Feedback

ლალი ორმოცაძე: 'უნაპიროა ჩვენი ფიქრები, მეტყველი დუმილით მიგნებული...', PKTV-ს 'მოზაიკაში', ლანა ბიბილურიძესთან

  /   ნანახია 548 ჯერ

ლალი ორმოცაძე: 'უნაპიროა ჩვენი ფიქრები, მეტყველი დუმილით მიგნებული...', PKTV-ს 'მოზაიკაში', ლანა ბიბილურიძესთან

მე ვარ…ლალი ორმოცაძე:

 უპირველესად მართლმადიდებელი ქრისტეანი. ჩემი მამულის, წინაპართა ფესვზე აღმოცენებული ქართველი, რომელიც 

დაუღალავი ლტოლვით მიისწრაფის სულიერი სრულყოფილებისკენ, რაც, ვფიქრობ, მიუღწეველია მოკვდავისთვის,

 ვიდრე არ ეზიარება უზენაესი ყოფიერების საიდუმლოებას მარადიული სიცოცხლის სახით ზე–გზასაყარზე. . .

 არ იფიქროთ

 რაიმე, რაც მიზნად დაისახეთ - ვერშეძლებთ, შეუძლებელი არაფერია.

 ოცი წლის წინ… ოცი წლის შემდეგ

მღელვარება დამეუფლა... ოცი წლის წინსხივთა ჩქერალებს ცის კაბადონზე თაიგულებად ვკრავდი,

 მზისა და მთვარის სურნელს აფრქვევდა ია და ვარდი, ლურჯად დაფერილ ტალღებს არწევდა აფრიანი, თეთრი ნავი...

ოცი წლის შემდეგაშრიალდ ამ ზეცრეცილი შემოდგომის სიმფონია,  ვთრთი ნაღველით გათანგული, ჰკრთის ზამთარი დათოვლილი,  მსუსხავი დადამცინავი,  დაბადებიდან მოსულმა დღემდე ვიხილე გზები მზის ჩაფერფვლამდე...   სოფლის ყოველი ჩქამი ამო და ფუჭიც...    ვინ დამაბრუნებს ამ გზის საწყისში?  ჩავასწორებდი ზოგან, მზისსაფერ ბილიკს,  ზოგი მრუდეა,  ზოგი ჰყვაოდა ია და ვარდით...  ოდენ ვხედავ, ხან მივლია შეცდომებით,  გზა მქონია ლამაზი და ღვთისნიერიც...  

ოოჰ... და ოცი წლის შემდეგ? ვიმკე სამკალი...  დადგა ზამთარი ჭაღარა, სანდო,  არსთა ბარაქით ან უბარაქოდ, ბებერ ძვლებს მითბობს ბუხრიდან ალი, სევდამ დანამაცვრით ნაკვერჩხალი...     

 ყველაზე ხშირად ვკარგავ

 სათვალეს. საბედნიეროდ, მეგობრებს ვიძენ.

 არასდროს არის გვიანი

 ახალი ცხოვრების დაწყება. ვფიქრობ, შეცდომაა ძველზე მიჯაჭვულობა, თუნდაც ის საუკეთესო იყოს, უკვე წარსულია, რომელიც მხოლოდ საძირკვლად გამოდგება და არა მომავლის საყდრად. წარსულის გამოცდილების გონიერად გამოყენება კი, ახალი, სულიერი ციხე–სიმაგრის მტკიცე, საიმედო ბალავარია.

 მოგონებები

 მოგონებათა სამყარო ჩემთვის სხვა სულიერი განზომილება, პარალელური გალაქტიკა გახლვათ...

 თუ ვერ დაგაფასეს

 არაუშავს, ყველას მოსაწონი ჯერ არ შობილა, მთავარია, ოჯახმა იცოდეს, ახლობლებმა იცოდნენ შენი ფასი. ცხადია, თუ ვიმსახურებ.

 არასდროს დაივიწყოთ

 საიდან მოდის შენი ფესვები.. სხვანაირად ადამიანი არშემდგარი, მკვდრადშობილი არსებაა.

 შვილებომშობლებს უთხარით

 რომ ისინი საუკეთესო, გამორჩეული მშობლები არიან...

 მენატრება ის საქართველო

 მონატრება განა მხოლოდ წარსულის მონატრებაა? მემენატრება მომავლის გაბრწყინებული, დიადი, გაერთიანებული, ძლიერი საქართველო, ისეთი, როგორიც –,,ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო... ყოფილა ნიკოფსით-დარუბანდამდე გაჭენებული და გამოჭენებული“... (მ.ლებანიძე)

 თუ დააპირებთ ადამიანის განკითხვასგახსოვდეთ

 და მართლაც მახსოვს, ადამიანო! –  ჩემო საუნჯევ, ერთმანეთისგან სჯის უფლება არ მოუცია ჩვენთვის უფალსა. იესომ ბრძანა, ცოდვილს ქვა იმან ესროლოს, ვინც უცოდველიაო. თანადგომის, სიყვარულის, მიტევების უფლება დაგვიტოვა მხოლოდ. წუთისოფლის გზა თითქოს გრძელია. იღბლიანობას, ან უიღბლობას გვწყალობს განგება. მტრობა, შური, მზაკვრობა დავივიწყოთ, რადგან ოდესმე დგება ჟამიხ ეტიალის დასასრულისა დედამიწაზე...

 არ დაკარგოთ

 უფლის გზა, რწმენა, სიყვარული ღვთის, მზის, ვარსკვლავების, ცის, სიბრძნე სახარებისა, შენდობა მოყვასისა, ქართველობა, ერთიურთგატანა, თავის–უფლება!

 ცხოვრება გაიძულებს

 გაუძლო ყველა სახის წინააღმდეგობას, შენ ადამიანი ხარ. ამ სამყაროში ყველაზე გონიერი არსება. თუ ღმერთი არ გწამს და ის არ არსებობს შენთვის, იცოდე, შენც არ არსებობ მისთვის. გადარჩენისთვის მიენდე უფალს, ის მშობელია შენი.  არ გამოილიო მოყვასის სიყვარული.

არ შეუშინდე ტკივილს, შეცდომას, სნეულებას, უსახლ–კარობას, შიმშილს. ღვთისბოძებული თავისუფლება შენშია და გამოიყენე სრული სისავსით! შენი სიცოცხლე წამში გაირბენს. ნუ დააყოვნებ. იღონე რამე. სხეულს ნუ მისცემ განცხრომის ნებას! სული ცდომილია და იზრუნე მისთვის!  მარად გახსოვდეს: – ღმერთმა ადამიანისგან შემწედ შექმნა მეორე ადამიანი. ყური დავუგდოთ ერთმანეთის გრძნობას, გონებას.

სულერთია, ვინ ხარ შენ! მდიდარი, თუ ბოგანო.  მთავარია, რომ ხარ ადამიანი.

 გულით ვატარებ

 სამშობლოს გაბრწყინების ნატვრას, ოჯახის სიყვარულს,  გარდაცვლილთა ხსოვნას. ძვირფასი ადამიანების, მეგობრების პატივისცემას...

 წარსული არის

 

მხოლოდ მოგონება, განვლილ დროებათა სარკისებური ანარეკლი. ზოგჯერ სევდიანი, ზოგჯერაც სიხარულით სავსე...

 ვსწავლობთ

 

ღრმა სიბერემდე, ცხოვრების გამოცდილებიდან, რომელიც დაუწერელი წიგნი გახლავთ.

 წიგნირომელიც მომწონს…  

 

ძირითადად ფილოსოფიური ხასიათის კლასიკური შემოქმედება გახლავთ.   მიყვარს რობაქიძე, გამსახურდია, ვაჟა, გალაკტიონი...ასევე უცხოელი კლასიკოსები, ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს. რაც შეეხება თანამედროვე ხელოვანთა შემოქმედებას, ვფიქრობ, დროის საცერი სამართლიანად გაცრის და თავის ადგილზე დაალაგებს ქატოსა და ფქვილს. ამ ბოლო დროს წავიკითხე გერმანელი ფილოსოფოსის,  არტურ შოპენჰაუერის მეცნიერული ნაშრომი: – 'სამყარო ვითარცა ნება და წარმოდგენა'.  ასევე საკმაოდ საინტერესოა გერმანელი ფსიქოლოგის, ფრიც რიმანის ფილოსოფიური ნაშრომები.

 როცა ბედნიერი ხარ

ვცდილობ, სხვაც ბედნიერი იყოს. თუმცა, სევდიანი განწყობაც არ მიშლის ხელს, შევძლო, სხვას ბედნიერება მივანიჭო.

 სამშობლო ჩემთვის არის

 

სიცოცხლეზე მეტად აღმატებული მცნება. აჰა! მამულო, ჩემი სიცოცხლე ჩირად არ მიღირს,  ქართულო მიწავ, მზეო, მთოვარევ, შემოგევლები, შემოგევლები, გამაზვარაკე! გამაზვარაკე!

 ამ ქვეყნად მოვდივართ იმისთვისრომ

 

თუნდაც ერთი მცირე, კეთილი თესლი მაინც გავაღვიღოთ სამომავლოდ და უკვალოდ არ გავქრეთ.

 სიკვდილი

 

ჰმსიკვდილი?... მსურს, ახლოდან ჩავხედო თვალებში და დავარწმუნორომ ვერ მოერევა გენსა და მისას ჟამის ხორხოცი... მშვენიერების მტერო, სიკვდილო! შენ ხომ განაგებამ წუთისოფლის იდუმალ აზრთა წვდომა-გაგებას? შენა ხარ ბრძენი, დირიჟორიცა, ხელოვანიცა – შთანთქო ყოველი! კაცთ ინტრიგების დიდო მაესტრო!

მოგეხსენება სიცოცხლის ძალა! ხელმწიფობს შენში დაუნდობლობა და შენ! სიკვდილოცელესიტურფერამდენჯერცგსურდეს.ვერმოგვერევი. არც კი იფიქრო გამარჯვებულხარ! რამდენჯერც მოხვალ, იმდენ სიცოცხლეს შობს ისევ ღმერთი.

მშვენიერება გენებით მოდის, ის ჩაძირვისთვის არ იწირება. ვაღიარებ რომ, შენ დიადი ხარ, ყოვლისშემძლე ხარ, ჩასაფრებულო... ცბიერ-მზაკვარო, მაგრამ რწმუნდები? როდისღა იყო წუთისოფელი გარდაცვლილიყო? შენზე ძლიერის სიცოცხლე არის! ადამის დროდან შენ დააბიჯებ შხამიან ლახვრით, თავ-ზარს სცემ ევას გამოზრდილ შვილებს, ისევ მოდიხარ დაუსრულებლად, კვლავაც მოდიხარ! მაგრამ იცოდე, ამოდ დამაშვრალს სიცოცხლე გთრგუნავს, შენ ამ დუელში სულ დამარცხდები!!!

 ერთი დღით ვიქნებოდი

 

ყოვლისშემძლე ძალმოსილების მფლობელი, რომლითაც დედამიწაზე ახალ ედემს შევქმნი მაცდუნებელი გველის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს, ჩვენს ლამაზ პლანეტაზე მარადიული მშვიდობისა და კეთილშობილების ნიჭით დაჯლდოვებული ადამიანები სახლობდნენ სიყვარულით, გაგებით, ურთიერთპატივისცემით...

 მსოფლიოს ვეტყოდი

 

დაეუფლეთ სრულფასოვანი სიყვარულის დიდოსტატობას, სიყვარულს მთის, ზღვის, ცის, ხის, წყლის სიყვარულს იმ მშვენიერი სამყაროსი, რომელიც უზენაესმა გვიბოძა ჩვენ, სამყაროსერთადერთ გვირგვინოსან, მოაზროვნე არსებას – ადამიანს!

და ყველაზე მნიშვნელოვანი! ავფრინდები ზემოთ! მზესთან! რატომ მზესთან? ჩვენ ხომ მზის შვილები ვართ!  და იქიდან გადმოვძახებ მთელ მსოფლიოს:– ჩვენ ქართველები იესოს დედულეთის მადლიან მიწაზე  ვსახლობთ, რომელსაც საქართველო ჰქვია!  გენიოსების, მეფეების, პოეტების, დიდოსტატთა გენიალურ სამყაროში!

 ჩვენ, ქართველები, უფლის მხოლოდშობილი ძის კვართს ვინახავთ მაცხოვრის დედულეთში, ღმერთების ენაზე ვესაუბრებით ერთმანეთს! ჩვენ, კოლხ–იბერნი, ზენაარის ნებით მაცხოვრის ხატების წინამძღოლიერი ვართ. ჩვენ, ყოვლად წმინდა ღმრთისმშობლის წილხვედრილობა გვარგუნა იესომ.

 თითოეული ქართველი ხელმწიფედ  იბადებაო, ვფიქრობ, არაა გაზვიადებული, რადგან ჩვენ, ყველანი მეფეები ვართ! ღვინის, ვაზის, სიტყვის, სილამაზის, სიყვარულის, მეგობრობის, ერთმანეთის ბეჭებზე შემდგარი, ჟამიერ ზნეობის საყუდარი მეფეები ვართ!

 ნუ განმსჯით გადაჭარბებული გრძნობების გამო, მე ხომ ქართველი ვარ!

რას ვიზამთ? ეგეც ჩვენი, ქართველთა სენია მრავალ ჟამიერ ვქუხდეთ, საუკუნეებით მოვიმღეროდეთ, –  რაც კარგები ვართ, ქართველები ვართო!

ეეეჰ... შეჩერდი, ადამიანო! შეგვინდოს ჩვენი პატივმოყვარეობა და გვიშველოს ისევ მოწყალე ღმრთისმშობლის მადლმა.  ლევან სანიკიძის ,,ქართული სირცხვილი” გამახსენდა, ლამის დავიწვი სირცხვილისგან. უნაპირო სიტრაბახის სამეფო დავთრგუნე,  არსებულ სიცხადეში გადმოვერთე, დიდი კონსტანტინეს აჩრდილი ამედევნა... ადამიანი შეკითხვებშიაც ისევე ამჟღავნებს თავის რაობას, როგორც პასუხებშიო....

 მეგობარია ის

 

სულისცალიშენში არსებული  'მე'რომელიც სრულ ჰარმონიაშია შენს სულიერებასთან და შეგიყვარებსდაგაფასებს ისეთსროგორი პიროვნებაცა ხარ შენსულიერი მეგობრობა მშვენიერი პოეზიის მელოდიას ჰგავს,  რომელიც გვთავაზობს ზეციურ ურთიერთობებს,  გამოცდილებებს და შთაგონებას, რომლითაც ქვეცნობიერ დონეზე ვგრძნობთ, რომჩვენყველანიერთიოჯახისწევრებივართდაერთიწყაროსკენმივემგზავრებით, რათაერთმანეთისმწყურვალესულებიდავარწყულოთიმსიყვარულითადამეგობრობით, რასაცჩვენერთმანეთისგანვგრძნობთ.

 სიყვარული არის –

აუხსნელი ფენომენიის მრავალმხრივად დატვირთული, გრძნობადი მღელვარება გახლავთ... სიყვარული სისხლისმიერი ახლობელისა და სიყვარული სულიერი ნათესავისა მრავალმხრივ ტოტებგაშლილ მუხას მაგონებსრომლის ღვთიურ ძალმოსილებას გამაოგნებელი უნარი შესწევს, ზიდოს საწუთო სოფლის ყოველი არსის, თუნდაც შეუძლებელი ვითარება.          

 ლექსირომელიც შეესატყვისება დღევანდე ლყოფას

 

აღსდექ მეფეო!

                   *  *  *

  ,,ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა"... 

 (ხალხური)

                            *

ზე–კაცო, მეფეო მძლეთამძლეო,     

რისხვავ მტრისაო,                                         

მთა-ბარისა მზეო, ლომ–ჭაბუკო,

იბერთ სამეფოს ლეგენდალურო,      

რვალის რაინდო.                                              

ბერძნულ არესის, რომაულ მარსის,              

ქართულ კოპალას ნაზავ–რჩეულო,               

ბრძოლისკაც–ღმერთო,                                   

წმიდა გიორგის გამობრძმედილო,                

უფლის რჩეულო,                                                  

ქართველთ სატახტოს განმჩინებელო,                

მეფეთა მეფევ!                                                          

მკლავაღმართულო,                                                

მეტეხის კლდეში ჩამკვიდრებულო,                   

სისხლიან მტკვარის

ებგარ–დარაჯო,                                                       

კვლავგანმგებელო

ქართველთ იღბლისა.                                 

   *

შენკენ ვისწრაფვით ჩვენ,  სისხლო ჩვენო,             

გენო დიადო,                                                               

მამაცი სულის შარავანდედო!                                

ლეკთა, ჯიქთა, ირანელ, ოსმალთა,                  

ბიზანტიელთა, მრავალმონღოლთა,               

ყოველ ურჯულოს, მტერთა მახვილო.           

   *

შენ, მუზარად,  გორგ–ასალო,     

ერის მამავ, მგელთა ჯიშო,

შიშის ზარო,                                                    

უფლის დარო,                                                   

იბერთქვეყნის აბჯარ–ფარო,                       

ნასისხლარი საქართველოს

აღმდგენელო,ძალმოსილო ,                                                                     

მოერთსულო წმიდა ნინოს,                                

ღრმთისმშობელის წილხვედრილო.               

   *     

გეთსიმანიის ბაღნარის

ციხე–სიმაგრევ უტეხო,  

ქრისტეს ტარიგთა სულის ტაძარო, 

ასიათასი მარტვილ ქართველის,       

ნაწამები დედოფალის

შუშანიკის მეოხეო,                               

წმიდა აბოის მფარველო,

სხივოსანთა სულ– მკურნალო.

   *

ვალ–მოხდილო, სულ–ნათელო,

მგლისმუხლო და სამართალო, 

ჩვენი სამშობლოს

ჟამთა სიავის შენ, დამთრგუნველო, 

დღეისაყოფით სულდაცხრილულო,

აღსდექ, მეფეო!                                           

გიგანტურო, არვისსწორო,                    

უკვდავო და მტკიცე სულო,                  

უბადლოვ და საარაკო,                             

ქართველთ მცველო, სულ–იმედო,         

უშიშრობის ბერმუხაო , 

კვარცხლბეკსზედა აღმართულო, 

გაუსაძლის ჟამთა ჰრბოლვის,

ბოლოჟამის ნუგეშ–მზეო,             

დააქუხე

მამულს შენსას, სამეოხო,                 

გონიერი, საფხიზელო

გადარჩენა!                                              

აღსდექ, მეფეო!                                       

შემოსძახე ბრძოლა მგლური! 

გააღვიძე შენი ერი!    

საღათაში ჩაძირული! 

*   *   * 

 26 მაისი. 2019 წ.                                   

 

ქალს შევადარებდი

რთული შეკთხვაა... ვფიქრობ, უმჯობესია, ქალის ფენომენზე ღირსეულმა მამაკაცებმა იმსჯელონ. მხოლოდ ერთს დავამატებდი – ქალი, დედა, სამყაროს შობის, მრავლების, ზნეობის, სიყვარულის, გალაქტიკური უთვალსაწიერობის ერთადერთი და უიშვიათესი გენია გახლვათ.

 ილუზიაა

 

თავის მოტყუება, უსასოობა, გაქცევა სინამდვილიდან. ძლიერები იბრძვიან!

 იმედი

 

იტყვიან, იმედი ბოლოს კვდებაო, მიმაჩნია, არასოდეს კვდება... ახალგარდაცვლილი ადამიანიც კი, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ იცნობიერებს, რომ გარდაიცვალა, იმედი აქვს, ის ცოცხალია...

 სენია კაცთა

 

ვფიქრობ, მიგიხვდით, სულიერი ზნეობრიობის სნეულებას გულისხმობთ... სენი მრავალგვარია... მომხვეჭელობა, სიხარბე, ღალატი, გულგრილობა, პატივმოყვარეობა, უსამართლობა... ქრისტესისათი, ოქროსმცნება, რომელიც, ვშიშობ, არ ჩაითალხოს საწუთო სოფლის მრუმე ზნეობის უკუნეთ ბნელში...

მიუხედავად ყველაფრისა, სნეულთა არმიას, მსურს, შთავაგონო, გამოაფხიზლონ გონების სივრცე! ვინ გაპატიებთ ამდენ შეცდომებს? მოდრიკეთ ქედი! დაეცით მუხლით და აღიარეთ, წილნაყარი ხართ სატანის ბუდის? მოინანიეთ ცრემლით, სიწრფელით. ჩვენთვის ჯვარცმული ყმაწვილი ღმერთი, ჩვენი ცოდვებით დამძიმებული, გულწრფელობისთვის ხელდასხმით გიხსნით. ნუღარ ითრთოლებთ, ნუგეშინიათ, იყავით გულწრფელნი, თქვენ მიტევების გახდებით ღირსნი და აღზევდებით ისევ სიკეთით, ნაზარეველის ტანჯული გზებით, სულის განწმენდით ჭეშმარიტებას ეზიარებით.

 ნუ უყურებ საათს

 

არ მიყვარს დროის ათვლა,  ვფიქრობ, სამყაროში დრო უმყოფადოა, საათები კი, ჩვენ, ადამიანებმა გამოვიგონეთ მიწიერი ყოფის მოსაწესრიგებლად, რომლის გარეშე, ცხადია, ყოველდღიური ცხოვრების რითმი აბურდული ქსელის აბსტრაქციას შექმნის დედამიწაზე...

 მტერი ვერას დაგაკლებსთუ

 

მე, შენ, ჩვენ... ყველანი ერთად, გავქვითკირდებით, როგორც ოდესღაც ერთიანობდა ქართველიკაცი, ათასწლეულთა დელგმაში, ჭირში, ქარიშხალთა და მეხთა ქუხილში,
ქართული ჯიშის, ქართული გენის, ქართული სისხლის ჩანჩქერს ვატარებთ. ჩემომამულო, ჩემოტკივილო, ერთად დავდგებით, ვინ მოგერევა? არდაეცემი!

 ახალი თაობა…          

 

ახალგაზრდობა სამყაროს მშვენიერებაა. ახალგაზრდობა – ერის ბედის მჭდელი, გულისცემა, საკუთარი ხალხის სულიერების სარკე, ძალმოსილება, გმირ წინაპართა ფესვი და ცივლიზაციასთან დამაკავშირებელი ძალაა. მომავალი თაობა ჩვენი მთავარი არტერიის მჩქეფარე სისხლი და ქვეყნის ხსნის, ბედნიერების წყარო გახლავთ.

მივმართავ ახალგაზრდობას! – დადგა ახალი იდეებითა და წინააღმდეგობებით დატვირთული საუკუნე. შვილებო, გაითავისეთ ქრისტეს მოძღვრება, კრძალვით გადაფურცლეთ წინაპართა მატეანე. შეიმეცნეთ, ვინ გადაარჩინა, ვინ მოიყვანა ჩვენი

სამშობლო, ერი და ბერი დღემდე შეურყვნელ ზნეობით, კაიყრმობით? ვინ შეინახა ქართველობა, მართლმადიდებლობა, ვინ დაადგა გვირგვინად ქართულ ზეცას მზიანი თავისუფლების გვირვინი? – ახალგაზრდობამ!

თითოეული თქვენგანის მუხლჩაუხრელი ღვაწლი და დევიზი – შევძლებ შეუძლებელს! – თქვენივე სამშობლოს, თქვენი მომავლის გაბრწყინება იქნება.

უფროსი თაობა გენდობათ თქვენ, რადგან თქვენი ჯანსაღი ფესვები გმირული წარსულიდან საზრდოობს.

მომავალი საქართველოს გაბრწყინება ისევ თქვენს ხელშია. თქვენ წელში გაიმართებით, გაერთიანდებით, გაძლიერდებით და თქვენვე იქნებით თქვენი ქვეყნის ბატონ–პატრონნი! სიკეთისა და გამარჯვების გზას დაგილოცავთ ამ უსასრულო სამყაროში, ჩვენო იმედო და სიამაყევ, ახალგაზრდობავ!

 ჩვენი უბედურება ისაარომ

 

გათითოკაცების, ერთმანეთის ღირსების, ადამიანობის ვერდანახვის პატივმოყვარეობა,  გულგრილობა შეჰყრია თანამედროვეობას. გულგრილობა კი,ბოროტების მშობელი დედა გახლავთ, რაც, მოგეხსენებათ, ყოველი არსებულის, სიკეთის, სიცოცხლის,  ნგრევის დაუნდობელი იარაღი გახლავთ. გავუფრთხილდეთ თითოეულ ადამიანს, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით...

 ბედისწერა

 

ვფიქრობ, გარდაუვალიაუნაპიროა ჩვენი ფიქრები, მეტყველი დუმილით მიგნებული... თავს რად იტანჯავს ადამიანი? ერთხელ მოსული ბედნიერების, სიცოცხლის, სიხარულის, სიყვარულისთვის შობილი?  ბედისწერაო, მკითხეთ... არ ვიცი, რად შემომაწვა დარდი ამგვარი...

ხშირად, ღამით ვარსკვლავებით მოქარგულ ცას შევყურებ... ამ პაწაწკინტელა, ელვარე მნათობის სრულყოფაში თითქოს ჩვენი, ადამიანების ბედისწერაა ჩაქსოვილი? გავიხსენოთ ნაზარეთელი ყრმის შობა ბეთლემის ვარსკვლავზე, რომლის ტარიგობა და განღრმთობა წინასწარ იყო ნაწინასწარმეტყველები, ამიტომაცაა სახარებაში ნათქვამი, იესო ქრისტეს შობის ჟამს ცაზე გამოჩნდა ,,ბეთლემის ვასკვლავი“ – მესიის მეუფების მაუწყებელიო...

მე კი მთელი სისრულით აღვიქვამ, რომ უფალი ჩემთან უფრო ახლოსაა, ვიდრე მე - მასთან, ის ჩემშია,  ჩემს შინაგან 'მე'–ზე უფრო ახლობელია ჩემისულისთვის და მაინც მიუწვდომელი, იდუმალი,  დაფარულია ყოველი, მისგან გზავნილი...    იქნებ, ზეციერ განდობილთა სივრცის სავანე ფარულად ინახავს მარად ამოუცნობ სამყაროში, კაცთა ბედისწერის მწერალთა იდუმალებას?...

ჩვენ, ადამიანებს, ყველას გვაქვს ჩვენი შობის, პატარა 'ბეთლემის მიკრო–ვარსკვლავი...', ვით ალმასის კრისტალი, ბედისმწერელი, ჩვენი ჯვარი და ჩვენი გოლგოთა...