Feedback

დავით ნარმანია: მერიამ „სითი პარკთან“ ხელშეკრულება, რომ გააუქმოს 25 მილიონის გადახდა მოგვიწევს

  /   ნანახია 313 ჯერ

დავით ნარმანია: მერიამ „სითი პარკთან“ ხელშეკრულება, რომ გააუქმოს 25 მილიონის გადახდა მოგვიწევს

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მერიამ, კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულება, რომ გააუქმოს, მთავრობა 25 მილიონის გადახდის საფრთხის წინაშე დადგება. ამის შესახებ ნარმანიამ, თბილისის საკრებულოში, ანგარიშის წარდგენის შემდეგ „სითი პარკთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „დღეს რომ ჩვენ კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულება მოვშალოთ, პირდაპირ დაიდო დასკვნა, რომ მინიმუმ 25 მილიონის გადახდის საფრთხის წინაშე დგება მუნიციპალიტეტი. ამიტომ, ეს პოლიტიკურად ძალიან მძიმე გადასაწყვეტი საკითხია. ამაზე იქნება მსჯელობა“, – განაცხადა ნარმანიამ. თბილისის მერმა დღეს, საკრებულოში, მერიის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.