Feedback

ვის განიხილავს 'ქართული ოცნება' მთავარი პროკურორის პოსტზე

  /   ნანახია 270 ჯერ

ვის განიხილავს 'ქართული ოცნება' მთავარი პროკურორის პოსტზე

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მედიისთვის კომენტარი გააკეთა:

„ვიმსჯელეთ მიმდინარე საკითხებზე, შევაჯერეთ ჩვენი პოზიციები, უახლოეს დღეებში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც მოხდება საგამოძიებო კომისიის შემადგენლობის დამტკიცება, უმრავლესობის ლიდერები გამართავენ კონსულტაციებს უმცირესლობის წარმომადგენლებთან, კანონით გათვალისწინებულ ვადებში გაიმართება კომისიის პირველის ხდომა“, - განაცხადა კვირიკაშილმა.

მან ასევე მთავარი პროკურორის ახალი კანდიდატურის შერჩევის პროცესზეც ისაუბრა:

„ორი დღის წინ შს მინისტრთან და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად შევხვდით ნინო ლომჯარიას, რომელმაც მოგვაწოდა კითხვები ხორავას საქმესთან დაკავშირებით, შს სამინისტრომ დაიწყო დაკითხვები, დანაშულის შეუტყობინებლობისა და მოწმეებზე ზეწოლის მიმართულებით, ხვალიდან იუსტიციის სამინისტრო დაიწყებს მომავალი მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე მსჯელობას, ეს კონსულტაციები იქნება მაქსიმალურად ფართო, ჩვენი მიზანია კანდიდატურა იყოს მაქსიმალურად ლეგიტიმური საზოგადოების მხრიდან, კონკრეტულად კანდიდატურებზე პოლიტსაბჭოზე მსჯელობა ჯერ არ ყოფილა“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.