Feedback

ქვეყანაში კრიზისია და ოპოზიციამ უნდა იმუშაოს გეგმებზე

  /   ნანახია 200 ჯერ

ქვეყანაში კრიზისია და ოპოზიციამ უნდა იმუშაოს გეგმებზე

„ლეიბორისტულ პარტიაში“ ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებისთვის კომენტარი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გააკეთა და განაცხადა, რომ ოპოზიცია ზაზა სარალიძის გვერდით იდგება:

„ქვეყანაში არის უღრმესი კრიზისი და ეს კრიზისი არის გადმოსული დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, ქუჩაში არის გადმოსული უამრავი პრობლემა, რომელმაც შექმნა კრიზისი. ხელისუფლება ქაქტია, ვერ ართმევს თავს ამ პრობლემების მოგვარებას, კრიზისს ვერ ლახავს, მეტიც, უღმავდება ეს კრიზის, შესაბამისად ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, ვინც დრეს აქ მონაწილეობას იღებდა, შევიმუშავეთ სამუშაო გეგმა, რომელიც იქნება არა ერთდღიანი, ორდღიანი, სამდღიანი, სხვადასხვა მიმართულებით, იმისათვის რომ ეს კრიზის გადავლახოთ და რაც შეიძლება სწრაფად ქვეყანამ დაიწყოს განვითარება და იყოს პროგრესზე ორიენტირებული, მაგრამ მთავარი რაც კიდევ ერთხელ იქნა ხაზგასმულ ამ შეხვედრის ფარგლებში, ყველანი ერთად ვართ იქ, სადაც არიან ბატონი მაჩალიკაშვილი და ბატონი სარალიძე, ვუდგავართ ბოლომდე მათ გვერდში. დეტალებთან დაკავშირებით მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ჩვენ ვხედავთ, რომ ვერც კანცელარია, ვერც პარლამენტი, ვერც იუსტიციის სამინისტრო, ვერც შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერც ერთ პრობლემას ქვეყანაში ვერ აგვარებს. მზარდი არის ეს პრობლემა, ამიტომ ოპოზიციური პარტიების ერთობა ვალდებულია და მუშაობს ამ სამოქმედო გეგმაზე, დეტალებზე საინფორმაციო მიტინგზე იქნება საუბარი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.