Feedback

SOS!!! დავით წერეთელი : '10 დღეა ქობულეთში ვარ... 90% კაიფშია. გოგო, ბიჭი... პარკში პლანის სუნი დგას. უკვე ე.წ. 'კალიანებითაც' ეწევიან მოურიდებლად...PKTV.GE-ს სოცრევიზია

  /   ნანახია 5841 ჯერ

SOS!!!  დავით წერეთელი : '10 დღეა ქობულეთში ვარ... 90% კაიფშია. გოგო, ბიჭი... პარკში პლანის სუნი დგას. უკვე ე.წ. 'კალიანებითაც' ეწევიან მოურიდებლად...PKTV.GE-ს სოცრევიზია

SOS!!!სოციალური ქსელის მომხმარებელი დავით წერეთელი სოციალურ ქსელში წერს:

'10 დღეა ქობულეთში გახლავართ... 90% კაიფშია. გოგო, ბიჭი, მუსიკოსი, მომღერალი, 'პოვარი" თუ ოფიციანტი... პარკში პლანის სუნი დგას. უკვე ე.წ. 'კალიანებითაც' ეწევიან მოურიდებლად...

ბელარუსმა ტურისტმა მკითხა - вам не жалко свою молодежь?

უყურებ ამ ქაოსს და ვერაფერს უპირისპირებ... პლუს ბარიგები, რომლებიც პირადი მოხმარების ნიღაბს ამოფარებულნი მოურიდებლად ასაღებენ მარიხუანას და კაცმა არ იცის კიდევ რას, თან დამცინავი მზერით უყურებენ საზოგადოებას, მათ შორის პოლიციასაც?! კატასტროფაა!

და ამის მერე კიდევ დეკრიმინალიზაციაო! უკაცრავად, მაგრამ. ხომ არ გაჟრიალებთ?!' - წერს დავით წერეთელი.