Feedback

გასროლა მაღაზიასთან- რა მოხდა ოზურგეთში

  /   ნანახია 307 ჯერ

გასროლა მაღაზიასთან- რა მოხდა ოზურგეთში

თვითმხილველების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა, სოფელ გურიანთაში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), მცხოვრები ს. მ. დააკავეს, დაკავებას კი წინ უძღოდა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა, რის გამოც ადგილზე პოლიცია იყო გამოძახებული.

დაკავების ოფიციალური მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.

დაკავება მაშინ მოხდა, როცა მეხუზლა ქალაქ ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე, ბენზინგასამართ სადგურ \"ლუკოილთან\" არსებულ სუპერმარკეტში შედიოდა.

ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა მ-ას დაკავება ქვიშა-ღორღის მოპოვების საქმეს უკავშირდებოდეს, რომელსაც სუსის ანტიკორუფციული სამსახური რამდენიმე თვეა იძიებს.

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით კი, პოლიციაში შეტყობინება რამდენიმე წუთის წინ შევიდა, სოფელ გურიანთაში ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებული გასროლის თაობაზე.