Feedback

‘’ჟურნალისტებმა და იურისტებმა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის’’ 3 აპრილს გამართა პრესკონფერენცია: საქართველოს ბანკები _ მევახშეები თუ თაღლითები?!

  /   ნანახია 2472 ჯერ

‘’ჟურნალისტებმა და იურისტებმა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის’’ 3 აპრილს გამართა პრესკონფერენცია:  საქართველოს ბანკები _ მევახშეები თუ თაღლითები?!

pres-cavcasia.ge ,PKTV -ზაქარია როჭიკაშვილი - საქართველოს ბანკები _ მევახშეები თუ თაღლითები?!

ბანკები, მიკრო და ონლაინსესხები, განვადებები, იპოთეკები და ა.შ. ზარალი და მოსახლეობა - გამიზნული პოლიტიკა ერის დეგრადირებისთვის!

პრესკონფერენცია თემაზე: ვის აწყობს მევახშეობა საქართველოში?

არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის’’, პრეზიდენტი ქეთი სესიაშვილი და გამგეობის თავმჯდომარე, ავტორი პუბლიკაციისა - საქართველოსბანკები _ მევახშეებითუთაღლითები?!ზაქარია როჭიკაშვილი, პარასკევს, 3 აპრილს, 12 საათზე, მართავს პრესკონფერენციას ქვეყანაში მიმდინარე საკმაოდ აქტუალურ პრობლემაზე, რასაც საბაკო სისტემიდან მოსახლეობის დაზარალება ჰქვია. თემა:

ბანკები, ზარალი და მოსახლეობა - გამიზნული პოლიტიკა ერის დეგრადირებისთვის!

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ჩვენი მხარდამჭერია არასამთავრობო ორგანიზაცია „დაიცავი შენი უფლებები“, თავმჯდომარე ლაშა გოლუბიანი, უფლებადამცველი.

არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საინფორმაციო საშუალებათა წარმომადგენელთ, ვფიქრობთ, დააინტერესებთ ეს საკმაოდ მძიმე და აქტუალური საკითხი, რომელიც ჩვენი მოსახლეობისთვის აგრერიგად მტკივნეულია. ამიტომ მობრძანდით და დავსახოთ გზები, თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ სამომავლოდ ამ პრობლემიდან გამოსვლისთვის. ეგებ მივაწვდინოთ ხმა ჩვენს ხელისუფლებას.


ვინც ხართ დაზარალებული ბანკებისგან, ვისაც გაქვთ პრობლემები, მობრძანდით მისამართზე: თბილისი, გ.ჩუბინაშვილის 79, პირველი სართული. ცხელი ხაზი: 032 2 18 25 19, 2 96 15 39, 592 777 311

 

პატივისცემით, ქეთი სესიაშვილი,

ლაშა გოლუბიანი

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იხილეთ სტატია ქვემოთ მითითებულ ლინკზე:

http://pktv.ge/index.php?action=full_news&id=134