Feedback

ბაჩუკი ქარდავას სამომავლო გეგმები ოპოზიციასთან

  /   ნანახია 296 ჯერ

ბაჩუკი ქარდავას სამომავლო გეგმები ოპოზიციასთან

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. „ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს შემდგომი ნაბიჯები და სამოქმედო გეგმა, რათა ისინი შვილმკვდარ მამას გვერდით დაუდგნენ:

„ჩვენი მთავარი ამოცანა არის სოლიდარობა და თანადგომა შვილმოკლული მამების, მაჩალიკაშვილის და სარალიძის. შევთანხმდით სამოქმედო გეგმაზე, ორ გაუბედურებულ ადამიანთან ერთად რომლებსაც მოუკლეს შვილები. გახდება ცნობილი მთლიანად საქართველოსთვის, რა იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯები, სამოქალაქო სექტორის რათა გვერდით დავუდგეთ ამ ადამიანებს“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.