Feedback

„პარლამენტში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე საკანონმდებლო ინიციატივა შევა“

  /   ნანახია 246 ჯერ

„პარლამენტში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე საკანონმდებლო ინიციატივა შევა“

17 მაისამდე „იდენტობა“ პარლამენტში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე საკანონმდებლო ინიციატივას შეიტანს, – ამის შესახებ „თავისუფალი თაობის“ ლიდერი ლადო სადღობელაშვილი აცხადებს. მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში ორ კვირაში შევა. „მეგობრებო, დღეს ძალიან ცუდი ინფორმაცია მომივიდა და არ შემიძლია, არ გაგიზიაროთ, საქმე ისაა, რომ ალბათ თქვენც შეამჩნევდით ირაკლი ვაჭარაძის გააქტიურებას, უფრო სწორედ მის დაქვემდებარებაში მყოფი ა.ო „იდენტობის “ (მე-5 კოლონის) ყოველდღიურ გამოკითხვას, სხვადასხვა სახელისუფლებო ფენაში, ერთადერთი თემის ირგვლივ – „ერთსქესიანთა ქორწინება“… რატომ ხდის ხელოვნურად ამ თემას აქტუალურს ბ-ნი ვაჭარაძე? რა ვალდებულება აქვს აღებული? რას გეგმავენ და ვის პოლიტიკურ მზაკრულ ჩანაფიქრს აკეთებინებენ „იდენტობას“? – ყველა ამ კითხვას ამომწურავი პასუხი სჭირდება, რადგან ასეთია საზოგადოების სურვილი. უპირველეს ყოვლისა, მინდა მოგახსენოთ ჩემი პოზიცია, ერთსქესიანთა ქორწინებაზე და საერთოდ საზოგადოების იმ ნაწილზე ,რომლებიც ლგბტ-ებს მიეკუთვნებიან. ჩემი ღრმა რწმენით ლგბტ ადამიანები ნამდვილად საზოგადოების სრულუფლებიანი წარმომადგენლები არიან და არ შეიძლება მათი განსხვავება, ან გამოყოფა იმ ნიშნით, რომელსაც მათი ორიენტაცია ჰქვია. პირიქით, ჩვენ ვთვლით, რომ თუკი ამ ადამიანებს ვინმე ავიწროვებს, ან შეურაცხყოფს, ეს ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია. აქვე მინდა აღვნიშნო , რომ პირადად, მე, ნამდვილად არ ვარ ჩამოყალიბებული, ჰომოსექსუალიზმი ავადმყოფობაა თუ არა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველას აქვს არსებობის უფლება, მიუხედავად მისი ავადმყოფობისა, თუნდაც შეძენილი ან თანდაყოლილი ინსტინქტით. ჩემთვის საერთოდ არ წარმოადგენს ინტერესის საგანს „ვის საძინებელში რა ხდება“, მთავარია თავისი ქმედებით მე და ჩემს ოჯახს ნუ შეგვიშლიან ხელს, ნორმალურ, ბუნების მიერ დადგენილ პორობებში არსებობაში,ნ უ მისცემენ თავს იმის უფლებას, რომ თავიანთ სექსუალურ ლტოლვებს საქვეყნო ტირაჟირება გაუკეთონ, ანდა თავიანთი ორიენტაციის საქვეყნო პოპულარიზაცია მოახდინონ. მოგახსენებთ, რომ ბატონმა ვაჭარაძემ საკმაოდ სოლიდური გრანტი მოიპოვა.100 ათას დოლარზეა საუბარი (არცთუ ისე დიდი ხნის წინ ), იმ ვალდებულებით, რომ მისი ორგანიზაცია შეისწავლის პრეზიდენტის, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტართა პოზიციას ერთსქესიანთა ქორწინებაზე, რის შემდეგაც უახლოეს მომავალში, წარადგენს ერთსქესიანთა ქორწინების საკანონმდებლო შესწორების ინიციატივას, რომ ერთსქესიანთა ქორწინება გახდეს ნებადართული საქართველოში. ყოველივე ამის შესრულება მას ევალება 17 მაისამდე. ჩემი ინფორმაციით, სულ რაღაც ორ კვირაში საკანონმდებლო ინიციატივა უნდა შევიდეს პარლამენტში, რომელსაც „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი, კერძოდ, თამარ კორძაია წარადგენს და დაჩქარებული წესით მოატარებენ ყველა კომიტეტს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მისი ინიციატივა არ დაკმაყოფილდა (რისიც მე პირადად მჯერა), ბ-ნი. ვაჭარაძე გეგმავს საქმე საკონსტიტუციო სასამართლომდე მიიტანოს, ანუ ნაციონალ პაპუაშვილამდე და მაინც მიაღწიოს თავისას. იკვეთება კიდევ ერთი საკმაოდ მტკივნეული პოლიტიკური თემა, რომელიც მოსახლეობაში გამოიწვევს დიდ უკმაყოფილებას, ხოლო ხელისუფალი ვალდებული იქნება მიიღოს აღნიშნული კანონი. ვის უნდა აწყობდეს პოლიტიკური ტემპერატურის კიდევ უფრო აწევა და წერტილოვანი დარტყმის მიყენება „ქართულ ოცნებაზე“, თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“, კერძოდ კი, ვაჭარაძის მამობილს – ბოკერიას!!! მოკლედ, საკმაოდ დიდი დილემის წინ დადგება ხელისუფლება. უფალს ებარებოდეთ!“, – აცხადებს სადღობელაშვილი.