Feedback

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე: უკანონო პატიმრობაში მყოფმა გიორგი თევზაძემ, რომელსაც 20 ლარის წართმევის ბრალდებით 9 წელი შეუფარდეს, 26 ივნისს პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო...PKTV.GE

  /   ნანახია 810 ჯერ

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე: უკანონო პატიმრობაში მყოფმა გიორგი თევზაძემ, რომელსაც 20 ლარის წართმევის ბრალდებით 9 წელი შეუფარდეს,   26 ივნისს პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო...PKTV.GE

უფლებადამცველი და ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე მედიასთან გაკვირვებას გამოხატავს და აღნიშნავს, რომ საინტერესოა, რა ხდება, ნუთუ ისევ ნულოვან ტოლერანტობას დაუბრუნდა მართლმსაჯულება და ერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე, კერძოდ,  20 ლარის წართმევის საქმეზე ( ყაჩაღობის მუხლი აქვს წარდგენილი) დაუსაბუთებელი ბრალდებით პატიმრობაში მყოფ - პირს გიორგი თევზაძეს 9-წლიან პატიმრობას უსჯიან.

 როგორც მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი კახა კვაშილავა ინტერნეტ-გამოცემა PKTV.GE-სთან აცხადებს: „ წარდგენილი ბრალდება არ არის სათანადოდ დასაბუთებული და გამყარებული უტყუარი მტკიცებულებებით. სასჯელაღსრულების N 8 დაწესებულების მსჯავრდებული გიორგი თევზაძე უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით დღეიდან, 2018 წლის 26 ივნისიდან, შიმშილობას იწყებს, რადგანაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნათია გუდაძემ, მიმდინარე წლის 19 ივნისს, განსასჯელ თევზაძეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, საქმე კი ამ დროისთვის სააპელაციო სასამართლოშია.

ადვოკატ კვაშილავას განცხადებით , პატიმრობაში მყოფ გიორგი თევზაძეს ბრალად 2017 წლის 23 სექტემბერს, გამთენიისას, თბილისში, ანთელავას ქუჩაზე დანის მუქარით ტაქსის მძღოლისგან 20 ლარის წართმევას სდებენ, რისთვისაც, თავდაპირველად, თევზაძე მოწმის სახით დაკითხეს, შემდეგ კი დააკავეს."მოცემულ საქმეზე სასამართლო მხოლოდ დაზარალებული ტაქსის მძღოლის ჩვენებას დაეყრდნო, რომელთანაც მსჯავრდებულს არანაირი ნაცნობობა არ აკავშირებს. საქმეზე არის ჩატარებული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, რომელმაც ვერ დაადგინა შემხებლობა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანასთან, ასევე ჩატარებულია გენეტიკური ექსპერტიზა, რომელმაც კატეგორიულად გამორიცხა გიორგი თევზაძის ყოფნა აღნიშნულ მანქანაში. ასევე დაკითხულია ფაქტის თვითმხილველი მოწმე, რომელმაც განაცხადა, რომ პიროვნება, რომელთანაც კონფლიქტი ჰქონდა ტაქსის მძღოლს, არ ყოფილა გიორგი თევზაძე. სასამართლომ ყველა ამ მტკიცებულების იგნორირება მოახდინა  და მხოლოდ დაზარალებულის ჩვენების მიხედვით მიიღო გადაწყვეტილება, რაც დაუშვებელია", - განაცხადა ადვოკატმა კვაშილავამ . კვაშილავას ვე თქმით, ამჟამად პატიმრობაში მყოფი გიორგი თევზაძის ოჯახი არაერთხელ იყო შევიწროებული პოლიციის მიერ. იყო უსაფუძვლო დაკითხვები,  სახლის ჩხრეკები, პოლიციის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან არაერთხელ  ჰქონდა ადგილი მუქარას. როდესაც საუბარია იმაზე, რომ ყაჩაღობა მოხდა დანის მუქარით და დანაშაულის იარაღის აღმოჩენის მიზნით არ ხდება ზუსტად ამ დროს სახლის ჩხრეკა, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ დღეს გიორგი თევზაძე "შეკერილი საქმით" 9-წლიან უკანონო პატიმრობაში იმყოფება. გამქრალია სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერებიც. ტაქსი ზაარბრიუკენის მოედნიდან ვორონცოვის მიმართულებით გადაადგილდებოდა, სადაც უამრავი სათვალთვალო კამერაა, ასევე არის სააფთიაქო ქსელის, კვების რამდენიმე ობიექტი, ჩანაწერები კი გამქრალია. გიორგი თევზაძე დღეიდან პერმანენტულ შიმშილობას აცხადებს, იქამდე, სანამ სამართლიანობა არ აღდგება და მოუწოდებს ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, მხარდაჭერა აღმოუჩინონ, რადგან თვლის, რომ ის მანკიერი სისტემის მსხვერპლია", - აცხადებს ადვოკატი კვაშილავა.

როგორც  უფლებადამცველმა და ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი თევზაძემ PKTV.GE-სთან საუბრისას განაცხადა, უდაოდ მნიშვნელოვანი ქეისია, ამიტომაც ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია გიორგი თევზაძის მამის,  მალხაზ თევზაძის წერილობითი მომართვის საფუძველზე განახორციელებს საზოგადოებრივ მონიტორინგს , ამასთან, მივმართავთ საქართველოს ფარგლებს გარეთ აქტიურად მოღვაწე ავტორიტეტულ საერთაშორისო უფლებადამცველ პარტნიორ ორგანიზაციებს, აღნიშნულ ბრალდების ქეისზე ჩვენთან ერთად განახორციელონ საზოგადოებრივი მონიტორინგი.