Feedback

ღუდუშაურის საავადმყოფოში 2 დღეში 2 მშობიარე გარდაიცვალა

  /   ნანახია 521 ჯერ

ღუდუშაურის საავადმყოფოში 2 დღეში 2 მშობიარე გარდაიცვალა

ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში 29 წლის თათია ს-ძე საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ გარდაცვლილის ახლობლებმა მიაწოდეს. მათივე ინფორმაციით, პაციენტს საკეისრო კვეთის შემდეგ სეფსისი დაემართა და ჯანმრთელობის გაუარესების გამო გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ დილით მოხდა.
„ჩამოყალიბდით, რა ინფორმაციას მეკითხებით. საკეისრო კვეთის შემდეგ ჩვენთან პაციენტი არ გარდაცვლილა“, – აღნიშნა თამარ ყიფიანმა.
„კვირა“ კომპანია „ჯეონეთს“ დაუკავშირდა, სადაც თათია მუშაობდა.
„დიახ, თათია ს-ძე ჩვენი თანამშრომელია. გუშინ დილით ღუდუშაურის კლინიკაში გარდაიცვალა. საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და ოპერაციის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესდა“, – აღნიშნეს კომპანიაში.

****************

ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში 2 დღეში 2 პაციენტი გარდაიცვალა. ორივე შემთხვევაში პაციენტები საკეისრო კვეთის შემდეგ ჯანმრთელობის გაუარესების გამო დაიღუპნენ. 6 აპრილს, 29 წლის თათია სუარიძე, ხოლო 4 აპრილს 28 წლის თამარ ქუქიშვილი გარდაიცვალნენ. აღსანიშნავია, რომ როგორც „კვირამ“ გაარკვია, თათია სუარიძისთვის მეორე მშობიარობა საბედისწერო აღმოჩნდა, ხოლო თამარ ქუქიშვილისთვის ეს მესამე მშობიარობა იყო.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ორივე ქალბატონი საკეისრო კვეთის შემდეგ ჯანმრთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოში დაიღუპნენ. ცნობილია, რომ ორივე შემთხვევაში ახალშობილის გადარჩენა მოხერხდა და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. თათია სუარიძეს 2 შვილი დარჩა, ხოლო თამარ ქუქიშვილს – 3.
როგორც ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროში განგვიცხადეს, თათია სუარიძისა და თამარ ქუქიშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სამედიცინო რეგულირების სააგენტოში უკვე დაფიქსირდა. სააგენტოს წარმომადგენლის ქეთევან გაგნიძის განცხადებით, უწყებაში შემოსული ინფორმაციის თანახმად მოკვლევა კანონით გათვალისწინებულ ნორმებში დაიწყება.
„ამჟამად იურისტები შესაბამის დოკუმენტაციაზე მუშაობენ, რის შედეგადაც მივმართავთ სასამართლოს, რის საფუძველზეც კონტროლის სამსახურის თანამშრომლები მოკვლევას დაიწყებენ“, – აღნიშნა ქეთევან გაგნიძემ.
შეგახსენებთ, რომ ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში 6 აპრილს 29 წლის თათია სუარიძე საკეისრო კვეთის შემდეგ, ჯანმრთელობის გაუარესების გამო გარდაიცვალა. მანამდე კი – თამარ ქუქიშვილი, რომელმაც საავადმყოფოში საკეისრო კვეთა გაიკეთა, მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო დაიღუპა. გარდაცვლილი თათია სუარიძის ახლობლების ინფორმაციით, თათიას საკეისრო კვეთის შემდეგ ფილტვების ანთება დაემართა, რის შედეგადაც გაეთიშა თირკმელები, ღვიძლი გაუდიდდა და სეფსისი დაემართა. მათივე თქმით, ოჯახის წევრები პაციენტის სხვა კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, მაგრამ ღუდუშაურის კლინიკის მედპერსონალმა მათ ამის უფლება არ მისცა. ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსი თამარ ყიფიანი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.


Lali Mus· 

tatia mesame bavshvs elideboda.....:( samishvilis deda dzalian vwuxvar..es agar unda ganmeordes...
 
Gvanca Svaridze Babuadze 
ეს მხოლოდ ერთი პაციენტი არ იყო ასეთი. :(
ყველაფერი იმის ბრალია, რომ ღუდუშაურის საავადმყოფოში საშინელი ანტისანიტარიაა და კლინიკა თავის სავალდებულო მოვალეობებს ვერ ასრულებს !!!
ორსულთა მომსახურების ბლოკში ჩემი თვალით ვნახე, ექოსკოპიის გაკეთების დროს როგორ გაუსკდა ჩირქიანი ჭრილობა ერთ-ერთ პაციენტს და დეზინფექციაზე ლაპარაკი ზედმეტია, არც კი მოწმინდეს წესიერად მაგიდა. 
არავინ, არასოდეს არ მიხვიდეთ ამ კლინიკაში. ჯანმრთელ ადამიანებს იწირავენ !!!
ყველაფერი ექიმების და საავადმყოფოს ბრალია !!!!
 
Gvanca Svaridze Babuadze 

სახელმწიფომ უნდა დახუროს ეგ კლინიკა და ყველა ექიმმა პასუხი უნდა აგოს თავის ქმედებაზე. !
და პირველ რიგში ეს აფერისტი და მატყუარა თამარ ყიფიანი უნდა მოხსნან :|

Lela Lela 

Tatias gardacvalebamde 2 dgit adre, kidev erti mshobiare gardaicvala gudushauris saavdmyofoshi.
 
Lela Lela 
 
Shen mimgebshi unda naxo ra xdeba, orsuli, virusiani, loti yvelas ertad atavseben. Piradad var amis momscre

Tamriko Sordia ჩემი ძმაც მანდ გარდაიცვალა და ვერ ვიტან მაგ საავადმყოფოს

Natia Lebanidze ზოგადად მაგ კლინიკაში ცუდი სიტუაციაა, მამაჩემიც მანდ იწვა და საშვის გარეშე არ მიშვებდნენ, ისედაც ყველა იბღვირებოდა

Tamriko Sordia რეზოც რომ იწვა 19 წლის გოგომ იმშობიარა და ბავშვი გარდაიცვალა,არადა თავისი ფეხით შევიდა ეს გოგო ,ქმარი ,ისიც 19 წლის კინაღამ გაგიჟდა ....ზოგადად უყურადღებობაა ავადმყოფები საცდელი კურდღლები არიან {ასე გონიათ} ყველას არ ვგულისხმობ .ჩვენთვის დღემდე აქვთ დასაბრუნებელი750 ლარი მაგრამ არ იმჩნევენ.ასე გვითხრეს ფული თუ არ გაქვთ უფრო იაფფასიან საავადმყოფოში წაიყვანეთო .არადა ჰიპოკრატეს ფიცი აქვთ დადებული ...... 

Tamriko Sordia ხო დამავიწყდა ,თუ არ წაიყვანთ აპარატიდან გამოვრთავთო .ეს განყოფილების გამგემ გვითხრა ,მაგრამ ის 750 ლარი არ დაგვიბრუნა........ყოჩაღ "გამგე"

Nana Gigolashvili sazizgari saavadmyofoa.

Natia Lebanidze ეგრეა, ყველა არაა მოწოდებით ექიმი 

თამუნა ირემაშვილი Es is momentia, bednierebis mwvervalidan xels rom gkraven da kldeshi gadagchexaven... Codviania yvela, vinc uyuradgebod datovebs pacients.. Vusamdzimreb yvela axlobels, nateli da santeli ar moakldes amis suls:(