Feedback

ქეთი სესიაშვილი: მივხედოთ სახელმწიფოსთვის სტრატეგიულ და ღირებულ პრობლემებს, ჯიშკარიან-თოდაძის საქმეს შესაბამისი ორგანოები მიხედავენ! - PKTV.GE

  /   ნანახია 240 ჯერ

ქეთი სესიაშვილი: მივხედოთ სახელმწიფოსთვის სტრატეგიულ და ღირებულ პრობლემებს, ჯიშკარიან-თოდაძის საქმეს შესაბამისი ორგანოები მიხედავენ! - PKTV.GE

ჩემო საყვარელო მეგობრებო, კოლეგებო, სოცქსელის აქტიურო წარმომადგენელნო!
ერთ რაღაცაზე მინდა გავამახვილო ყურადღება:
ახლა "მთავარის" საინფორმაციო გამოშვებიდან ამონარიდს ვუსმენდი, რომელიც სოცქსელშია მოდებული: ვინმე თამთა თოდაძის გაუპატიურებაზე... უკვე შევწუხდი მართლა. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე, შეურაცხმყოფელი და დამთრგუნველია ძალადობა, კონკრეტულ შემთხვევაში - ქალზე ძალადობა, მითუმეტეს, თანამშრომელზე, შენს ხელქვეითზე, მითუმეტეს, საჯარო პირებისგან, დეპუტატისგან, ანუ ხელისუფლების სახისგან, მაგრამ:
გავიგეთ ბატონო, რაც მოხდა და სასწრაფოდ უნდა მოხდეს ამ საქმის გამოძიება, საქმის კურსშია შესაბამისი სტრუქტურები, იმედია, აღიძრება საქმეც, მიაკვლევენ დამნაშავე-უდანაშაულოს და ა.შ. - გავიგეთ ყველაფერი, გავიგეთ - მაგრამ რა მიკვირს, იცით?
რამდენი დღეა ამ შემთხვევაზე მიდის განუწყვეტელი სჯა-ბაასი მედიის მხრიდან, საზოგადოება გაფაციცებითაა ჩართული ამ ფაქტის მიმოხილვასა და ვარაუდების, ვერსიების განხილვაში,
ხალხო, ქართველებო - გარეჯი წაგვართვეს, მიისაკუთრეს, პირში ჩალაგამოვლებული დაგტოვეს, საზღვრები წაგართვეს, ტერიტორიებს გაგლეჯენ, სუიციდი სუიციდზე მოდის, ავარია-ავარიაზე, მკვლელობა-მკვლელობაზე, ემიგრაცია-ემიგრაციაზე და...
სიჩუმეა!
დუმს მთავრობა, დუმს პრეზიდენტი, დუმს "ყველაზე ბრძენი და ყოვლისშემძლე" უსტატუსო, მაგრამ ყველაფრის განმკარგავი ივანიშვილი!!!
დუმს მედია!
დუმს სოცქსელი...
ერთი-ორი ვინმე თუ ამბობს რაღაცას და ამხელმა სივრცეში ქვად მღაღადებლისად რჩება ამ ერთი-ორის ნათქვამი!!!
ამასობაში საქართველო ხელიდან გვეცლება...
ძალიან მწყინს თამთა თოდაძის მართლა თუ ცრუ გაუპატიურების შემთხვევა, ძალიან მწყინს ძალადობა, მაგრამ გვეყო რა!
მეც ქალი ვარ და ღმერთმა დამიფაროს მსგავსი ამბებიდან, მაგრამ
დავით გარეჯა აზერბაიჯანმა წაგვართვა და გუშინ თურმე ეს ამბავი აღუნიშნავს აზერბაიჯანის პრეზიდენტს!!!
ცოტა ხომ არ ძმარავს ჯიშკარიან-თოდაძის ამბის სახალხო "მკვლევარებს"?!!!
ან იქნებ ეს ე.წ. ძალადობაც შემოგდებული სასკანდალო თემაა, რომ ჩვენი სახელმწიფოსა (თუ კიდევ გვაქვს სახელმწიფო) და ქართველი ერისთვის (თუ კიდევ დავრჩით) სტრატეგიული მნიშვნელობის თემები გადაიფაროს?!!!!
მივხედოთ ღირებულ პრობლემებს, ჯიშკარიან-თოდაძის საქმეს შესაბამისი ორგანოები მიხედავენ!
პატივისცემით, ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი