Feedback

პოეტი ქეთი ჯოლბორდი: 'შექმნა რაიმე - ნიშნავს, მოკლა თვით სიკვდილი...' PKTV-ს 'მოზაიკაში', ლანა ბიბილურიძესთან

  /   ნანახია 318 ჯერ

პოეტი ქეთი ჯოლბორდი: 'შექმნა რაიმე - ნიშნავს, მოკლა თვით სიკვდილი...' PKTV-ს 'მოზაიკაში', ლანა ბიბილურიძესთან

- მე ვარ...

ქეთი ჯოლბორდი, განათლებით ჟურნალისტი, პროფესიით საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, გატაცებით -პოეტი.

 - ყველაზე ხშირად ვკარგავ...

ფიქრს...

- არასდროს არის გვიანი...

არაფერი, ყველაფერს თავისი დრო აქვს.


- საუკეთესო მოგონებები...

უკავშირდება ბავსვობას და სტუდენტობის პერიოდს.

 - არასდროს დამავიწყდება...

რთულ პერიოდში გამოწვდილი ხელი და მაინც, ყველაზეშთამბეჭდავი, aლბათ წინაა... 

- ბრძნული აზრირომელიც ხშირად მახსენდება ... '

მოპოვებულის გაფრთხილება, მოპოვებაზე არანაკლები ხელოვნებაა' - ოვიდიუსი.


- ის, რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს ადამიანში...

მოჩვენებითობა, მლიქვნელობა და კიდევ ბევრი რამ...

 

-შვილებომშობლებს უთხარით...

როგორ გიყვართ ამ წუთს, ამ წამს...

 - მენატრება...

ბავშვობა.

ბავშვობის დათმობა თითქოს პროტესტს ბადებს საკუთარ თავთან, სამყაროსთან, მაგრამ ყოველდRიურობაში ჩაძირვაც კი არაა არავითარ შემთხვევაში ე.გ. ქალური წუწუნი. პირიქით, თითოეულ პრობლემასთან დაპირისპირება ფაქტებით, მეტ მოტივაციას მმატებს.


-მე როგორც მშობელი ...

უფრო მეგობარი... ვცდილობ, შევინარჩუნო ბალანსი სიმკაცრესა და ლმობიერებას შორის.


-ცხოვრება გვაიძულებს...

სიძლიერეს, უნაზესი სულის თუ დამოკიდებულებების მიუხედავად.


- გულით  ვატარებ... '

"შვილებს, თუმცა ზრუნვას რა დალევს..." და სიყვარულს, რა თქმა უნდა...'

 

- წარსული არის...

იქ სადაც უნდა იყოს...

-ვსწავლობ...

წამის მეათასედიდან.

-ვწერ...

განცდას და ირეალური შრეების შთაბეჭდილებებს.

-წიგნირომელიც მომწონს...

ბევრია ასეთი წიგნი, განწყობის შესაბამისად...

-ბედნიერი ვარ, რადგან...

მყავს შვილები და ყოველწამს ვგრძნობ არსებობის მიზეზს.


-სამშობლო...

ჩემთვის არის ფუძე, აზროვნებისა თუ არსებობისა.

 

- ამქვეყნად მოვდივართ იმისთვის...

ღმერთმა უწყის... ადამიანმა საკუთარ თავში უნდა აღმოაჩინოს დანიშნულება, ეს ალბათ უფრო გამოცდილების საკითხია...

- სიკვდილი...

სიცოცხლის ხიბლი...

- დამოკიდებული ვარ...

სულიერი მდგომარეობით, პოეზიაზე.

 

- ერთი დღით ვიქნებოდი...

 ალბათ ვინც ვარ...

- ხალხი...

რას იტყვის, საინტერესოა, მაგრამ არა გადამწყვეტი, რაიმეზე ლაპარაკი არ ნიშნავს რაიმეს.


- ჩემი ყველაზე დიდი წარმატება...

დედობა, დანარჩენი წინაა..

 

- ვნანობ...

ჩემს რბილ ხასიათს..

-მსოფლიოს ვეტყოდი...

მე ქართველი ვარ და მტკივა ჩემი მიწისგან მოგლეჯილი ყველა უჯრედი.

- მარადიულია...

ვერ გეტყვით... სილამაზეს დრო ვარდებსაც არ შეარჩენს...

-მეგობარია ის, ვინც...

სიხარულზეც და შეცდომებზეc მოურიდებლად მიმანიშნებს.

 

-სიყვარული...

არის ნიჭი, ან გვაქვს, ან - არა..

-ხელოვნება...

უკვდავება, რომელიც უძლებს ეპოქებს, შექმნა რაიმე - ნიშნავს მოკლა თვით სიკვდილი...

- ღმერთის ჩემეული აღქმა...

 ეს შეგრძნებაა უფრო, როგორ უნდა ისუნთქო მის გარეშე.

- ქალს შევადარებდი ...

წყალს..

 

- ილუზიაა...

ტყუილში ცხოვრება, რანაირი ლამაზიც არ უნდა იყოს, ვემიჯნები და ვირჩევ სიმართლეს.

- იმედი...

რომ არ იყოს მომავალი ყვავილობის, რანაირად ავიტანდით ზამთრის პირს ყინვას...

-ბედისწერა...

არსებობს, ეს ასე უნდა ყოფილიყო...

- გამოცდილებამ მასწავლა ...

მეტი ღიმილი, ნაკლები ნდობა.

- ჩვენი უბედურება ისაარომ...

საზოგადოება ვერ იტანს განსხვავებულს .

- ისრაც გადაგვარჩენს...

რწმენა, სიყვარული, სილამაზე

- ჩემი აუხდენელი ოცნება...

ჩემი ირეალური შემოქმედებითი სამყაროს მიუხედავად, არ ვოცნებობ...

- ძეგლს დავუდგამდი...

ვერ გეტყვით, არ მიმაჩნია ეს მადლიერების უდიდეს გამოხატულებად.

- როცა ვიქნები მოხუცი...

არ ვფიქრობ შორს...

- მადლიერი ვარ...

უფლის, მისგან ბოძებული თითოეული წამის და გზის.

- ჰობი...

ცეკვა, სუვენირების შექმნა, ბუნებაში ხეტიალი და ა.შ.

- ვპატიობ...

ყველაფერს.

- გაიღიმეთთუნდაც...

 მკაცრი იყოს ირგვლივ კლიმატი.

- უნდა შეგეძლოს...

 საკუთარი თავის ხელში ტარება, თორემ გადაგყლაპავს ეპოქა ნერვებით.

 - ჩემი ცხოვრების დიდი ტკივილი...

მეტაფორულად მეტყველებს ჩემს შემოქმედებაში...

-ვეძებ...

შთაბეჭდილებებს...

 

- ვაგროვებ...

სითბოს ..

- უამბეთ შვილებს...

ქართული ხალხური ზღაპრები.

- არ მჭირდება...

ნაძალადევი არაფერი, უბრალოება და გულწრფელობაა სამყაროსთან შერწყმის ყველაზე ბუნებრივი თერაპია...

- აღარ მჯერა...

ზოგიერთი ადამიანის...

- სიყვარული რომ არ გახუნდესსაჭიროა... 

- ნამი, სითბო და ზომიერი ყველაფერი სხვა .

- თუ გეუბნებიან, რომ არაფერი გამოგივათ...

უბრალოდ გაერიდეთ ასეთ ადამიანებს, სიტყვებს დიდი ძალა აქვთ, საკუთარი შესაძლებლობების რწმენას - უდიდესი.