Feedback

ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 26-წლის ბიჭი დააკავეს

  /   ნანახია 378 ჯერ

ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 26-წლის ბიჭი დააკავეს

ოფოციალური ინფორმაციით, ბოროტმოქმედი, რომელმელიც ბათუმში, 33 წლის ქალს ლიფტში თავს დაესხა და 62 ჭრილობა მიაყენა დაკავებულია.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული გ.ჩ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 27 მაისს, ბათუმში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში, 1985 წელს დაბადებულ ი.ა.-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობას ამ დრომდე აგრძელებს. სამართალდამცველებმა გ.ჩ.ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს"- ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.