Feedback

ლუკა კურტანიძის მეუღლე თავდაცვის მინისტრის მრჩეველად დაინიშნა

  /   ნანახია 483 ჯერ

ლუკა კურტანიძის მეუღლე თავდაცვის მინისტრის მრჩეველად დაინიშნა

თავდაცვის მინისტრის, მინდია ჯანელიძის მრჩევლად ლუკა კურტანიძის მეუღლე, ხათუნა მიქაცაძე  დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ეკა შანიძე მინისტრის ახლადდანიშნული მრჩევლის პოსტს ეხმაურება, სადაც ის ყოფილ თავდაცვის მინისტრს აკრიტიკებს.

"ეს ქალბატონი მინისტრ მინდია ჯანელიძის ახლადდანიშნული მრჩეველია პიარის საკითხებში. ცოტა უხერხული ხომ არ არის ეს უადგილო ცინიზმი მისი მხრიდან? ვინმემ თავისიანმა იქნებ ურჩიოს საქმეს მიხედოს" , - წერს შანიძე.