Feedback

რატიანი- საღამოს აქციაზე სამოქალაქო ბრიფინგი გაიმართება

  /   ნანახია 219 ჯერ

რატიანი- საღამოს აქციაზე სამოქალაქო ბრიფინგი გაიმართება

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. „ევოპული საქართველოს“ წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, საღამოს დაგეგმილ აქციაზე სამოქალაქო ბრიფინგი გაიმართება და ოპოზიციის შეთანხმებები გაჟღერდება:

„დღეს ჩვენ ყველანი ვიქნებით აქციაზე ზაზას გვერდით, ისევე როგორც ამ დღეების განმავლობაში ვიდექით და მხარს ვუჭერდით. საღამოს აქციაზე იქნება სამოქალაქო ბრიფინგი და შესაბამის გადაწყვეტილებებს იქ გავაჟღერებთ, შევთანხმდით ასევე, რომ ამ დღეების განმავლობაში კონსულტაციები გაგრძელდება“, - განაცხადა სერგო რატიანმა.