Feedback

რატომ გახდა გივი თარგამაძე დაკითხვაზე შეუძლოდ?

  /   ნანახია 217 ჯერ

რატომ გახდა გივი თარგამაძე დაკითხვაზე შეუძლოდ?

26 მარტს პროკურატურამ გივი თარგამაძე დაკითხა, პროცესი ცხრა საათს გაგრძელდა. დაკითხვის დეტალები არ გახმაურებულა, თუმცა „კვირის ქრონიკას" ამის შესახებ ინკოგნიტო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია. გამოცემის ინფორმაციით, დაკითხვაზე თარგამაძე შეუძლოდ გახდა. ინკოგნიტო წყაროს თქმით, თარგამაძე შსს-დან უკანონოდ მოპარულ ინფორმაციას ფულის სანაცვლოდ აწვდიდა კრიმინალურ ავტორიტეტებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც.

 კონფიდენციალური წყაროს დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, თარგამაძე შეუძლოდ გახდა დაკითხვის დროს და ამის გამო სამჯერ გადაიდო დაკითხვა. გივი თარგამაძე პროკურატურაში შესვლამდე ყელყელაობდა და ამბობდა, უდანაშაულო ვარ, ფეხებს ვერავინ მომჭამს, პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილის დაკვეთას ასრულებს და ჩემ მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდებაო, მაგრამ გამომძიებლებთან პირისპირ დამჯდარა თუ არა, ეგრევე გული გახდომია ცუდად და სამჯერ მოუსულიერებიათ. ამის მიზეზი კი მხოლოდ რუსლან ბაზიაშვილი არ ყოფილა. ქრონიკას" სანდო წყარომ აცნობა, რომ გამოძიებამ გივი თარგამაძეს დაუდო რამდენიმე სახის უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია, რომელთაც ის სისტემატურად აწვდიდა კონკრეტულ პირებს. თარგამაძე შსს-დან უკანონოდ მოპარულ ინფორმაციას სხვადასხვა დანაშაულში ეჭვმიტანილ პირებს ხომ აწვდიდა თურმე, გარდა ამისა, ის ინფორმაციებს აწვდიდა კრიმინალურ ავტორიტეტებსა და კანონიერ ქურდებს" არა მხოლოდ საქართველოში, უცხოეთშიც. სავარაუდოდ, ამას ფულის სანაცვლოდ აკეთებდა,კანონიერი ქურდები" მათთვის საჭირო ინფორმაციას გივი თარგამაძისგან ყიდულობდნენ,"- წერს გამოცემა.

 

გადავავლოთ თვალი წარსულს და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ვინ არის გივი თარგამაძე.

რას გვეუბნება ''ანატომია''?