Feedback

ქობულეთიდან გაუჩინარებული მოზარდი აქციაზე იპოვეს

  /   ნანახია 370 ჯერ

ქობულეთიდან გაუჩინარებული მოზარდი აქციაზე იპოვეს

ქობულეთში დაკარგული 14 წლის მოზარდი, მათე მჟავანაძე სამართალდამცავებმა თბილისში იპოვეს. ახალგაზრდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა.

სამძებრო სამუშაოების შედეგად პოლიციამ მოზარდის ადგილსამყოფელი დილით დაადგინა.

მოზარდი სამართალდამცველებს ქობულეთში, საკუთარ სახლში მიჰყავთ.


მოზარდი გუშინ გაუჩინარდა.

ახლობლების ინფორმაციით,მოზარდი სახლიდან გუშინ 14:00 საათზე გავიდა.