Feedback

მოძრაობა "საქართველოს შვილების" შიშველი სიმართლე ფსევდო და ურაპატრიოტიზმზე. ომები და როგორ რიგდება გენერლობა დღეს საქართველოში? PKTV

  /   ნანახია 336 ჯერ

მოძრაობა

● გვესტუმრეთ: http://pktv.ge
დაგვიკავშირდით: (032) 2 18 25 19; (+995) 577 40 83 82 (ცხელი ხაზი), 592 777 311
ეს გადაცემა ჩაწერილია 2019 წლის 3 მაისს.

გადაცემა 2 ბლოკიანია.
ტელეკომპანია PKTV გთავაზობთ გადაცემას ჟურნალისტ ქეთი სესიაშვილის საავტორო რუბრიკაში "სრულიად გულწრფელად ანუ გვისმენთ, ხელისუფლებავ?!- მონტაჟის გარეშე.."- ჟურნალისტის კითხვებს პასუხობს საზოგადოებრივი მოძრაობა "საქართველოს შვილების" ლიდერი, პოლკოვნიკი, სამხედრო კონტრდაზვერვის ექს მაღალჩინოსანი, ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში კონსტანტინე ფორჩხიძე. 

როგორ რიგდება დღეს საქართველოში გენერლის წოდებები ? 3 სამოქალაქო და ერთი რუსეთ-საქართველოს ომი?! - რა განაცხადა დღევანდელმა ხელისუფლებამ? გიორგი გახარია და სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს მაცდუნებელი პოსტი... ამ და სხვა მეტად საყურადღებო საკითხებზე გვესაუბრებიან ჩვენი სტუმრები: "საქართველოს შვილების" ლიდერები: ექიმი ზაქარია როჭიკაშვილი და პოლკოვნიკი კონსტანტინე ფორჩხიძე.
გადაცემას უძღვება ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი. გადაცემა მონტაჟის გარეშე.
ქართველობა არ დაკარგულა, არ დაკარგულა ეროვნული მამულიშვილური მუხტი, მუხტი ბრძოლისა კანონიერი ხელისუფლების აღდგენის მოთხოვნით, საქართველოს (დამოუკიდებელი) დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის (1991 წლის) საფუძველზე.

პირადად ჩვენ: ქეთი სესიაშვილი, ზაქარია როჭიკაშვილი, კონსტანტინე ფორჩხიძე, ჩვენს საინიციატივო ჯგუფის წევრებსა და მხარდამჭერებთან ერთად მზად ვართ ამ მამულიშვილური მოთხოვნით მოგმართოთ თქვენ: დროა ბრძოლისა და ქმედებისა!

ჩვენი სამშობლო სერიოზულ განსაცდელშია!

ჩვენი ლოზუნგია: რწმენა - ქრისტესი! მიწა - ქართველთა (საქართველოს შვილთა, განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური აღმსარებლობისა (არა სექტანტთა)) ენა - ქართული! სამშობლოს სიყვარულს ფული არ სჭირდება!
დანარჩენს ამ გადაცემიდან გაიგებთ.

მამული , ენა, სარწმუნოება გვეძახის - მამულიშვილნო, შემოგვიერთდით, აწმყო თუ არ გვწყალობს, მომავალი ჩვენი უნდა იყოს. დიდება უფალს, გაუმარჯოს დამოუკიდებელი თავისუფალი საქართველოს ღირსეულ კანონიერ პრეზიდენტს!

დღეს კი - მგლების ხროვაა და ამ ფსევდო თუ ურაპატრიოტიზმის, გარყვნილებისა და სიბინძურის, უვიცობისა და გამყიდველობის ორგიებში ტურების სოპრანოა...

მაშ ასე, , ვიწყებთ ბრძოლას კანონიერი ხელისუფლების აღდგენის მოთხოვნით, რადგან თუ ამით არ დავიწყებთ, ტყუილი იქნება სოც. პოლიტიკის გაუმჯობესებაზე საუბარიც კი...
გვიყურეთ ჩვენ (silktv251-ე არხი; მაგთიკომზე (კავკასუსზე)-049-ე არხი; , myvideo.ge, youtube.com, tvbox; PKTV.GE) არ მოგატყუებთ! სულ მალე ჩვენი ტელევიზია კიდევ სხვა პროვაიდერებით გაიშვება, ასე რომ, გვიყურეთ ჩვენ!

დაგვიკავშირდით: (032) 2 18 25 19; (+995) 577 40 83 82 (ცხელი ხაზი), 592 777 311

● შემოგვიერთდით: https://www.facebook.com/pktv.ge/

● © PK TV მაუწყებლობა და მედია ᴴᴰ ● #PKTV