Feedback

ავთანდილ ვარსიმაშვილი: იმედი სიყვარულივითაა,ის შენი მუდმივი თანამგზავრია.. PKTV-ს "მოზაიკაში", ლანა ბიბილურიძესთან

  /   ნანახია 217 ჯერ

ავთანდილ ვარსიმაშვილი: იმედი სიყვარულივითაა,ის შენი მუდმივი თანამგზავრია.. PKTV-ს

1.მე ვარ...ადამიანი,რომელიც მუდმივად ყვება სხვადასხვა ისტორიებს.

2.არ იფიქროთ,რომ.. გავჩერდები,სანამ ცოცხალი ვარ ვიმუშავებ ბოლომდე.

3.ოცი წლის წინ.. თავისუფალ თეატრს ვხსნიდი და ვიცოდი,რომ ეს იქნებოდა ყველაზე მაგარი თეატრი.ოცი წლის მერე..ვიცი ,რომ ჩანაფიქრი განვახორციელე და ამაყი ვარ რომ ასეთი თეატრი მაქვს.

4.ყველაზე მეტად ვკარგავ ...დროს ,იმიტომ რომ ბევრ სისულელეში მეკარგება.

5.არასდროს არის გვიანი..ყველაფერი ,თუნდაც ცხოვრების თავიდან დაწყება.

6.მოგონებები...შთაგონების წყაროა ჩემთვის ,ისინი მიბიძგებენ ხასიათების შესაქმნელად.

7.თუ არ დაგაფასეს..მთავარია შენ აფასებდე სწორედ შეჰს ნამოქმედარს, დაფასებას სხვისგან არ უნდა ელოდო.

8.მე ვიქნებოდი ის ვინც..ის ვინც ვარ და სხვა არავინ.

9.არასდროს დაივიწყოთ..სიკეთე ,რომელიც გხვდებათ ცხოვრებაში.

10.შვილებო მშობლებს უთხარით..თბილი სიტყვა არ დაიზაროთ არასდროს..

11.მენატრება ის საქართველო.. როცა ძმა არ წევდა ძმაზე ხელს..

12.თუ დააპირებთ ადამიანის განკითხვას.. არ დავაპირებ არასოდეს.

13.არ დაკარგოთ ადამიანები..რომლებსაც უყვარხართ..

14.ცხოვრება გაიძულებს..არაფერს არ გაიძულებს. შენ ქმნი სიტუაციას ,როცა გგონია ცხოვრება გაიძულებს,მიზეზი ყოველთვის შენშია.

 

15.გულით დავატარებ..მათ ვინც დავკარგე,სევდას წასულებზე,ეს ყველაზე დიდი სევდაა.

16.წარსული არის..ცხოვრების ორგანული ნაწილი

17.ვსწავლობთ..მუდამ, დღე როდესაც ჩათვლი რომ სასწავლებელი არაფერი შენი ბოლო დღე იქნება.

18.წიგნი რომელიც მომწონს..ყოველთვის ის, რომელსაც იმ წუთს ვკითხულობ.

19, ბედნიერი ვარ..როცა ოჯახში სიმშვიდეა,როცა თეატრი წარმატებულია,როცა ქვეყანაში რამე კარგი ხდება.

20.სამშობლო ჩემთვის არის..სულიერი მდგომარეობა,მარტო აქ ვარ კარგად.

21.ამ ქვეყნად მოვდივართ იმისთვის,რომ..გვიყვარდეს და საქმეს ვაკეთებდეთ

22.სიკვდილი..ის მუხთალი რამაა რომელიც გაიძულებს გამოეთხოვო საყვარელ ადამიანებს.

23.დამოკიდებული ვარ..ოჯახზე,თეატრზე,სამშობლოზე,მზეზე..

24.ერთი დღით ვიქნებოდი..არ მინდა ვინმე სხვად ყოფნა,ავთო ვარსიმაშვილად ყოფნა ძალიან მიყვარს.

25 .მსოფლიოს ვეტყოდი...რომ გაგიჟდა სამყარო,რომ ხსნა მხოლოდ სიყვარულშია.

26.მარადიულია...ხელოვნება.

27.მეგობარია ..ის ვინც გიყვარს,ვისაც ენდობი,ვინც გენატრება.

28.სიყვარული არის..ყველაფერი,მხოლოდ სიყვარულისთვის ღირს ცხოვრება.

29.ღმერთის ჩემეული აღქმა..ღმერთი ჩვენშია ადამიანებში,დედის,შვილების თვალებში.

 

30.ლექსი ,რომელიც შეესატყვისება დღევანდელ ყოფას..ნიკო გომელაურის ნებისმიერი ლექსი..

31 .ქალს შევადარებდი..არაფერს შევადარებდი,ქალი შეუდარებელია.

32.ილუზიაა..თვითონ ცხოვრებაა ილუზია.

33.იმედი..იმედი სიყვარულივითაა,ის შენი მუდმივი თანამგზავრია.

34.სამყაროს დავხატავდი..სამყარო ისეთი მშვენიერია ,რომ ღმერთი უნდა იყო რომ დახატო..

 35.ბედისწერა..არ ვიცი ეგ რაა,არც მინდა მასზე ფიქრი..