Feedback

მაჩალიკაშვილი მთავრობას დაემუქრა

  /   ნანახია 2367 ჯერ

მაჩალიკაშვილი მთავრობას დაემუქრა

პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის პროტესტი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ პრემიერ-მინისტრი მხოლოდ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს ხვდება. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მის დისკრიმინაციას ახდენს:

„აქ ყველასთვის ნათელია რაც ხდება, კვირიკაშვილი იმტომ იძახის ჩემზე უარს, რომ მე ვარ მუსლიმი, სხვა ეროვნების ადამიანი და „ტერორისტი“. მე რასაც ვაპირებ ვაჩვენებ მთელ სისტემას. ესენი არიან ნაძირლების ხროვა.“- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მოსალოდნელ აქციებს აანონსებს, მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი და ისიც დისკრიმინაციაზე აკეთებს აქცენტს:

„ეს არის ერთგვარი ჩაგვრა და ხაზგასმა, რომ ცალკე გამოიყო თემირლანის და მალხაზ მაჩალიკაშვილის ტრაგედია, ეს არის დიკრიმნაცია და ის დაჩაგრულად გრძნობს თავს. მისი გადაწყვეტილებაა, რომ მიმართოს პანკის ხეობას, რათა დაუდგეს გვერდით, ის იდგა ზაზა სარალიძის გვერდით და გააგრძლებს მხარდაჭერას, დავაანონსებთ ადგილს, ტაბუ დაედო თემირლანმის საქმეს. პასუხები ამაზე არ არსებობს.“- გაანცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

მარიამ კუბლაშვილმა ასევე კომენტარი მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზეც, რომ ის სუს-ში თავის აფეთქებას აპირებდა და განაცხადა, რომ ეს შვილმოკკლული მამის ემოციური ნათქვამი იყო და არა რეალური მუქარა:

„ამით ადამიანმა თქვა, რომ სიცოცხლე აღარ სურდა.“- განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.