Feedback

ავთანდილ ჭრიკიშვილი: 'თუ გსურთ წარმატებას მიაღწიოთ, არასოდეს დაკარგოთ რწმენა და ნებისყოფა', PKTV-ს 'მოზაიკაში', ლანა ბიბილურიძესთან

  /   ნანახია 1198 ჯერ

ავთანდილ ჭრიკიშვილი: 'თუ გსურთ  წარმატებას მიაღწიოთ, არასოდეს დაკარგოთ რწმენა და ნებისყოფა', PKTV-ს 'მოზაიკაში', ლანა ბიბილურიძესთან

PKTV-ს ბლიც-ინტერვიუ

 

ქართველი ძიუდოისტი, დაიბადა 1991 წლის 18 მარტი; ევროპის 3-გზის (201320142015) და მსოფლიოს (2014) ჩემპიონი 81 კგ. წონით კატეგორიაში. ასევე მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი (2013), ევროპის 3-გზის ჩემპიონი გუნდურ პირველობაში და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული.

2013 წლის 24 დეკემბერს სასტუმრო თბილისი მარიოტში მიმდინარე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოველწლიურ საანგარიშო ყრილობაზე, სეოკ-ის გადაწყვეტილებით, 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი ავთანდილ ჭრიკიშვილი დაასახელეს.

 

არის ახალგაზრდებს შორის საქართველოს ორგზის ჩემპიონი (2009, 2010; -81 კგ), საქართველოს სამგზის ჩემპიონი (2012, 2013, -81კგ; 2016, -90 კგ), ვერცხლისა (2017, -90 კგ) და ბრინჯაოს პრიზიორი (2010, -81 კგ).

 


მე   ვარ... 

მებრძოლი.   

- არ იფიქროთ, რომ..

დროებითმა წარუმატებლობამ შეიძლება შეგაჩეროთ...

- არასდროს არის გვიან...

სურვილის განხორციელება.

- არასდროს დაივიწყოთ...

რისთვის დაიწყეთ...

- თუ დააპირებთ ადამიანის განკითხვას...

გადახედეთ საკუთარ ცხოვრებას.

- არ დაკარგოთ...

სინდისი და ღირსება.

- ცხოვრება გაიძულებს...

გაჩუმდე იქ, სადაც მთელი ძალით იყვირებდი...

- გულით დავატარებ...

სიყვარულს.

- წარსული არის...

გამოცდილება უკეთესი მომავლის შესაქმნელად.

- ვსწავლობთ ...

მთელი ცხოვრების მანძილზე..

- წიგნი ,რომელიც მომწონს..

საბრალონი.

- როცა ბედნიერი ხარ...

გინდა მისი სხვისთვის გაზიარება.

- ამქვეყნად მოვდივართ იმისთვის, რომ...

შევქმნათ რაიმე ღირებული და დავტოვოთ ღირსეული კვალი.

- სიკვდილი...

სიცოცხლეში მუდამ უნდა გახსოვდეს..

- დამოკიდებული ვარ...

საქმეზე, რომელსაც ვაკეთებ..

- ხალხი...

ხალხი ბრბო და ხალხი ძალა.

- ჩემი ყველაზე დიდი წარმატებ....

ჩემი ოჯახი.

- თუ გსურთ სპორტში მიაღწიოთ წარმატებას...

არასოდეს დაკარგოთ რწმენა და ნებისყოფა.

- მსოფლიოს ვეტყოდი...

გაუფრთილდნენ ბუნებას და - რუსეთი ოკუპანტია.

- მარადიულია....

სახელი.

- სიყვარული არის...

რის გამოც ცხოვრება და მიზნის მიღწევა გვიხარია.

- ღმერთის ჩემეული აღქმა...

სამართლიანობა, სიყვარული, კეთილდღეობა.

- ლექსი, რომელიც შეესატყვისება დღევანდელ ყოფას...

'ჩემო კარგო ქვეყანა, რაზედ მოგიწყენია, აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია'.

- ილუზიაა....

სამართლიანობა და სამართალი ამ ქვეყნად.

- იმედი...

რაც არასდროს არ უნდა დავკარგოთ.

- ბედისწერა...

რაც ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება და ვერასდროს ავცდებით.

- ვისაც ოდესმე ჰყვარებია..

ბედნიერია..

- ის, რაც გადაგვარჩენს..

სიყვარული და თავდაუზოგავი შრომაა..

- ჩემი აუხდენელი ოცნება..

2016 წლის რიოს ოლიმპიადის ოქრო.

- ძეგლს დავუდგამდი..

ლაშა ტალახაძეს.

- ჩვენი დროის გმირები..

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირები.

- როცა ვიქნები მოხუცი..

უნდა ვიამაყო ჩემი განვლილი ცხოვრებით.

- ჩემი შვილები..

ჩემი ცხოვრების მზე და მთვარე..

- ვპატიობ..

უმეტესად.

- რომ არა ძიუდო..

იქნებოდა კრივი.

- მშობლები ყოველთვის მასწავლიდნენ..

ვყოფილიყავი კეთილი და მიმტევებელი.

- ჩემი საყვარელი სპორტსმენი..

ზურაბ ზვიადაური, ლაშა ტალახაძე, მაიკ ტაისონი.

- ძიუდოს შევადარებდი...

ცეკვას ტატამზე.