Feedback

დავით საყვარელიძე: აგრესიულად ვიმოქმედებთ – ყველას დავიჭერთ

  /   ნანახია 335 ჯერ

დავით საყვარელიძე: აგრესიულად ვიმოქმედებთ – ყველას დავიჭერთ

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე უკრაინის სააგენტო „ფოკუსთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ქვეყანაში „საჯარო დაპატიმრებები“ გაგრძელდება. მისი თქმით, პირველ რიგში, პროკურატურა საკუთარი კორუმპირებული კადრებისგან უნდა გათავისუფლდეს. საყვარელიძეს საქართველოს მაგალითი მოჰყავს, კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში განხორციელებული „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი უფროსის აკაკი ჩხაიძის დაკავება, რომელიც, საყვარელიძის თქმით, „ზარალის ანაზღაურების“, ანუ 3 მილიონი დოლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

„ყველა ჩინოვნიკის შემოსავლებს, მათ ქონებას შევამოწმებთ, თუ კორუფციის ნიშნებს აღმოვაჩენთ, შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – განაცხადა უკრაინის გენპროკურორის მოადგილემ.

კითხვაზე, ხომ არ არის „ტელედაკავებები“ უბრალოდ დასავლეთისთვის გაკეთებული პიარი, საყვარელიძე პასუხობს, რომ ასე არ მიაჩნია, ვინაიდან „მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რას აკეთებს ხელისუფლება კორუფციის დასამარცხებლად“.

„ჩვენ აგრესიულად ვიმოქმედებთ და ყველა დამნაშავეს დავიჭერთ, ვინც არ უნდა იყოს ის“, – ამბობს დავით საყვარელიძე „ფოკუსთან“ ინტერვიუში.