Feedback

ლალი ბარძიმაშვილი: ჰეგელის ფრაზაა, "აბსოლუტური გონი, (აბსოლუტური სული) მხოლოდ კავკასიაში გაიმარჯვებს... მსოფლიო ისტორიაში პროგრესი მხოლოდ კავკასიის რასის წყალობით ხდება...", PKTV

  /   ნანახია 212 ჯერ

ლალი ბარძიმაშვილი: ჰეგელის ფრაზაა,

მთავარსათქმელამდე ჯერ გავიხსენებ, ჰეგელის ფრაზაა - "აბსოლუტური გონი, (აბსოლუტური სული) მხოლოდ კავკასიაში გაიმარჯვებს... მსოფლიო ისტორიაში პროგრესი მხოლოდ კავკასიის რასის წყალობით ხდება." საუბარია ხან "მაშასადამე ევროპელობაზე", ხან ჩრდილოეთზე, მაგრამ კავკასიურ მოდგმაზე არავინ საუბრობს ზვიადის შემდგომ... რა გასაკვირია, კავკასიას "ლობი" არ ჰყავს და არც დაფინანსებაა... არ მეგონა ამდენი რუსოფალი თუ იყო ამ სოც. ქსელებში. მარადმწვანე პარტიებიც ვიხილეთ სრული მზადებით. საქართველო ხომ არ გადაქართულდათ? - ერთი მწერლისა არ იყოს...
30 წლის წინ დავიწყე საქმიანობა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, გამოვდიოდი "მოამბით", რადიოთი, პრესით, (გერმანიის ტელევიზიამაც ჩამწერა ზვიად გამსახურდიას მითითებით), მიტინგებზეც მქონდა გამოსვლები - 90-იანებში. ვიცხოვრეთ დევნაში, პოლიციის კორდონების გარღვევაში, ტანკებთან შეძახილებით. ცეკას შენობიდან პროტესტით 10 ადამიანმა წერილი - მოთხოვნა გავაგზავნეთ ელცინთან და ეხებოდა მიუსერას აგარაკის მშენებლობის შეწყვეტას (საქართველოში). პირველი აწერდა ხელს მანანა არჩვაძე, მანანა ძოძუაშვილი, მეც სხვებთან ერთად... 
ახალგაზრდა ჩავები, რათა სტუდენტები საყრდენ ძალას წარმოვადგენდით. ("ჰელსინკის კავშირის" წევრიც და სტუდენტური მოძრაობის ლიდერიც ვიყავი, დეპუტატობის კანდიდატიც და მოვხსენი კანდიდატურაც)... თუმცა პოლიტიკოსი ვარო, არ მიძახია ამ მარადმწვანე პარტლიდერებივით. არსად მივიწევ თანამდებობისკენ... წარამარა განსაცდელიც არ მოგვკლებია თან... რუსეთის თემასაც ვუბრუნდები. უფრო ჭკვიანები არიან? - ბარათაშვილზე, ილიაზე, ქაქუცაზე, გურამიშვილზე, რომელმაც თქვა, ვახტანგ მეფის ამალაზე (ქვეშევრდომობაზე), -"სწორედ იქითკენ წავიდნენ საითაც იყო სნებაო", რობაქიძეზე, პირდაპირ როგორც ახასიათებს წვრიმალი, სტეპების მოდგმაო და ა. შ. (ყაზბეგის "ელგუჯას", "ჰაკი აძბას", ხრიტანიუკის ფსიქოტიპისა და დიდ თემებში მოქცევის გარეშე)...რუსმა დისიდენტმა და მოღვაწემ - ვალერია ნოვოდვორსკაიამ თქვა, რა იქნებოდა აფხაზებს გაეგო: "რუსეთი უბადრუკობის პოლუსია და მისკენ გამოქცეული - ან ნაძირალაა, ან ბრიყვი!" 
(ის თქვა, რაც ილიმიაც ცხადყო -"იამშჩიკით", "ფრანსიელით" და ა. შ). უბადრუკობა არ გაგვიკვირდება თუ დღემდე გამოდებულ ლენინს გავიხსენებთ, დღესაც დაუმარხავს... ამის მერე რა მართლმადიდებლობას იჩემებენ. რუსს არარუსი თუ უყვარს, ესეც ვიკითხოთ. ყველასთვის საყვარელი დოსტოევსკიც ვნახოთ - "ჯოხი და როზგი კი ნამდვილად ჩვენია, ნაციონალურია."
ჩვენ არ გადაგვიჭარბებია, ჩვენი შეფასებების გარეშეა ასე... იმათი რაცაა, იმათ ჰქონდეთ... 
ნუ მეტოქეობენ, ჩვენ არავის ვნებთ...
თავისუფლებაშია სიკეთე!
ღირსება ყველა გავლენის მიღმაა...
სხვისა წისქვილის ქვას კი არასოდეს შევუშვიროთ თავი, ხომ შეიძლება...
რამე ფული თუ შემოდის რაღაც მოძრაობებისთვის ისევ ჩვენი გაგლეჯილი ტერიტორიებიდანაა... 
ერთ არხზე გადავრთე - დაველაპარაკოთ რუსეთს, სულ ისმოდა. გამახსენდა თეიმურაზი (ენაბორძიკით, ენაბრგვილობით) - დავვვ...ველაპარაკები ჯაყოსო... 
კი არ უნდა დაელაპარაკო, უნდა მოსთხოვო საერთაშორისო ინსტიტუციებით. არსად ზვიადს არ უთქვამს - დაველაპარაკებიო... რომ დაელაპარაკო ჯერ თავისუფალი ცნობიერების უნდა იყოს... (სოხუმში სულ ვისვენებდით და მახსოვს ის განწყობები, რაც გურამ რჩეულიშვილის მოთხრობებშიცაა). უნდა ელაპარაკო ღირსებით და არა თრთოლით!
"საზოგადოებრივი აზრი" რომ შექმნა ძალიან დიდი მადლი, წონაა საჭირო და არა კლავიატურაზე წარამარაობით წკაპუნი.