Feedback

კარვების "ქალაქი" ბათუმში. რას აპროტესტებენ აჭარის რესპ. საავადმყოფოს ექიმები? PKTV სპეცრეპორტაჟი სპეციალურად PKTV.GE-სა და ტელეკომპანია PKTV-სთვის

  /   ნანახია 148 ჯერ

კარვების

● გვესტუმრეთ: http://pktv.ge

● შემოგვიერთდით: https://www.facebook.com/pktv.ge/

აჭარაში ჟურნალისტური გამოძიებისთვის მივლინებული ტელეკომპანია PKTV-ის გადამღები ჯგუფი სრულიად მოულოდნელად ექიმების გაფიცვის ფაქტის მომსწრენი გავხდით. კერძოდ, აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა სწორედ იმ დღეს, 2019 წლის 18 მაისს დაიწყეს საპროტესტო აქცია ხელისუფლების უხეში მიდგომებისა და სრული გულგრილობის წინააღმდეგ აღნიშნული საავადმყოფოსა და მისი მედპერსონალისადმი. აჭარასა და გურიის რეგიონებში ხელოვნურად და მიზანმიმართულად კლავენ ჯანდაცვას, ვიღაცის კერძო ინტერესების გამო და ეს "ვიღაც", გონივრული ეჭვის საფუძველზე, კომპანია "ევექსია". აცხადებს აქციის ორგანიზატორი, აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების დირექტორი, ექიმი ბენიამინ ჭელიძე. რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ შენობას, რომლის რემონტიც კარგახანია დასრულდა, არ ჩაუტარდა ინვენტარიზაცია,

საავადმყოფო არ აღიჭურვა შესაბამისი თანამედროვე სამედიცინო აპარატურით, მაშინ როდესაც, 2018 წლის დასაწყისში ჯანდაცვის მინისტრი სერგეენკო შეპირდა მათ, რომ მოიძიებდა ფინანსებს და უზრუნველყოფდა გურია-აჭარის რეგიონის - რესპუბლიკურ საავადმყოფოს. თუმცა, 2018 წლისდან დღემდე წელიწადზე მეტი გავიდა, მაგრამ არანაირი ძვრა არ ჩანს, რას ეძიებს მინისტრი ამდენ ხანს, როცა გასული წლის ბიუჯეტიდან 270 მლნ აუთვისებელი თანხა დარჩა სახ.სტრუქტურას? - კითხვას სვამს ბატონი ბენიამინ ჭელიძე.

ამ და კიდევ დამატებით საინტერესო თემებზე ექსკლუზიურ მასალებს გთავაზობთ ტელეკომპანია PKTV-ის 18 მაისის სპეცრეპორტაჟში ბათუმიდან, კერძოდ, აჭარის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოდან, რომელიც მდებარეობს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე. საავადმყოფოს ეზოში ექიმებმა და მათმა მხარდამჭერებმა კარვები გაშალეს...

რეპორტაჟზე მუშაობდნენ: ქეთი სესიაშვილი, ზაქარია როჭიკაშვილი

გვესაუბრებოდა ექიმი ბენიამინ ჭელიძე

გვიყურეთ ჩვენ (silktv251-ე არხი; მაგთიკომზე (კავკასუსზე)-049-ე არხი; , myvideo.ge, youtube.com, tvbox; PKTV.GE) არ მოგატყუებთ! სულ მალე ჩვენი ტელევიზია კიდევ სხვა პროვაიდერებით გაიშვება, ასე რომ, გვიყურეთ ჩვენ!

 

დაგვიკავშირდით: (032) 2 18 25 19; (+995) 577 40 83 82 (ცხელი ხაზი), 592 777 311