Feedback

სვანეთში მკვლელობა მოხდა

  /   ნანახია 344 ჯერ

სვანეთში მკვლელობა მოხდა

მკვლელობა სვანეთში - მესტიის მუნიციპალიტეტეის სოფელ ლატალში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი. აღნიშნული შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სოფლის გამგებლის მოადგლის ძმა არის.

დაჭრილი, რომელიც მესტიის საავადმყოფოში მოათავსეს, წუხელვე გაწერეს სამედიცინო დაწესებულებიდან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით დაკავებულია ერთი პირი, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.