Feedback

ჩვენ ერთიანობას წინ ვერაფერი დაუდგება- ვაშაძე

  /   ნანახია 281 ჯერ

ჩვენ ერთიანობას წინ ვერაფერი დაუდგება- ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ ერთიანობას, რომელიც შეიქმნება რუსთაველის გამზირზე ვერაფერი დაუდგება წინ. 

„ჩვენ ერთიანობას ვერაფერი დაუდგება წინ. ჩვენ ვუყურებდით მთელ ამ პროცესს და აბსოლუტურად გულწრფელად ვიდექით და ვდგავართ შვილმოკლული მამების გვერდით. არ მივცემთ ხელისუფლებას ამ ადამიანების დაჩაგვრის უფლებას. დღეიდან, ეს ბრძოლა იწყება მთელი საქართველოს მასშტაბით. ვერთიანდებით ყველა იმისთვის, რომ ხელისუფლება, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს. საქართველოს განვითარების საოცარი პერსპექტივა აქვს და ეს პერსპექტივა გადის აქ, რუსთაველზე. დღეიდან უნდა გადავწყვიტოთ რა გვინდა - ჩავყვეთ ამ კატასტროფაში, რასაც გვთავაზობს ეს ხელისუფლება, თუ დავიწყოთ განვითარების ახალი გზა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.