Feedback

კინოპროექტების გაყალბება და კულტურის სამინისტროს მიერ "ნახევრად დანაშაულებების" ლობირება?! - სკანდალი "ყველაზე მოკლე დღის" ირგვლივ

  /   ნანახია 252 ჯერ

კინოპროექტების გაყალბება და კულტურის სამინისტროს მიერ


PKTV-ში წერილი მოვიდა...

 რედაქცია უცვლელად გთავაზობთ PKTV-ის რედაქტორის სახელზე მოსულ კინოპროექტ "ყველაზე მოკლე დღის" სცენარის ავტორების წერილს.

  აღნიშნული წერილის გამოქვეყნებამდე, ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების სამსახური კიდევ ერთხელ დაუკავშირდა საქართველოს  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მაღალჩინოსანს, ბატონ გიორგი ბაბუციძეს, რომელმაც საუბრისას გვითხრა, რომ 2018 წლის 29 ნოემბერს მინისტრის სახელზე ჩვენს მიერ გაგზავნილი წერილი მხოლოდ დღეს, 10 დეკემბერს შესულა სამინისტროს კანცელარიიდან ბატონი გიორგის განყოფილებაში!!!!


ახლა კი გთავაზობთ "ყველაზე მოკლე დღის" სცენარის ავტორების: მაია არჩვაძისა (რეჟისორი) და ალექსანდრე ჟღენტის 09.12.18 წ. წერილს PKTV-ს მთ. რედაქტორ ქეთი სესიაშვილის სახელზე გამოგზავნილს -

- "კინოპროექტების გაყალბება და კულტურის სამინისტროს მიერ "ნახევრად დანაშაულებების" ლობირება?! - სკანდალი "ყველაზე მოკლე დღის" ირგვლივ"




„ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და

ადამიანის უფლებებისათვის“ და მასთან არსებული

ჟურნალისტური გამოძიების სამსახური პრეზიდენტსა

 და  ტელეკომპანია PKTV-ის მთავარ რედაქტორს

ქალბატონ ქეთევან სესიაშვილს

 

ქალბატონო ქეთევან,

 

ამ წერილით მოგმართავთ თხოვნით, ყველაფერი იღონოთ, რო  უმოკლეს ვადაში განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინსტრომ გაგვცეს პასუხი 25. 09. 2018-ის (მინისტრის სახელზე), 08.11.2018-ის (ბატონ გიორგი ქოჩიშვილის სახელზე) და 29.11.2018-ის (მინისტრის სახელზე) ჩვენს წერილებზე. ყოველგვარი ვადა პასუხის გაცემისა დიდი ხანია ამოიწურა.

ჩვენი პროექტი „ყველაზე მოკლე დღე“ უკვე მესამე წელია მიზანდასახულად იბლოკება. ბუნებრივია, ჩვენ ამას ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებით ვეწინააღმდეგებით.

ამ წერილს პრევენციოული ხასიათი აქვს. კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ახლა განათლების, მეცნიერების, კლულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობის წინასწარი გაფრთხილება ჩვენს პროექტთან დაკავშირებული მოსალოდნელ უსამართლობასთან დაკავშირებით არ ახალია, ძველია, ისევე, როგორც არახალია ჩვენს მიერ დაღღვევების აღნუსხვა.

თვად სამინისტროს შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის ექსპერტიზის შედეგად, დოკუმენტურად დაფიქსირებული დარღვევების აღიარების შემდეგ  დამნაშავეთა არდასჯა და პროექტის ავტორთა სამართლიანი პრეტენზიების არ გათვალისწინება ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს: ყოფილი კულტურისა და სპორტის სამნისტროს ხელმძღვანელობა  და, სამწუხაროდ, ახალი განათლების, მეცნიერებისა, კულტურისა და სპორტის სამინტროს ხელმზღვანელობაც აშკარად ლობირებენ კანონდამრღვევ პოლიტიკურ პროვოკატორებს და დაუსჯელობის სინდრომით გათამამებულ მოხელეებს - კინოცენტრის დირექტორს ბატონ ზურაბ მაღალაშვილს და მის მიერ ე. წ. საექსპერტო კომისიაში გამწესებულ  იმ კინემატოგრაფისტებს, რომლებმაც თავისი უკანონო ქმედებები დოკუმენტურად დააფიქსირეს.

ჩვენი არგუმენტირებული პროტესტის შემდეგ  ზურაბ მაღალაშვილისთვის ისევ უფლების მინიჭება კონკურსების ჩატარებისა და სცენარების წარდგენის შემდეგ საექსპერტო კომისიის შედგენისა, ნათელი დადასტურებაა, რომ ახალი სამინისტროს ხელმძღვანელობა, პირველ რიგში კი ბატონი მიხეილ ბატიაშვილი იმ პასუხისმგებლობას სათანადოდ ვერ აფასებს, რაც ამას თან ახლავს.

საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ასეთ ვითარებაში ახალ სამინისტროს დაქვემდებარებული კინოცენტრი (თითქოს არაფერი მომხდარა) გამოაცხადებს სადებიუტო მხატვრული ფილემბის წარმოების დაფინანსების კონკურსს. ამიტომ ყოვნდება სამინისტროს მიერ ჩვენთვის პასუხის გაცემა. კონკურსის გამოცხადების შემდეგ კი ჩვენს პროტესტს პასუხად მოჰყვება ის, რაც არაერთხელ განუცხადებიათ ქალბატონ ბერიკაშვილს, ბატონებს კანდელაკსა და გიორგაძეს - კონკურსი ჩატარდა და მასში მედიატორების როლს მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები ასრულებდნენ. ამიტომ ჩვენ წელსაც ფიქსირებულად, წინსწრებით ვაცხადებთ მოსალოდნელი ყოვლად მიოუღებელი ქმედების შესახებ, რომელსაც დაუფარავი თაღლიღობის დაფარვის სახე ექნება. თუ ეს ასე არ მოხდა, ამას მხოლოდ მივესალმებით, - გამყალბებლები და სახელმწიფო სახსრების არაკანონიერად გამნაწილებლები უნდა დაისაჯონ.

ჩვენი პრეტენზიები იგივეა, მოვითხოვთ:

1. პირადად ბატონმა მიხეილ ბატიაშვილმა (და არა უფრო დაბალი რანგის მოხელემ) წერილობით გვიპასუხოს - თვლის თუ არა იგი „ყველაზე მოკლე დღის“  სისტემატურ და დემონსტრაციულ დაბლოკვას დასაშვებად. ან თუ არ თვლის, რატომ არ იღებს ზომებს პროექტის წარმოებაში ჩასაშვებად?

2. კონკურსში ჩვენი პროექტის მიმართ განხორციელებული და გამოვლენილი დარღვევების გამო ის ჩვენთვის ჩატარებულად არ ჩაითვალოს:

3. მოვითხოვთ (არსებული პრეცედენტების ანალოგიით) იმ თანხის გამოყოფას, რაც საჭიროა ფილმის გადასაღებად.

სულ რამდენიმე თვეში დაიწყება ისეთი თარიღების აღნიშვნა, რასაც ვერავინ ვერ აუვლის გვერდს და პირველ რიგში - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თუნდაც იმიტომ, რომ ამ თარიღებისათვის მას არ გააჩნია სათანადო კინოპროდუქცია. და ეს ბუნებრივიცაა - არ არსებობს ეროვნული კინოსცენარებით სავსე პორტფელი, პატიოსანი კონტინგენტით დაკომპლექტებული კინოცენტრის ხელმძღვანელობა და, პირდაპირ ვთქვათ, ქართული სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი ხელოვნების დარგის მდგომარეობაც არის იმ მოვლენების შედეგი, რაც „ყველაზე მოკლე დღეშია“ ასახული.

ავტორებს (და არა მხოლოდ ჩვენ) მიაგვაჩნია, რომ ჩვენი პოროექტის დაბლოკვა, რომელიც სწორედ განსაზღვრული თარიღისთვის უნდა ყოფილიყო გადაღებული, არის არა მხოლოდ მიზანმიმართული, ხელოვნების სფეროში ჩადენილი უმსგავსობა, არამედ პოლიტიკური, ანტიქართული პროვოკაცია. აქედან გამომდინარე, არ არის სასურველი ამ წერილის ერთ-ერთმა ავტორმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს (არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ამ თანამდებობაზე), ისეთი პრეტენზიები საჯაროდ წარუდგინოს, რომლებისგანაც აქამდე თავს იკავებდა და მხოლოდ კინემატოგრაფისტის ამპლუით იფარგლებოდა. ის ვალდებულიც იქნება ეს გააკეთოს და ამის უფლებაც გააჩნია.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თუ საჭირო გახდა, გამოვიყენოთ „საერთაშორისო აპრობირებული ოპტიმალური წესი და პროცედურები“, როგორც ამას თავად სამინისტროს ექსპერტები გვირჩევენ, ისეთი სახის დანაშაულებრივი მაქინაციები გამოვლინდება, რომლებსაც საერთაშორისო მონიტორინგის ორგანიზაცია, „შიდა აუდიტისა და მონიტორინგის  სამსახურის“ უბადრუკი დასკვნის საპირისპიროდ, გარანტირებულიად ვერ მისცემს „ნაწილობრივი დარღვევის კვალიფიკაციას “.

 

პატივისცემით,

 მაია არჩვაძე

 ალექსანდრე ჟღენტი

 09. 12. 2018

თბილისი

 

რედაქციის მინაწერი: ამ თემებზე -ის გადაცემები, რუბრიკაში: "ჟურნალისტური გამოძიება", შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე:

http://pktv.ge/index.php?action=full_news&id=5873

http://pktv.ge/index.php?action=full_news&id=5840

http://pktv.ge/index.php?action=full_news&id=5807