Feedback

ზვიად მეფარე (პოეტი): 'ჰგონიათ სიყვარული, მაგრამ არ არის'...PKTV-ს 'მოზაიკაში', ლანა ბიბილურიძესთან

  /   ნანახია 356 ჯერ

ზვიად მეფარე (პოეტი):  'ჰგონიათ სიყვარული, მაგრამ არ არის'...PKTV-ს 'მოზაიკაში', ლანა ბიბილურიძესთან

"იმ იდეებით დატვირთულიარც მე და არც სხვას
დიდი ხანიარომ აღარ ახსოვს
(
გახსენებამდე კიდევ დიდი ხანი გაივლის)
დიდხანს ვიდექი უფსკრულის პირას.
ქარის წისქვილთა მქრქალი ქირქილი
მომშორდა გზიდან, ჩემს სავალად რომ ავირჩიე
და იმ ფოთოლთა გაფრენისას სიკვდილს ვუყურე,
ცხრა თვის წინ ვისი დაბადების მოწმეც ვიყავი.
დაბინდებისას ის ღრუბლები, ფიჭას რომ გვანან,
გზას მინათებდნენ კელაპტრებივით.
ბნელ ლაბირინთში, თეთრი ძვლების სამყოფელამდე,
ანუ უფსკრულის ბასრ ხახამდე რომ გაჭიმულა,
სვავის ნაშიერს გადავაწყდი. გუბეში ეგდო
და იხრჩობოდა. ავიყვანე და იმ დღის შემდეგ
იგი, მკერდში რომ ჩავიხუტე, იმ გულს მიკორტნის,
ვინც სიმცირისას თანამგზავრად ის აირჩია."

ზვიად მეფარე12.10.2019

 

 მე ვარ..

... ქართველი,  რომელიც ლექსებს წერს. რაღაცებს ვხატავ კიდეც, მაგრამ თავს მოყვარულ მხატვრად აღვიქვამ. 


ყველაზე ხშირად ვკარგავ...

1. სიმშვიდეს.  2.ურთიერთობებს და ურთიერთობებისაგან მისაღებ სარგებელს (კარგი გაგებით), ჩემი ჩრდილში ყოფნის სიყვარულის გამო. არ ვნანობ, ამას არ შევცვლიდი.

არასდროს არის გვიანი…

... ცხოვრების თავიდან დაწყება.

საუკეთესო მოგონებები…

... ისინი არ მაქვს. შეიძლება, ცხოვრებისგან მეტს ვითხოვ და მათ მიმართ ცოტათი უმადური ვარ.

არასდროს დამავიწყდება…

...  ყველაფერი დავიწყებადია.

ისრაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს ადამიანში...

...  ქედმაღლობა და სარკაზმი.

ჩემი პოეზიის პირველი აპლოდისმენტი...

...  კარგი იყო. 7 წლის წინათ, ჩემს პირველ საღამო-პრეზენტაციაზე. 

ცხოვრება გვაიძულებს...

...  ხშირად დავუშვათ შეცდომები, მაგრამ ამაზე უარესი ისაა, რომ ხანდახან შეცდომების გამო ერთმანეთს ვკარგავთ.

გულით დავატარებ...

...  ქვეყნის და ოჯახის სიყვარულს. ხელოვნებისასაც...

წარსული არის...

... ფესვები, რომლის დავიწყება ხის მოჭრას გავს, მაგრამ ჩვენ  ადამიანები ვართ და მხოლოდ მასზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულნი.

- ვსწავლობ...

... დღემდე ვსწავლობ ადამიანებთან სწორ ურთიერთობებს. ამაზე ძვირფასი ცოდნა არ არსებობს.

წიგნი, რომელიც მომწონს...

...  ასეთი უამრავია. იმდენად ბევრი, რომ ვერ გამოვარჩევ.

 -  ბედნიერი არ ვარ...

 ... არც უბედური... 

- სამშობლო ჩემთვის არის...

... დანარჩენ სამყაროზე მაღლა მყოფი ქვეყანა.

ამქვეყნად მოვდივართ იმისთვის, რომ...

... დავტოვოთ ისეთი რამ, რაც სხვა ადამიანებს გამოადგებათ დიდი ხნის განმავლობაში.

სიკვდილი...

 არ არსებობს. უკვდავება მეხსიერებაში, ადამიანის კეთილად გახსენებაშია.



დამოკიდებული ვარ...

... რეგულარულ თვითკრიტიკაზე.

ერთი დღით ვიქნებოდი...

... დოქტორი ფაუსტი.

ხალხი...

... ხალხი, ხალხი... ამაზე დიდებული და ამავე დროს, ამაზე ადვილად დაცემადი ღმერთს არაფერი შეუქმნია.

მებრალება...

... ყველაზე მეტად, აგრესიული ადამიანები მებრალებიან, მათ შორის, ჩემი ძველი თავიც გარკვეული მომენტებიდან.

ვნანობ...

... მოუნანიებელი, ვფიქრობ, არაფერი ჩამიდენია, მაგრამ არც დამღუპველი შეცდომა დამიშვია.

მსოფლიოს ვეტყოდი...

... რომ არ არსებობს მშვიდობაზე უკეთესი მდგომარეობა და სიყვარულზე უკეთესი გრნობა.

მარადიულია...

... ბანალურია, მაგრამ რწმენა, იმედი, სიყვარული. 

მეგობარია ის, ვინც...

...იცის, როდის და როგორ მოვიდეს შენთან და იცის, რომ ყველგან და ყოველთვის შენი მეგობარი იქნება.

სიყვარული არის...

...  წინა კითხვებში ავხსენი, რაც. 

ღმერთის ჩემეული აღქმა...

... ვშიშობ, შევცდები, თუ ღმერთს ჩემეულად აღვიქვამ.

ლექსი,რომელიცშეესატყვისებადღევანდელყოფას... გავკადნიერდები და ჩემსას შემოგთავაზებთ; ადვილი მისაგნები იყო ახლა ეს ლექსი.

'სიელმე

ზვიადმეფარე

08.10.2019.

ბაზარს ჩამოგავს ქვეყანა თითქოს,

მყიდველის წილი მცირეა სადაც,
ყველა თავის ველს ამსგავსებს დიდგორს,
ყველას გროშები უღვიძებს მადას,

ყველა ოცნებობს იმ დროზე, როცა
ყველა განჯინა სავსე ექნება
და იშვიათი სიმაძღრის დროს არ
უჩანთ უპოვრებს მხოლოდ ნეკნები,

ყველა ციხეა თავისი თავის
და ვეღარავინ ხედავს გარეწრეს,
მგელი გამხდარა გარედან კრავი
და კარგად მალავს ღრმა სიგარეწრეს,

აქ სიდუხჭირე ისე უხვია,
როგორც უდაბნო ქვით და მარილით,
მზემ პლანეტიდან გადაუხვია
და გაიფანტა სხვა სიზმარივით.

დილით ამაოდ ღაღადებს ზეცა,
რომ ეს სინათლე არ არის ძვირი,
სხვამ სხვისი კალო იოლად ლეწა,
მაგრამ მართალი კაცივით ყვირის…

ღმერთს დიდი გული ხელით ეკავა,
რადგან ხედავდა შვილთა სიელმეს,
მაგრამ განგაშის ზარის მრეკავი
მხოლოდ ეკრანზე თუ გაიელვებს.

სასიხარულო, გაფიცებ, თქვი, რა
ხდება, დამტევი დიდი მადლისა,
თვის ბოლო, ანუ შიმშილის კვირა
ბევრისთვის გახდა გაუსაძლისი,

მაგრამ ქვეყანა ვერ გასცდა ბაზარს,
ყიდულობს ცოტა და ბევრი ყიდის...
სადაც ორგროშა შეძლებულს ბაძავს
და ბრმა იჩემებს ფუნქციას გიდის."

 ქალს შევადარებდი...

...არ ვიცი... ყველანაირად უმშვენიერესი ქმნილებაა.

ილუზიაა…

...სიკვდილის შიში.

იმედი...

... ეს ის გრძნობაა, რაზეც დედამიწის არსებობაა დამოკიდებული.

ბედისწერა...

...  მისი არ მჯერა. ბევრწილად ადამიანი თვითონ ჭედავს თავის ბედს, ჩვენგან დამოუკიდებელი და ჩვენს ბედზე გავლენის მომხდენი გარემო პირობებიც არაა ბედისწერა.

გამოცდილებამ  მასწავლა...

... რომ ცხოვრება ისეთი უნდა მიიღო, როგორიც გაქვს;  შენი ცხოვრება შენი შექმნილია.

ოდითგანვე ასე მოგვდგამს...

...  ბევრი სიტყვა და ცოტა საქმე. სამწუხარო რეალობაა.

ჩვენი უბედურება ისაა, რომ...

... რომ არც უბედურების ფასი ვიცით და ვერც ბედნიერებას ვაფასებთ სათანადოდ. 

ვისაც ოდეს შეჰყვარებია...

... მან იცხოვრა.

ხელოვნებაა...

... მეხსიერების და უკვდავების მიწიერი სახე.

ის, რაც გადაგვარჩენს...

...  განათლებისა და სულიერების მიმართ სწორი დამოკიდებულებაა.

ჩემი აუხდენელი ოცნება…

...  ასეთები აღარ მაქვს. უბრალოდ იმიტომ რომ , აღარ ვოცნებობ.

ძეგლს დავუდგამდი...

... ნოდარ დუმბაძეს და გოდერძი ჩოხელს. 

ჩვენი დროის გმირები...

...  ერთს ვიტყვი მხოლოდ: გიორგი ანწუხელიძე.

როცა ვიქნები მოხუცი...

... ვიცხოვრებ ქალაქგარეთ, ან ქალაქის გარეუბანში, კერძო სახლში, მეუღლესთან ერთად. ჩვენ გვექნება მოვლილი ბაღი და... და მე ჩაფლული ვიქნები ისევ წერასა და ხატვაში.

მადლიერი ვარ...

... ნებისმიერი პატარა სიკეთისა, რაც მე და ჩემს ხალხს გვაქვს. 

ჰობი...

... მუსიკის მოსმენა და რამე შემოქმედებითის შექმნა. 

ვპატიობ...

... ვფიქრობ, ადამიანს პირველად ყველაფერი მონანიებული ეპატიება, მეორედ და შემდეგ –ყველაფერი მონანიებული, ღალატის გარდა.

ლიტერატურა ასოცირდება ჩემთვის...

... სულიერი საზრდოს აუცილებელ შემადგენელ ნაწილთან. 

სოკრატესთან ვისაუბრებდი...

... გაცოცხლებულ სოკრატეს ვკითხავდი, სამოთხე-ჯოჯოხეთის არსებობის თუ სწამდა. ამას ვკითხავდი, როგორც იმ ადამიანს, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მესაფლავეს ვკითხავდი...

... ვინ არის მისი ხმის გამცემი მარტოობისას და ვთხოვდი, დაეხასიათებინა მეგობრები.

გაეცით...

...  მადლი. ის ყველასთან გაზრდილი,  გამრავლებული სახით დაბრუნდება. 

შეაგროვეთ...

... კარგი მოგონებები. ეს ყველაფერ საუკეთესოს მოიცავს. სხვა ყოველივე ამაოებაა.

სიყვარული რომ არ გახუნდეს, საჭიროა...

...  სიყვარული არ ხუნდება. ის, რაც ხუნდება, ხშირად გონიათ სიყვარული, მაგრამ არ არის.

რთული ისაა...

... რთულია მხოლოდ ღალატი, უკურნებელი ავადმყოფობა და ახლობლის სიკვდილი. სხვა ყველაფერს მოევლება. 

როცა გაიზრდებიმიხვდები, რომ...  

... მიხვდები,  იმისათვის,  რომ შემდგარ, სასარგებლო პიროვნებად ჩამოყალიბდე, ბევრი დაბრკოლება გაქვს გადასალახი და ბევრი გაქვს დასამტკიცებელი...

-  ნუ გეშინიათ...

... სიკვდილის;  სინამდვილეში, ის არც არსებობს. მაგრამ მაინც უნდა გვახსოვდეს ის.

ოცი წლის ასაკში ვფიქრობდი, რომ...

... ბედნიერება საზოგადოებრივ და მატერიალურ  წარმატებაშია. ახლა კი ვფიქრობ, რომ ბედნიერება მარტოობაშია. 

-  ერთხელაც მოგიწევს იმის აღიარება...

... რომ ცხოვრებაში არაერთი შეცდომა დავუშვით. ჩემს თავსაც ვგულისხმობ...

- ნუღარასდროს დაბრუნდებით...

... ადამიანთან მეორედ, ვისაც მაქსიმუმ, ერთხელ აპატიეთ ღალატი.

თუ ვინმეზე მეტი გგონიათ თავი, იცოდეთ, რომ...

...  საბრალო არის თქვენი ფიქრები. 

იცხოვრე ისე, რომ...

...შენი თითოეული დღე მზარდი სიყვარული იყოს და - შენ გამდიდრდები. 

ქორწინების შემდეგ იცვლება...

...  ურთიერთობები ისე პოეტური აღარაა, როგორც შეყვარებულობისას, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, ბევრი არაფერი შეცვლილა.

ადამიანმა დიდი გზა უნდა გაიაროს, რომ მიხვდეს...

... ყოველივეს მისახვედრად მცირე გზის გავლაა საკმარისი.

თავისუფლება ნიშნავს...

... თავის ფლობას, ანუ იმას, რომ რაც გინდა, ის აკეთო ისე, რომ მავნე არ იყო. უბრალოდ, ზუსტად უნდა იცოდე, რა უნდა გინდოდეს. 

არასდროს მისცე ვინმეს უფლება...

... შელახოს შენი და ახლობელთა, თუ ირგვლივ მყოფთა ღირსება. 

ოცდამეერთე საუკუნის სენი...

...  ისევე, როგორც ყოველთვის - პატივმოყვარეობა. 

რომ არა ლექსი...

...წარმოდგენა არ მაქვს, როგორ ვიცხოვრებდი. 

თუ იქნებოდა ჩემი ცხოვრების უკანასკნელი დღე...

... მარკესის 'ბოლოსიტყვიდან' რომ არ ამოვკრიფო აზრები,  უბრალოდ, ვეცდებოდი, რომ რაც ცხოვრებაში შეცდომები და დანაშაულები მაქვს, ერთ დღეში წყლისთვის გამეტანებინა. 

თუ ვიქნებოდი პატიმარი...

... ვეცდებოდი, რომ როგორიც შევედი, იმაზე უკეთესი გამოვსულიყავი იქიდან. ამ მხრივ ჩეხოვის მოთხრობა 'სანაძლეო' საუკეთესო მაგალითია ჩემთვის. 

ხშირად ჰკითხეთ საკუთარ თავს...

...ვინმეს (და ბევრ რამესაც) სიყვარული ხომ არ დააკელით?...