Feedback

ქართული ოცნება შვილმკვდარ მამას დასცინის- მელია

  /   ნანახია 294 ჯერ

ქართული ოცნება შვილმკვდარ მამას დასცინის- მელია

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრას მართავენ, ისინი უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე მსჯელობენ და შეხვედრის შემდეგ გახდება მათი სტრატეგია და სამომავლო გეგმები ცნობილი, ასევე სავარუდოდ გაკეთდება კომენტარები დღეს დაანონსებული აქციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებითაც:

„ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს ადამიანები არ გაისრისნონ, ეს ადამიანები იჩაგრებიან, ეს ადამიანები ისრისებიან სისტემის მხრიდან და ამას ჩვენ ვხედავთ, და ეს ადამიანები ყველაზე კარგად ხედავენ და მოგვიწოდებენ გვერდშიდგომისკენ და ვალდებულები ვართ დავუდგეთ, საუბარი იმაზე, რომ ვიღაცა იყენებს თავისი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის და ასე შემდეგ, ეს არის დიახაც ქართული ოცნების საოცნებო ხაზი, უნდათ ასე მონათლონ ეს პროცესი. ისე კი არ უნდათ მონათლონ, რომ ორი ვერაგულად მოკლული შვილების მამაები დგანან, ნაცვლად იმისა, რომ პასუხი გაეცათ ამ ადამაინებისთვის, დასცინიან“, - განაცხადა ნიკა მელიამ.