Feedback

ლალი ბარძიმაშვილი: სიყვარულის საგალობელი - ექსპრომტად დაწერილი ჩანახატი

  /   ნანახია 384 ჯერ

ლალი ბარძიმაშვილი: სიყვარულის საგალობელი - ექსპრომტად დაწერილი ჩანახატი

" ადამიანი იმდენივე ღირს, რაც მთელი კაცობრიობა"

- ნიკო ლორთქიფანიძე

 

ექსპრომტად დაიწერა ეს ჩანახატი.

ჩანახატი, რომელიც დედის თავგანწირულ ბრძოლას ეხება, ანუ დედაშვილობის უკიდეგანო სიყვარულს:

ზოგჯერ უცნაურია დრო -

სიხარულს ხედავენ და განზე დგებიან.
ტკივილს ხედავენ და განზე რჩებიან;
წარმატებაა და უხმოდ არიან, დუმილითაც გესიტყვებიან.
ერთადერთია სიყვარული - სრული სამყარო, რომელიც არაფერს გართმევს - ყველაფრით გავსებს, ძალას გმატებს... ის აღგადგენს და უფალს გამსგავსებს. 
დღეგრძელი იყოს სიყვარული!
სიყვარულთან განსაცდელი ანდა რას მოვა... სიყვარულს თავის ხმა აქვს, თავის სუნთქვა და წონა... მართლაც, რომ მზისწორია. სიყვარულმა არ იცის სევდა და ძალიან ჰგავს სასოებით აღვლენილ ლოცვას!
......................................
თან თითქოს არის ყვავილებით მოჩითული სინორჩე ველთა, ქარცემული შრიალი ხეთა, - თუმც ურყევი სიმაგრით ფესვთა... ის არის წყაროს ჩუხჩუხი და ცეკვა მზის სხივთა. ერთი დღეც არ ყოფილა, არ განმეცადოს ქება მისი - ყველაფრის ერთად! 
მერე რა თუ დროებით დაკარგულა სამყაროს ენა... ცათასწორს ანკი რას დააკლებს სიმრუდე ზნეთა... სიყვარულში ძალაა და სინაზე ფერთა.
მიყვარხარ, დედა! შენ ხარ მთელი ჩემი ცხოვრების სხივი - თავისუფლების ფრთაშესხმული ამაყი ბიჭი! ტყვეობა ლაღებს ვერაფერს აკლებს!
ყველგან ყოველთვის მე ვიქნები მარადის შენთან;
სულ რომ გეშორონ, მე დავრჩები ერთადერთ მცველად!
ყველა წუხილი გადაიქცევა ერთბაშად ლხენად - გპირდები ამას!
არა მწამს თუკი რამე დაძლევს თავგანწირვას ან
დედის ნებას!
დღეგრძელი იყოს სიყვარული - სამყაროს შვება! მისი ზეიმის უცილობლად მარადის მჯერა! 
........................................
(ვისურვე უცებ, ყველას ხმაურში, ეს ჩანახატი გულწრფელად მეთქვა).

 

მინდიას ( პატარას იუმორით)

ავტორი: ლალი ბარძიმაშვილი

სულ რომ გეჩხუბო,

 მაინც მიყვარხარ,

შენი თვალების

ფერადი

 ეშხით,

 რატომ გადარე

გვირილას მთების,

ან ნაზ იის ნამს

რად გიგავს ცრემლი.

 შენა ხარ ჩემი

ამაყი შველი

და გაბრაზებაც

 სხვაგვარად გშვენის! ვიცი, ტკივილმა

დაგრია ხელი,

არ მოგკლებია

პატარას

მტერი,

ჩემია, ჩემი ტკივილი შენი!

ორივეს ერთად

უფალი

გვშველის, - გაგვიღიმილებს

ერთხელაც ბედი!

არ მოიხარო არასდროს ქედი;

შენი ბუდეა მაღალი მთები,

გასწიე მისკენ არწივის ფრთებით!

 **************************

               

ერთ ჩანაწერს დიდიხანია ვინახავ ტელეფონში, ეს ერეკლე საღლიანს ეკუთვნის და ხშირად ვისმენ ხოლმე - "სვანი მედიატორი, რომელიც ხატზე იფიცებდა, რას წარმოთქვამდა - "დედამიწის ცოდვა მქონდეს თუ ვტყუოდე." მზად იყო თავის თავზე დედამიწის ცოდვა აეღო იმ შემთხვევაში თუ ის ტყუილს იტყოდა იქ"...
.........................................
ზუსტად, რომ ამხელაა სიმართლის ზომა - წონა. რამხელა საზომია ღირსების და ამას წინათ ერთ საქმიან წრეში გავიხსენე ეს... გული შეძრა მოვისმინე თუ არა. სწორედ იმ სიტყვას აქვს ძალა, როცა მთქმელის ღირსება იგრძნობა.
ასეთ საქართველოშია მადლი...
ასევე ტელეფონში ვინახავ ჩანაწერს და აქ გამოვაქვეყნე, მაგრამ არ ვიცი რამდენმა ისურვა იმ გადაცემაში - პაოლოს ხმის მოსმენა. ისეთი ტემბრით, ისეთი თხრობის კულტურით წარმოთქვამს, რომ ღირსების კაცი იგრძნობა, რომც არ იცოდე ვინ ამბობს.
ღირსების ადამიანები ამრავლე ღმერთო!
დედა ენის დღის მოლოცვამ მათქმევინა, ამ საუკუნეთა ფასს ვიცავდი ჩემს გადაცემებსა თუ სტატიებში, რომ არაფერი გაუფასურებულიყო.
"ადამიანი იმდენივე ღირს, რაც მთელი კაცობრიობა" - ნიკო ლორთქიფანიძე, ("დადიანის ასული და მათხოვარი").
ბოლომდე დავიცავ სიტყვის ღირსებას, სამშობლოს ღირსებას, ოჯახის ღირსებას და ისევე მთელი გულით, როგორც ამ სვანი თავკაცის სიტყვებშია. 
აი, სად არის ადამიანიც მოფრთხილებული, დაცულიც და სიყვარულის საგანიც...