვილთან ურთიერთობა გაქვთ ან ,,ივერიისსაქმიანობის საქმის კურსშია? 
- პრეზიდენტთან პიროვნულ დონეზე ურთიერთობა მაქვს. 

დავაკვირდირამდენჯერაც სიტყვა სააკაშვილზე ჩამოვარდაპრეზიდენტად მოიხსენიეთ... 
- პრეზიდენტია! ბატონი მარგველაშვილიც, როდესაც პოსტს დატოვებს, პრეზიდენტი იქნება. საქართველოს აწგანსვენებული პირველი პრეზიდენტიც პრეზიდენტია და აწგანსვენებული ბატონი შევარდნაძეც. ეს წოდება სამუდამოა. ისე, პრეზიდენტს კარგა ხანია არ შევხვედრივარ და არც გეგმებზე გვილაპარაკია... 

ბატონო გრიგოლ, ,,ივერიისერთერთი ლიდერისკერძოდნიკა რურუას მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია

ეს საზოგადოებრივ მოძრაობაზე უარყოფითად არ იმოქმედებს? 

- იცით, ბატონო ვანო? თუ ასეთი დამოკიდებულება მართლა არსებობს, საზოგადოებას კი არა, საზოგადოების ერთ ნაწილს ვიტყოდი. ჩემთვის მეგობრობა გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე პოლიტიკური, ,,ტაქტიკური' და ,,სტრატეგიული' მოსაზრებები. თუ აღმოჩნდება, რომ ,,ივერიის' ბირთვიდან ვინმე საზოგადოებისთვის მიუღებელია, ამას ისე მივიღებთ, როგორც საზოგადოების დასკვნას და ამ საქმეს ჩამოვშორდებით! 

ყველა ერთად ჩამოშორდებით? 
- მე ჩემს თავზე გელაპარაკებით. 

- ,,ივერიაში', ადრე თუ გვიანგიგა ბოკერიაც გამოჩნდება? 
- ეს თეორიული მოსაზრებაც კი არ არის, რადგან არსებული პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერზე ლაპარაკობთ, რომელსაც თავისი არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს. 

ბატონო გრიგოლგითხარით და კიდევ გეუბნებით: ,,ივერიის' ,,ლიდერშიფისუმეტესობა წინა ხელისუფლების წევრი იყოხალხს ნაციონალები არ უყვარსმოსახლეობის კეთილგანწყობას როგორ მოიპოვებთ? 
- წინა ხელისუფლების წევრი ვინ არ იყო? 

მაგალითადმე. 
- ამიტომ მინდა, რომ ჩვენთან მოხვიდეთ... დღევანდელი კაბინეტი ნახეთ, წინა ხელისუფლებაში ვინ არაა ნამყოფი?

პრემიერი ღარიბაშვილი... 
- კიდევ კარგი! ჩემი მოსაზრებით, საქართველოში ასეთი დამოკიდებულება, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დამთავრდეს. ისე, ჩვენ რომ რაიმე ფორმით ნაციონალებთან ვიყოთ ასოცირებული, ახლა ჩემი და თქვენი საუბარი ,,რუსთავი 2'-ზე იქნებოდა და არა ამ ოფისში. 

ანუ ადასტურებთრომ ,,რუსთავი 2' ნაციონალების ტელევიზიაა? 
- (იცინის) არა, მაგრამ სიმპათია მკვეთრად გამოხატულია.
 
მასენაციონალების მიმართ სიმპათია თქვენც გაქვთ... 
- კი. 

ქუჩაში ხალხი აგრესიით გხვდებათ? 
- არა, სიყვარულით. 

- ,,ივერიისსაქმიანობაში ნინო ანანიაშვილიც ჩაერთვება? 
- არავითარ შემთხვევაში! მთელი ცხოვრება თვლის, რომ პროფესიონალმა თავისი საქმე უნდა აკეთოს! 

- ...ბატონო გრიგოლსიგარას რატომ ეწევით? 
- 1991 წლამდე დღეში სამ კოლოფ სიგარეტს ვეწეოდი! ანუ, პრაქტიკულად, არ ვაქრობდი. ნინოს უთხრეს, სიგარა ნაკლებად მავნე და ისეთი საზიზღრობაა, თან მის მოწევას განსაკუთრებული ატმოსფერო სჭირდება, თუ დააფიცებ და სიგარის მოწევას დააწყებინებ, სიგარეტს თავს დაანებებსო. სიგარეტი გადავაგდე, მაგრამ სიგარა ისე შემიყვარდა, თავს, ალბათ, ვერასოდეს დავანებებ. მინისტრობისას დღეში ხუთს ვეწეოდი, ახლა კი ერთს... 

არ გინდათრამე თქვენც მკითხოთ? 
- როგორ აფასებთ, ბატონო ვანო, საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას? 

ალექსანდრე ჭიკაიძემ როგორ თქვა - კრიმინალი კარგადააო?.. 
- (იცინის) კარგი, ასე დავტოვოთ... ერთსაც დავამატებ: ,,ივერიას' დიდი პლუსი აქვს - არავის როლს არ ვასრულებთ და ჩვენი ძალა მართლაც გულახდილობაშია! ჩვენ არჩევნები, როგორც მარტო შედეგი კი არა, უფრო რამდენიმე მნიშვნელოვან ღირებულებაზე საზოგადოების კონსოლიდაციის ინსტრუმენტად გვაინტერესებს. 

ისერით არსებობთ - გრანტებით? 
- გრანტი არ გვქონია ერთის გარდა, პირადი სახსრებით. 

ყველა უმუშევარი ხართ და პირადი სახსრები საიდანღა გაქვთ? 
- წინა ცხოვრებაში ყველა ვმუშაობდით. 

ჩინოვნიკებსადრეც და ახლაცროგორც თავად ამბობენკრედიტები აქვთ და ,,შავი დღისთვის'ორ კაპიკს ვერ გადადებდით... 
- კრედიტი 2011-ში ავიღე, როცა ძალიან გაგვიჭირდა. 

მინისტრებსაც უჭირდათ? 
- კი, თან ბიზნესი არ მიყვარს, თუმცა პატიოსნად გეუბნებით, რომ ალბათ, ნაკლებ წარმატებას არ მივაღწევდი. 

ფული გიყვართ? 
- არა! ზუსტად ვიცი, რამდენი უნდა ჩემს ოჯახს, რომ ფულის მონები არ გავხდეთ. სხვათა შორის, სხვადასხვა ბიზნესსტრუქტურიდან, რუსეთსა თუ აშშ-ში, მაღალშემოსავლიანი პოსტის შეთავაზება ბევრჯერ იყო, მაგრამ არის რაღაც ზღვარი, რის შემდეგაც ფული კი აღარ გემსახურება, ფულს შენ ემსახურები. მე კი კარგი სპექტაკლი და მეგობრებთან ურთიერთობა მიყვარს...   

 წყარო: http://www.for.ge/view.php?for_id=40114&cat=9