Feedback

ყვითელი ავტობუსის მძღოლები და მეტროს მემანქანეები შესაძლოა, გაიფიცონ

  /   ნანახია 276 ჯერ

ყვითელი ავტობუსის მძღოლები და მეტროს მემანქანეები შესაძლოა, გაიფიცონ

14 აპრილიდან შესაძლოა, ყვითელი ავტობუსების მძღოლები და მეტროს მემანქანეები გაიფიცონ. მძღოლებმა და მემანქანეებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. მათი განცხადებით, თბილისის მერიამ მის დაქვემდებარებაში მყოფ თითქმის ყველა შპს-ს და მის თანამშრომლებს სააღდგომო პრემიები ჩაურიცხა ხელფასის 80%-ის ოდენობით, თუმცა მათთან მიმართებაში ასე არ მოქცეულა. პროფკავშირების ოფისთან შეკრებულებმა ქალაქ თბილისის მერიას, გადაწყვეტილების შესაცვლელად, დრო დღის ბოლომდე მისცეს.

სულ ახლახან რედაქციაში დაგვირეკა მამაკაცმა, რომელმაც გვამცნო, რომ 20 აპრილიდან ელმავალმშენებლები აპირებენ გაფიცვას. მოთხოვნა: კაბალური პირობები და პრემიების მხოლოდ ხელმძღვანელ პირთათვის დარიცხვები...