Feedback

პროფესორი ხათუნა კურტანიძე რუბრიკაში 'მათქმევინეთ!' - ოდესღაც, ხომ უნდა ითქვას სიმართლე და თუ ვტყუი, ჩამქოლეთ!

  /   ნანახია 363 ჯერ

პროფესორი ხათუნა კურტანიძე რუბრიკაში 'მათქმევინეთ!' - ოდესღაც,  ხომ უნდა ითქვას სიმართლე და თუ ვტყუი, ჩამქოლეთ!

დიახ,მე გავაკეთე ჩემი პრინციპული არჩევანი და ხმას ვაძლევ სალომე ზურაბიშვილს!!!

ოდესღაც,  ხომ უნდა ითქვას სიმართლე და თუ ვტყუი, ჩამქოლეთ!

ამ სტატიის ინსპირაცია არჩევნებია და იცით რატომ??? მე არ მსურს დაპაუზებული დემოკრატია, მე არ მსურს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომლის გამოც დაგვჭირდა მეორე ტური!!!...მე არ მსურს წარსულში მიბრუნება, რადგან სინათლე მომავალშია!!!

მე, არც იმ ადამიანების მიკვირს, ვინც წარსულს მისტირის!!!

იცით, რატომ სძულს ხალხს არჩევნები???...

ავირჩევთ და ველოდებით მომავალ არჩევნებამდე!!!...

ასე გრძელდება ჩვენი ცხოვრება არჩევნებიდან არჩევნებამდე!!!...

ამასობაში, წაგვართვეს, დაგვაქციეს, თავზე დაგვანგრიეს,გაგვიყიდეს და არ გვკითხეს, თვითონ სირაქლემას პოზაში ხელს  სხვისკენ იშვერენ, უდიერად ახსენებენ, ლეგენდებს თხზავენ და ხალხის მასას აჯერებენ!!!...

ახლა იმ უბედურებაზე, რაც თავს დაგვატეხეს, თან კიდევ   ახალი სადარდებელი გაგვიჩინეს, იმის სამაგიეროდ, რომ გვანგრიეს, გვძარცვეს, გვიღალატეს,   გაჩუმდნენ და  ვისაც გვჯერა ამ ქვეყნის გადარჩენის,  გაგვატარონ... უკან მიბრუნებისკენ ამზადებენ საზოგადოებას!!!...

თქვენი დრო, რაც არ უნდა იკადროთ, დამთავრდა ბატონებო!!!

საქართველო აღარასდროს დაბრუნდება წარსულში!!!

მინდა გჯეროდეთ, რომ ქვეყნის გადარჩენა, როგორც არასდროს,  ხალხის ხელშია!!!

ახლა სხვა დროა!!! ქვეყნის შენების და ყველაფრის ახალი ფურცლიდან დაწყების დროა!!!...

მავანთ არ უნდათ სალომე ზურაბიშვილი!!! იცით რატომ??? ეს ქალბატონი, რაც არ უნდა ქართული ფესვები ჰქონდეს, სულით - ხორცამდე ევროპელია, იმ ქვეყნის შვილიცაა, სადაც კეთიდღეობის საწყისია, სადაც ქვეყნის განვითარების მარტივი ფორმულაა შემუშავებული  - 'იფიქრე მოქალაქეებზე, მიეცი მათ სასურველი სახელმწიფო და ისინი დაგეხმარებიან, მართო სისტემა სწორად - სისტემის სწორი მართვა კი პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების ჰარმონიაში გამოიხატება'.

დიახაც, მე მაქვს ამბიცია, ვიცხოვროთ ისე აწყობილ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო თავის თავზე იღებს ყველა მოქალაქის კეთილდღეობაზე ზრუნვას!!!

 სადაც შემუშავებული იქნება ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც უზრუნველჰყოფს მოსახლეობის დაცულობას!!! სადაც საგადასახადო ტვირთი ნაკლებად მძიმე იქნება და ჩვენი ანაზღაურება მოგვცემს საშუალებას, რომ გადასახადების სიმძიმე ნაკლებად ვიგრძნოთ. სწავლა, მედიცინა, ბავშვების აღზრდა, პენსია ნაწილობრივ ან მთლიანად სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტების მიერ დაფინანსდება!!! სადაც ფინანსურ კეთიდღეობაზე წინ იდგება განათლება, ჯანდაცვა და უსაფრთხოება!!!

დღეს არ არის ერთმანეთზე ანგარიშსწორების დრო. დღეს, როგორც არასდროს, ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა მოახერხოს, დაიხსნას ქვეყანა განსაცდელისგან!!!

ბიზნეს ადმინისტრირების აკადემიური დოქტორი

სტუ-ს ასოცირებული პროფესორი

ხათუნა კურტანიძე

2018 წელი 26 ნოემბერი